„სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციის განვითარებისთვის მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობის იმედად ვერ ვიქნებით“

access_time2017-11-29 09:10:38

„აბრეშუმის გზის ფორუმზე“ საქართველოს სატრანსპორტო ფუნქციის მრავალმხრივ ჭრილში დანახვა ხდება“, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკიური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ „კომერსანტს“ განუცხადა.


მისი თქმით, საქართველოს სატრანზიტო ჰაბის ფუნქცია ეფექტური რომ იყოს, ამისთვის საკანონმდებლო მზაობაც არის საჭირო.


„იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია იყოს ეფექტური, ამისთვის მრავალმხრივი ნაბიჯებია გადასადგმელი, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე. „აბრეშუმის გზის ფორუმი“ კი არის მცდელობა, რომ ყველა ძირითადი საკითხის გაანალიზება მოხდეს, რაც ჩვენს ქვეყანაში სატრანსპორტო მიმართულების განვითარებას ეხება. ჩვენი მხრიდან კი ხაზი ესმევა იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ორგანის წინაშე დგას. ამ პრობლემების გადალახვის შემდეგ, ჩვენი სატრანსპორტო ფუნქცია სრულად უზრუნველყოფილი იქნება“, - აღნიშნავს კაკულია.


მისივე თქმით, საქართველო სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციის განვითარებისთვის მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობის იმედად ვერ იქნება.


„ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა ყველაზე დიდი პერსპექტივაა, რომ ეს ფუნქცია გვქონდეს, თუმცა მხოლოდ ეს არ კმარა. აქ საუბარია ბიზნესგარემოზე და ყველა ბარიერის მინიმუმამდე დაყვანაზე, რომ ევროპულ სტანდარტებს დავუახლოვდეთ, რაც სატრანსპორტო ქვეყანას უნდა ჰქონდეს. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ ჩვენი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ვაქციოთ საინტერესოდ ნებისმიერი გადამზიდავისთვის, ექსპორტიორისთვის. ჩინეთსა და ევროპას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომელიც გვაქვს, უდიდეს შესაძლებლობებს აძლევს ამ ორი ბაზრის მწარმოებლებს, რომ ერთამენთის ბაზრებზე წვდომა ჰქონდეთ. ამ უნიკალურ გეოგრაფიულ შესაძლებლობას უნიკალური ბიზნესგარემო სჭირდება“, - განუცხადა „კომერსანტს“ კაკულიამ.


კითხვაზე, არის თუ არა საქართველოში უნიკალური ბიზნესგარემო, კაკულია პასუხობს, რომ ამისგან შორს ვართ.


„ყოველ წელს პროგრესი არის, დადებით დინამიკაში ვართ, თუმცა იდეალური ბიზნესგარემოსგან შორს ვართ, ეს ფაქტია. ყოველ წელს მაქსიმუმი უნდა ვაკეთოთ, რომ პროგრესი გვქონდეს. შემიძლია ვთქვა, რეგიონში ამ მხრივ სამაგალითოები ვართ. მთავარია მაქსიმალურ სტანდართან მივიდეთ. ამ კონკრეტულ ფორუმზე ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო ფუნქციის მრავალმხრივ ჭრილში დანახვა ხდება“, - განმარტა რომან კაკულიამ.


„აბრეშუმის გზის ფორუმს“ საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს. ფორუმი ორდღიანია და 50-ზე მეტი ქვეყნის 1000 დელეგატი ესწრება.



ავტორი: თეონა კენჭიაშვილი




მომავალი წლის ფინანსური პრიორიტეტები და მთავარი პროექტები - ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან

person access_time2017-12-17 11:51:15
13 დეკემბერს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. გაირკვა, რომ მომავალ წელს მთავრობა 12...

სივრცის გაფართოება აივნის ხარჯზე - „თანამედროვე არქიტექტურა“ (ფოტო)

person access_time2017-12-17 11:00:32
დიდ მეგაპოლისებში მცხოვრებმა ადამიანებმა იციან, რომ ბინებში ადგილი არასაკმარისია და ყველა საშუალებას იყენებენ სივრცის გაფართოებისთვის. დიდ ქალაქებში კვადრატული მეტრის ღირებულება საკმაოდ ძვირია, ამიტომ ადამიანები ყიდულობენ მცირე ზომის ფართს.  პატარა ბინების მეპატრონეები ყველა ვარიანტს იყენებენ გაფართოებისთვის. ყველაზე პოპულარულია გაფართოება აივნის ხარჯზე. საბოლოო ჯამში, ასეთი „არქიტექტურული შედევრი“ შესაძლოა, ხელს უშლიდეს მეზობლებს და ასევე, ის საფრთხის შემცველი იყოს...

1 ლარად ნაჩუქარი ოფშორი საქართველოში ბიტკოინის მოპოვებისთვის

person access_time2017-12-17 13:00:39
...

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 40 მლნ გამოყო

person access_time2017-12-16 12:49:29
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 660-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის...

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა (ფოტო)

person access_time2017-12-16 09:35:30
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე 15 დეკემბერს თბილისის დროით ზუსტად 20:00 საათზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ...


მსგავსი სიახლეები