Spilow – „ქვეყანაში ფაბრიკების შექმნა საჭიროა, სადაც ხარისხიანი პროდუქციის წარმოება მოხდება“

access_time2017-12-03 10:30:44

ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარების აუცილებლობაზე ბევრი ბიზნესმენი საუბრობს. ხარისხიანი პროდუქციის წარმოება მნიშვნელოვანია, როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილი ბიზნესისთვის. გამონაკლისს არ წარმოადგენს არც ერთი წლის წინ დაფუძნებული საბავშვო სამოსის ბრენდი Spilow. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ტასო ჯაფარიძე აცხადებს, წარმოების პრობლემასთან ერთად, ქვეყანაში პროფესიონალი მკერავების პრობლემაც დგას.

 

„Spilow ამჟამად სითი მოლშია წარმოდგენილი. კომპანია სივრცის გახსნისთანავე „გალერია თბილისშიც“ შევა და მესამე სართულზე სტენდით იქნება წარმოდგენილი. ბრენდზე მოთხოვნა დიდია და ბიზნესი სტაბილურად ვითარდება. მას შემდგომ, რაც აგვისტოში ქავთარაძის „სითი მოლში“ შევედით ჩვენი გაყიდვები ორჯერ გაიზარდა და მომხმარებლის რაოდენობამაც საგრძნობლად იმატა.


სტარტაპ-სესხის დახმარებით მიმდინარე წლის აგვისტოში 90 კვადრატულ მეტრზე საკუთარი სამკერვალო გავხსენით. ამჟამად ოთხი მკერავი გვყავს. ჩვენ ბრენდზე მოთხოვნა დიდია და ეს განვითარების სტიმულს გვაძლევს“, - განაცხადა ტასო ჯაფარიძემ.

 

Spilow-ს დამფუძნებლის თქმით, სამკერვალო ბიზნესში ბევრი საკითხი პრობლემატურია და ეს ამ სფეროს განვითარებას აფერხებს.


 

„ქვეყანაში პროფესიონალი კადრების საკითხი ძალიან რთულად დგას და ეს წარმოების განვითარების პროცესს აფერხებს. ამ მიმართულებით პრობლემა მხოლოდ ჩვენ არ გვექმნება. პროფესიული სასწავლებლები არის, თუმცა, სადაც ჩვენ დავრეკეთ ყველგან გვითხრეს, რომ ჩვენთვი საჭირო კადრი არ ჰყავდათ. აუცილებელია მეტი პრაქტიკა და ცოდნა. ამ მიმართულებით სწავლის ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს.

 

ასევე პრობლემას წარმოადგენს ქსოვილების წარმოება. ჩვენთან არაფერი იწარმოება. ბრენდი ბუნებრივ ქსოვილებზეა ორიენტირებულები, ხოლო აქ შემოსული ქსოვილი კი დაბალი ხარისხისაა. ქვეყანაში ფაბრიკების შექმნა საჭიროა, სადაც ხარისხიანი პროდუქციის წარმოება მოხდება“, - აღნიშნა ბრენდის დამფუძნებელმა.

 

ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული ბავშვის სამოსის ბრენდი Spilow 2016 წელს დაფუძნებული ბიზნესია. ამჟამად პროდუქცია მცირე რაოდნეობით ლონდონში ერთ-ერთ მაღაზიაში იყიდება, თუმცა ძირითად ბაზრად კვლავ საქართველო რჩება. ბრენდი Spilow თორმეტ წლამდე ბავშვის სამოსს კერავს.

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე



30 ათას ლარიანი ჯარიმა უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე - დეველოპერების შეფასებები

person access_time2018-02-19 18:45:18
ქვეყანაში  უსაფრთხოების ინჟინრების დეფიციტი და მათი მომზადებისთვის საჭირო ხარჯი -ეს ის პრობლემაა, რომელიც  მშენებლობასთან დაკავშირებით დაგეგმილმა რეგულაციამ შეიძლება გამოიწვიოს.  ამის შესახებ „კომერსანტთან“ დეველოპერების ნაწილი საუბრობს და დედაქალაქში მშენებლობასთან დაკავშირებით მოსალოდნელ რეგულაციებს  აფასებს.    „პროდუქტის უსაფრთხოებისა და...

ქართული ღვინის პრეზენტაცია ტოკიოში - ტოჩინოშინის სიურპრიზი ორგანიზატორებს

person access_time2018-02-19 19:45:37
ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია იაპონიის დედაქალაქ ტოკიოსა და ქალაქ ოსაკაში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე და ჰაცუ ბაშუს ტურნირის ქართველი გამარჯვებული, სუმოისტი ლევან გორგოძე, იგივე ტოჩინოშინი ესტუმრნენ.   ტოკიოსა და ოსაკაში გამართულ ღონისძიებებში ჯამში 35 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინო იყო წარდგენლი. ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარს ტოკიოში 350, ხოლო ოსაკაში 300-მდე ღვინის...

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ჩინურ „სინოჰიდროსთან“ დაკავშირებულ კითხვებს „კომერსანტთან“ პასუხობს

person access_time2018-02-20 09:00:11
გზების  დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე  ბოლო პერიოდში, ჩინურ „სინოჰიდროსთან“  დაკავშირებით კითხვებს „კომერსანტთან“  პასუხობს. როგორც ცნობილია, 2018 წლის 29 იანვარს გიორგი სეთურიძემ „კომერსანტთან“ საუბარში განაცხადა, რომ „სინოჰიდროს“ საქმიანობის თაობაზე დასკვნას 1 კვირაში გამოაქვეყნებდა. საკითხი ეხება რამდენიმე კვირის  წინ,  ...

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 25 მარტიდან 10 ახალი მიმართულებით იფრენს

person access_time2018-02-19 13:52:29
ავიაკომპანია  „ჯორჯიან ეარვეისი“  2018 წლის 25 მარტიდან ახალ რეისებს იწყებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, თბილისიდან პირდაპირი რეისები შესრულდება პარიზის, ბარსელონას, ბოლონიას, ბერლინის, კიოლნის, ყაზანის, ათენის, სალონიკის, ბრატისლავას და ხარკოვის მიმართულებებით. ასევე 2018 წელს განახლდება „ჯორჯიან ეარვეისის“  ავიაპარკი და მას შეემატება Embraer 190-ის და Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავები.   ამ ეტაპზე ავიაკომპანია რეისებს...

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

person access_time2018-02-19 16:31:48
2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 155 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 309.9 ლარია.  „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 309.9 ლარი საკმარისი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად...


მსგავსი სიახლეები