თბილისის ზღვაზე ტროპიკული ტყის ექსპოზიციის შექმნა იგეგმება

access_time2017-11-24 16:56:12

თბილისის ზღვის მიმდებარედ, თბილისის ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე, ტროპიკული ტყის ექსპოზიციის გაკეთება იგეგმება. თბილისის ზოოპარკის წარმომადგენლები ინდონეზიური ზოოპარკების ასოციაციის მიწვევით, ინდონეზიაში იმყოფებოდნენ.
ვიზიტი საქართველოს საელჩოს ინდონეზიის რესპუბლიკაში და საქართველოს ელჩის, ზურაბ ალექსიძის ინიციატივით დაიგეგმა.

 


სტუმრობის მიზანი ინდონეზიურ ზოოპარკებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება იყო - თანამშრომლობა კონსერვაციის მიმართულებით, გამოცდილების გაზიარება და ცხოველების გაცვლა.

 


ქართულმა დელეგაციამ რამდენიმე წამყვანი ზოოპარკი, საფარი პარკი და აკვარიუმი მოინახულა. გაიმართა შეხვედრები ინდონეზიის ზოოპარკების ასოციაციის თავმჯდომარე რაჰმათ შაჰთან და ზოოპარკების ხელმძღვანელებთან.

 


​როგორც "სითი კვირას" თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ინდონეზია ბიომრავალფეროვნების მხრივ მდიდარი ქვეყანაა და იქ გავრცელებული სახეობების რაოდენობით მესამე ადგილზეა ბრაზილიისა და კოლუმბიის შემდეგ.
ინდონეზიის ფაუნის წარმომადგენლების ნახვა ქვეყნის გარეთ დიდი იშვიათობაა.

 


"გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის ახალ ზოოპარკში ტროპიკული ტყის ექსპოზიციის გაკეთება იგეგმება, ინდონეზიის ზოოპარკებთან მჭიდრო თანამშრომლობა ტროპიკული აზიის რეგიონის სრულყოფილად წარმოდგენაში დაგვეხმარება. ინდონეზიიდან უამრავი სამომავლო გეგმა ჩამოვიტანეთ და კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმითა და შემართებით ვაგრძელებთ შენებასა და განვითარებას", - აცხადებენ თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციაში.

 

 

 

www.city.kvira.ge



მომავალი წლის ფინანსური პრიორიტეტები და მთავარი პროექტები - ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან

person access_time2017-12-17 11:51:15
13 დეკემბერს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. გაირკვა, რომ მომავალ წელს მთავრობა 12...

სივრცის გაფართოება აივნის ხარჯზე - „თანამედროვე არქიტექტურა“ (ფოტო)

person access_time2017-12-17 11:00:32
დიდ მეგაპოლისებში მცხოვრებმა ადამიანებმა იციან, რომ ბინებში ადგილი არასაკმარისია და ყველა საშუალებას იყენებენ სივრცის გაფართოებისთვის. დიდ ქალაქებში კვადრატული მეტრის ღირებულება საკმაოდ ძვირია, ამიტომ ადამიანები ყიდულობენ მცირე ზომის ფართს.  პატარა ბინების მეპატრონეები ყველა ვარიანტს იყენებენ გაფართოებისთვის. ყველაზე პოპულარულია გაფართოება აივნის ხარჯზე. საბოლოო ჯამში, ასეთი „არქიტექტურული შედევრი“ შესაძლოა, ხელს უშლიდეს მეზობლებს და ასევე, ის საფრთხის შემცველი იყოს...

1 ლარად ნაჩუქარი ოფშორი საქართველოში ბიტკოინის მოპოვებისთვის

person access_time2017-12-17 13:00:39
...

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 40 მლნ გამოყო

person access_time2017-12-16 12:49:29
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 660-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის...

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა (ფოტო)

person access_time2017-12-16 09:35:30
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე 15 დეკემბერს თბილისის დროით ზუსტად 20:00 საათზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ...


მსგავსი სიახლეები