გიორგი ღაღანიძე ხელისუფლებას 4 ქვეყნის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას სთავაზობს

access_time2017-11-24 17:00:43

„წლების წინ, როდესაც რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა დაიწყო, მაშინ გვქონდა იდეა, რომ სამცხე-ჯავახეთში, იქ სადაც ეს ბაზა იყო, მოწყობილიყო თავისუფალი სავაჭრო ზონა, თუმცა იდეა არ განხორციელდა“, - განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ თსუ-ს პროფესორმა, ეკონომისტმა გიორგი ღაღანიძემ.


მისივე თქმით, ახლა, როდესაც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ამოქმედდა, სავაჭრო ზონის გაკეთება ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნება.


„საქართველოს აქვს უნიკალური ადგილმდებარეობა და შესაძლებლობა, რომ 4 ქვეყნის - (საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი) სავაჭრო ზონა გაკეთდეს. აზერბაიჯანსა და სომხეთს სავაჭრო ურთიერთობები არ აქვთ, ასევე არ ვაჭრობს სომხეთი თურქეთთან. ამ დროს საქართველოში ასეთი ზონის გაკეთება იქნებოდა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ქვეყნები არ დაარღვევვენ არც საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას, არც საზოგადოებრივ აზრს საკუთარ ქვეყანაში, და ჩვენც მოგებაში დავრჩებით.


უნდა გამოვიყენოთ ეს ბუნებრივი მდგომარეობა, ჩვენ ამის შესაძლებლობა. თუ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პარალელურად განიხილება იქ თავისუფალი ეკონომიკური ზონის მშენებლობა, სამცხე-ჯავახეთსი გადის რკინიგზა და შესაძლებლობა გვაქვს იქ სავაჭრო ზონა შევქმნათ. ამას მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება“, - განაცხადა გიორგი ღაღანიძემ.



„კომერსანტი“



მომავალი წლის ფინანსური პრიორიტეტები და მთავარი პროექტები - ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან

person access_time2017-12-17 11:51:15
13 დეკემბერს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. გაირკვა, რომ მომავალ წელს მთავრობა 12...

სივრცის გაფართოება აივნის ხარჯზე - „თანამედროვე არქიტექტურა“ (ფოტო)

person access_time2017-12-17 11:00:32
დიდ მეგაპოლისებში მცხოვრებმა ადამიანებმა იციან, რომ ბინებში ადგილი არასაკმარისია და ყველა საშუალებას იყენებენ სივრცის გაფართოებისთვის. დიდ ქალაქებში კვადრატული მეტრის ღირებულება საკმაოდ ძვირია, ამიტომ ადამიანები ყიდულობენ მცირე ზომის ფართს.  პატარა ბინების მეპატრონეები ყველა ვარიანტს იყენებენ გაფართოებისთვის. ყველაზე პოპულარულია გაფართოება აივნის ხარჯზე. საბოლოო ჯამში, ასეთი „არქიტექტურული შედევრი“ შესაძლოა, ხელს უშლიდეს მეზობლებს და ასევე, ის საფრთხის შემცველი იყოს...

1 ლარად ნაჩუქარი ოფშორი საქართველოში ბიტკოინის მოპოვებისთვის

person access_time2017-12-17 13:00:39
...

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 40 მლნ გამოყო

person access_time2017-12-16 12:49:29
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 660-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის...

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა (ფოტო)

person access_time2017-12-16 09:35:30
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე 15 დეკემბერს თბილისის დროით ზუსტად 20:00 საათზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ...


მსგავსი სიახლეები