„საქართველოში საშუალო ფენა ვერ შეიქმნება“ - ნიკა შენგელია კომერციული ბანკების მიერ გაცემულ სესხებზე

access_time2017-11-28 12:00:23

„ეროვნული ბანკის“ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2017 წლის 1-ლი ნოემბრის მდგომარეობით, კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების მოცულობა ჯამში 19.6 მილიარდი ლარს შეადგენს. აქედან, როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია აცხადებს, 10 მილიარდი ლარი ფიზიკური პირების სესხებზე მოდის. მურთაზ კიკორია აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ არ მოხდეს მოსახლეობის ჭარბვალიანობის ზრდა.


„კომერსანტი“ დაინტერესდა, სამომხმარებლო და ბიზნეს სესხების გაცემის სტრუქტურაში რამდენად ნორმალურია თანაფარდობა და როგორია საერთაშორისო გამოცდილება?


ანალიტიკოსი ნიკოლოზ შენგელია განმარტავს, რომ ზოგადად, საქართველო მოსახლეობის რაოდენობის და სესხების გაცემის მოცულობის მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მისი განცხადებით, დღეს ბიზნეს-სესხებზე გაცემული კრედიტები ძალიან მცირეა. შედეგად, კომერციული ბანკების მოგების უდიდესი ნაწილი სხვა შემოსავლებზე მოდის.


„საუბარია, ოპერაციებზე კრედიტებიდან, გარანტიებიდან. უდიდესი წილი კი ვალუტის  ყიდვა-გაყიდვიდან შემოსულ შემოსავლებზე მოდის. ყველაზე მცირე წილი ბიზნესზე გაცემული სესხებია“-აცხადებს შენგელია.


მისი განცხადებით, კომერციულ ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები არაპროფილურ საქმიანობას ეწევიან და აფილირებული კომპანიები გააჩნიათ. შედეგად, მცირე ბიზნესის განვითარებას ხელს არ უწყობენ.


„მსხვილ ტენდერებში მონაწილე კომპანია ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფინანსების ქვეშ არიან. მცირე და საშუალო ბიზნესს არავითარი საშუალება არ ეძლევა მიიღოს ტენდერებში მონაწილეობა, დადოს საგარანტიო წერილები და მიიღოს საავანსო ჩარიცხვები. ხალხს კი იმდენი კაპიტალი არ აქვს, რომ ბანკებში ჩადოს და ტენდერული სამუშაოები აწარმოოს. ბანკები ამას ხელს არ უწყობენ. დაინტერესდნენ, შევიდნენ დიდ კომპანიებში და ნახონ, ვინ დგას მათ უკან და რა ფინანსები“- აცხადებს შენგელია.


მისი განცხადებით, ისეთ პირობებში, როდესაც საფინანსო სექტორის 95 პროცენტი ბანკებს უჭრავს, ქართული ეკონომიკა ვერ განვითარდება.


კითხვაზე, როგორია ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილება და რა თანაფარდობა არსებობს ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებსა და ბიზნეს სესხებს შორის, შენგელია განმარტავს, რომ ევროპის ყველა განვითარებულ ქვეყანაში ბანკების მოგების უდიდესი ნაწილი ბიზნეს სესხებზე და საბროკერო კომპანიების მხრიდან მიღებულ შემოსავლებზე მოდის.


„ჩვენთან კომერციული ბანკები სამომხმარებლო სესხებს უპრობლემოდ გასცემენ, ბიზნესის საკეთებლად კი სესხებს არ იძლევიან. ამიტომ, საქართველო ვერასდროს ვერ განვითარდება. ჩვენთან ვერ შეიქმნება საშუალო ფენა, რომელიც ყველა ქვეყნის განვითარების ხერხემალია“-აცხადებს ნიკა შენგელია.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 




მომავალი წლის ფინანსური პრიორიტეტები და მთავარი პროექტები - ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან

person access_time2017-12-17 11:51:15
13 დეკემბერს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. გაირკვა, რომ მომავალ წელს მთავრობა 12...

სივრცის გაფართოება აივნის ხარჯზე - „თანამედროვე არქიტექტურა“ (ფოტო)

person access_time2017-12-17 11:00:32
დიდ მეგაპოლისებში მცხოვრებმა ადამიანებმა იციან, რომ ბინებში ადგილი არასაკმარისია და ყველა საშუალებას იყენებენ სივრცის გაფართოებისთვის. დიდ ქალაქებში კვადრატული მეტრის ღირებულება საკმაოდ ძვირია, ამიტომ ადამიანები ყიდულობენ მცირე ზომის ფართს.  პატარა ბინების მეპატრონეები ყველა ვარიანტს იყენებენ გაფართოებისთვის. ყველაზე პოპულარულია გაფართოება აივნის ხარჯზე. საბოლოო ჯამში, ასეთი „არქიტექტურული შედევრი“ შესაძლოა, ხელს უშლიდეს მეზობლებს და ასევე, ის საფრთხის შემცველი იყოს...

1 ლარად ნაჩუქარი ოფშორი საქართველოში ბიტკოინის მოპოვებისთვის

person access_time2017-12-17 13:00:39
...

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 40 მლნ გამოყო

person access_time2017-12-16 12:49:29
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 660-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის...

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა (ფოტო)

person access_time2017-12-16 09:35:30
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე 15 დეკემბერს თბილისის დროით ზუსტად 20:00 საათზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ...


მსგავსი სიახლეები