ყველაზე მოკრძალებული წვეულება 670 ათასი დოლარი - რა ღირს სამეფო ქორწილი

access_time2017-12-03 16:51:14

მიუხედავად იმისა, რომ პრინც ჰარისა და მეგან მერკლის სამეფო ქროწილის შესახებ ჯერ არც თარიღი, არც ჩატარების ადგილი და არც სტუმრების ვინაობაა ცნობილი, უკვე ყველა თანხმდება, რომ სამეფო ქორწილი ძალიან ძვირი დაჯდება. როგორც CNN-ი ლონდონში მოქმედი ქორწილების დამგეგმავი კომპანიის წარმომადგენელზე, აიმი დუნზე დაყრდნობით წერს, ყველაზე მოკრძალებულ შემთხვევაშიც კი სამეფო ქორწილის ხარჯები ექვსნიშნა ციფრი იქნება. 


„ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ წყვილს მოკრძალებული ქორწილი გადაუხადონ, თუმცა ყველაზე იაფი ქორწილის შემთხვევაშიც კი მათ ეს სულ ცოტა 670 ათასი დოლარი დაუჯდებათ“ - აცხადებს აიმი დუნი. 


მისივე თქმით, ქორწილის ფასები ძალიან მაღლა იწევს როდესაც საქმე უსაფრთხოების სამსახურს ეხება.


ვინ გაიღებს ხარჯებს?


უკვე ცნობილია, რომ ქორწილის ხარჯების ლომის წილი პრინც ჩარლიზე მოვა. „როგორც წესი ქორწილების ხარჯი პატარძლის მხარეზე მოდის, თუმცა ამ შემთხვევაში ეს ასე ნამდვილად არ მოხდება“, -  აცხადებს სამეფო ისტორიების ექსპერტი ქეით უილიამსი. მისივე თქმით, ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის ქორწილში სამეფო ოჯახმა საკმაოდ ბევრი გადაიხადა, თუმცა არც პატარძლის ოჯახი ჩამორჩენია. 


წვეულება


ადგილის შერჩევაზე ბევრია დამოკიდებული, ვინაიდან ხარჯები შესაძლოა შემცირდეს, თუ წყვილი ქორწილის აღნიშნვას სამეფო ოაჯხის კუთვნილ ადგილებში გადაწყვეტს. უილიამსა და ქეითს ჰქონდათ ორი 

მიღება ბუკინგჰემის სასახლეში: ტრადიციული ლანჩი 600-ზე მეტი სტუმრისთვის, რომელსაც დედოფალი მასპინძლობდა და უფრო ვიწრო წვეულება, რომელსაც წყვილის 300-მდე მეგობარი და ახლო ნათესავები ესწრებოდნენ. 
500 სტუმრის შემთხვევაში, ბიუჯეტი მინიმუმ 200 ათასი დოლარი იქნება და ესეც მოკრძალებული წვეულების შემთხვევაში,  - აცხადებს ექსპერტი.


კაბა


მეგან მერკლის საქორწილო კაბა უდავოდ ხელოვნების ნიმუში იქნება, რომელსაც რომელიმე ძალიან პრესტიჟული დიზაინერი შეკერავს და შესაბამისად ფასიც ამაზე იქნება დამოკიდებული. ქეითის შემთხვევაში პატარძლის ოჯახმა არ გაასაჯაროვა საქორწილო კაბის ფასი, თუმცა ცნობილია, რომ ალექსანდრ მაქქუინის კაბა ეცვა. 


უსაფრთხოება


პრინც უილიამისა და ქეითის ქორწილს დაახლოებით 5000 პოლიციელი იცავდა. ამან თავის დროზე ქალაქისა და ქვეყნის უსაფრთხოიების სამსახურებს შორის უთანხმოება გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გადაიხდიდა ხარჯებს. საბოლოო ციფრი ამ შემთხვევაშიც უცნობია, თუმცა მთავრობამ სპეციალური გრანტი გამოყო 4,8 მილიონი დოლარის ოდენობით, რომელიც პოლიციელების ზედმეტი საათების ანაზღაურებას უნდა მოხმარდეს. თუ ჰარი და მეგანი ასევე გადაწყვეტენ, რომ მათი ქორწილი გაიმართოს ცენტრალურ ლონდონში ხარჯები ზრდადი იქნება. 
„რა თქმა უნდა, პირველი წყვილის ქორწილის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და უსაფრთხოების ხარჯები ბევრად მეტი იქნება“, - აცახდებს ქეით უილიამსი. მაგრამ ექსპერტი ამაში ერთგვარ გამოსავალსაც ხედავს, ვინაიდან ჰარი სემფო ტახტის პრეტენდენტობაზე მხოლოდ მეხუთეა რიგში, მას შეუძლია ქორწილის ლოკაციის შემთხვევაში უფრო მეტი არჩევანი მიეცეს.


ეკონომიკური დანახარჯები


უილიამისა და ქეითის ქორწილის დროს ბრიტანელებმა დამატებით ერთ დღე დაისვენეს. ჩარლზისა და დაიანას ქორწილის დროსაც ასე იყო. უფრო მეტიც, უქმედ გამოცხადდა მისი უმცროსი დის პრინცესა ანნეს ქორწილის დღეც.


როგორც დიდი ბრიტანეთის „ეკონომიკისა და ბიზნესის კვლევის ცენტრში“ აცახდებენ, ყოველი დამატებითი უქმე დღე ქვეყნის ეკონომიკას 3 მილიარდით აზარალებს. ზოგიერთების განცახდებით ამ ხარჯების შემცირება უცხოეთიდან ტურისტების შემოსვლით შეიძლება კომპენსირდეს. თუმცა როგორც ქვეყნის ეროვნული სტატისტიკის სამსახურში 2011 წლის ქორწილიდან გამომდინარე აცხადებენ, ტურიზმის წილი ამ საქმეში ძალიან ცოტაა.


ბიზნესპრესნიუსი



ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 25 მარტიდან 10 ახალი მიმართულებით იფრენს

person access_time2018-02-19 13:52:29
ავიაკომპანია  „ჯორჯიან ეარვეისი“  2018 წლის 25 მარტიდან ახალ რეისებს იწყებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, თბილისიდან პირდაპირი რეისები შესრულდება პარიზის, ბარსელონას, ბოლონიას, ბერლინის, კიოლნის, ყაზანის, ათენის, სალონიკის, ბრატისლავას და ხარკოვის მიმართულებებით. ასევე 2018 წელს განახლდება „ჯორჯიან ეარვეისის“  ავიაპარკი და მას შეემატება Embraer 190-ის და Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავები.   ამ ეტაპზე ავიაკომპანია რეისებს...

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

person access_time2018-02-19 16:31:48
2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 155 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 309.9 ლარია.  „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 309.9 ლარი საკმარისი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად...

„ბეკო“ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონასთან“ სასპონსორო შეთანხმებას აგრძელებს და აფართოებს

person access_time2018-02-19 12:11:06
ბარსელონა, 15 თებერვალი, 2018. ევროპაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის წამყვანმა ბრენდმა „ბეკომ“ დღეს გამოაცხადა საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სპონსორობის გაგრძელების შესახებ, რაც მომდევნო სამი სპორტული სეზონის განმავლობაში რამდენიმე საინტერესო ერთობლივ ინიციატივაში გამოიხატება. ახალი შეთანხმება, რომლის შესახებ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სტადიონ „კამპ ნოუზე“ მდებარე „Auditori 1899“-ში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, ანიჭებს „ბეკოს“ მთავარი პარტნიორისა და საფეხბურთო...

მშენებლობაზე პირველივე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯარიმა 30 ათასი ლარი იქნება

person access_time2018-02-19 13:38:26
„მივესალმებით მშენებლობის მაღალ ტემპს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა ხდებოდეს ადამიანის მსხვერპლისა და სხვა პრობლემების, მათ შორის, ურბანული დამახინჯების ხარჯზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.   შეხვედრაზე სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოებისა და ამასთან დაკავშირებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს....

„აფბა“: „საგზაო დეპარტამენტი „სინოჰიდროს“ თაობაზე დასკვნას არ ასაჯაროვებს“

person access_time2018-02-19 12:40:07
ჩინურ „სინოჰიდროსთან“  დაკავშირებით, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“  განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ:  „ჩინური „სინოჰიდროს“  დარღვევებზე და გზების უხარისხო მშენებლობაზე საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე საზოგადოებას ამა წლის 29 იანვარს შეპირდა, რომ სინოჰიდროს საქმიანობის თაობაზე დასკვნას 1 კვირაში გამოაქვყნებდა. თუმცა, უკვე...


მსგავსი სიახლეები