ფრთხილად!!! altaokay ქარხნული წუნის პროდუქციას არ ცვლის!

access_time2017-11-24 16:31:04

XXI საუკუნის მარკეტინგის პირობებში, მთელ მსოფლიოში კომპანიები გაყიდვების გაზრდას იმიჯზე ზრუნვით და მომსახურების მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებით ცდილობენ, საქართველოში კი საპირისპირო მიდგომებს ხშირად წააწყდებით.

 

კომპანიების მხრიდან არცთუ იშვიათად აქვს ადგილი მომხმარებელთა უფლებების დარღვევას და, შესაბამისად, მომხმარებელიც ხშირად გამოთქვამს უკმაყოფილებას. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში მომხმარებელი საკუთარი უფლებების დაცვას ვერ ახერხებს. პრობლემაა ძირითადად საგარანტიო პირობების შეუსრულებლობა.

 

ვისაც კავშირები და შესაძლებლობა აქვს, მედიის საშუალებით ცდილობს საკუთარი უფლებების დაცვას, ნაწილი სოციალურ ქსელებში პოსტავს, ზოგი სასამართლოში ასაჩივრებს, ზოგიც მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს მიმართვას. 2017 წლის 1-ლი ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში 60 საჩივარი/პრეტენზია შევიდა. იანვრიდან ივნისამდე კი 90 საჩივარი დაფიქსირდა.

 

სწორედ საგარანტიო პირობებზე დავის შესახებ უამბო სააგენტო „პირველს ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელმაც Altaok-ს მაღაზიათა ქსელში ნოუთბუკი შეიძინა და ხარვეზის დაფიქსირების გამო, მეორე დღესვე დააბრუნა. კომპანია ხარვეზის არსებობას უარყოფს და ნივთის უკან დაბრუნებაზე უარს აცხადებს.

 

აიტისპეციალისტი კოტე: Asus x541u მოდელის ლეპტოპი კომპანიის თანამშრომლისთვის გიორგი იველაშვილისთვის შევიძინეთ. ლეპტოპი 17-ში ვიყიდეთ და ოფისში 20 ნოემბერს მოიტანეს. ნოუთბუკს სისტემური ხარვეზი ორშაბათსვე აღმოაჩნდა. კერძოდ, ოპერაციული სისტემის დაყენების დროს. მეორე დღეს ხარვეზი დროებით გამოსწორდა და ნოუთბუკმა ჩვეულ რეჟიმში მუშაობა განაგრძო. იმავე დღეს, გარკვეული დროის შემდეგ, მისი ჩართვისას ისევ პრობლემა შეიქმნა. კერძოდ, ლეპტოპი ვერ ახერხებდა მასში მოთავსებული ერთ-ერთი დეტალის ე.წ. ვინჩესტერის აღქმას, რაც სერიოზული ხარვეზია. მის გარეშე ოპერატიული სისტემა ვერ ჩაირთვება. რამდენიმესაათიანი პაუზის შემდეგ ხარვეზი თავისით გამოსწორდა. იმის შიშით, რომ ხარვეზი შეიძლებოდა განმეორებულიყო, და თავის დაზღვევის მიზნით სერვისცენტრში მივიტანეთ. ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში ნივთის დასაბრუნებლად 5-დღიანი გარანტია გვქონდა. მეორე დღესვე დავაბრუნეთ და იგივე მოდელით შეცვლა ვითხოვეთ. „ალტაოკეიში გვითხრეს, რომ მოდელის ოფიციალურ წარმომადგენლობასთან „ტექპოინტში უნდა მივსულიყავით. „ტექპოინტში დიაგნოსტიკის ვადად 3-5 დღემდე მოითხოვეს. ამ ხუთი დღის განმავლობაში უნდა დავლოდებოდით და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვჭირდებოდა და საქმე გვიფუჭდებოდა, ლეპტოპის გარეშე ვრჩებოდით. ოთხი დღე გავიდა უკვე და გვეუბნებიან, რომ ხარვეზი ტექნიკას ხარვეზი არ აქვს, არც თანხას აბრუნებენ და არც სხვა აპარატით გვიცვლიან. ისევ იმ ლეპტოპს გვიბრუნებენ. მომხმარებელი არის უძლური - ვერაფერს უმტკიცებს და შესაძლოა, ორ დღეში იგივე ხარვეზმა იგივე პრობლემა შექმნას.

 

ლეპტოპის მფლობელი გიორგი იველაშვილი: მედიაჰოლდინგ „კლიპარტში მარკეტინგის მიმართულებით ვმუშაობ. კომპიუტერი დაზიანდა და სასწრაფოდ ახალი ლეპტოპი შევიძინეთ. ხარვეზი პირველივე დღეს დაფიქსირდა და მეორე დღესვე უკან დავაბრუნეთ, რის გამოც საქმის წარმოებას ვეღარ ვახერხებდი. იმედი მქონდა, რომ პრობლემა მალე მოგვარდებოდა. შევაწუხე ყველა, ავუხსენი მდგომარეობა, რომ უმარავი საქმე მაქვს შეჩერებული და პრობლემა მექმნება. ოთხი დღე გავიდე უკვე, რაც კომპიუტერის გარეშე დავრჩი. დღეში რამდენჯერმე ვრეკავდი. მარკეტინგსაც კი ვესაუბრე და მან დაურეკა ქოლცენტრს, რომელიც მერე მეუბნება რომ არაფერშუაში არ არის. გუშინ მთელი დღე მწერდნენ რომ საგარანტიო პირობებს განსაზღვრავს ბრენდი. პასუხისმგებლობა მოიხსნეს. ბრენდის კომპანია მეუბნება, რომ კომპიუტერს არაფერი სჭირს და შემიძლია უკან დავიბრუნო. ეს კომუნიკაცია ჩემი განსაკუთრებული აქტიურობის გამო შედგა, დღეში რამდენჯერმე რომ არ მერეკა პასუხსაც არ გამცემდნენ. ფაქტია, რომ ამდენი დღეა კომპიუტერის გარეშე ვარ და კომპანიის მხრიდან ჩემი როგორც მომხმარებლის უფლებები სათანადოდ არ არის დაცული..არ მინდა ხარვეზიანი კომპიუტერი რომ იგივე პრობელმა არ შექმნას და ისევ საქმე არ გამიფუჭდეს. მინდა რომ შემიცვალონ რაზეც უარს ამბობენ, - აღნიშნავს მომხარებელი.

 

მისი თქმით, ლეპტოპს თუ ხარვეზი არ აქვს, როგოც ისინი ამბობენ შეცვლა რა პრობლემაა, ისინი ხომ წაგებაში არ რჩებიან, რადგან არ ცვლიან ფაქტია რომ ხარვეზი ნამდვილად არის და მის გასაღებას ამ გზით ცდილობენ.

 

„მე თვითონ მარკეტინგის სფეროს წარმომადგენელი ვარ და ვერ ვხდები ასეთ შეცდომას როგორ უშვებენ. არაპროფესიონალური მიდგომაა, რაც კომპანიის იმიჯს სერიოზულად აზარალებს. მითუმეტეს, რომ არამგონია პირველი მომხმარებელი ვიყო ვინც ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ახალი წელი მოდის და კომპანიაში იმიჯზე და გაყიდვების გაზრდაზე თუ ზრუნავენ, ასეთი შეცდომები არ უნდა დაუშვან. სხვა ქვეყანაში სულ რომ არაფერი არ ჭირდეს ნივთს და მიიტანონ იმიჯს იმდენად უფრთხილებიან ყველაფერს აკეთებენ რომ მომხარებელი უკმაყოფილო არ გაუშვან. იმ ფონზე, როდესაც კომპანია სოლიდურ თანხებს ხარჯავს სხვადასხვა სარეკლამო კამპანიებში და მომხარებლს ხარისხიან პროდუქტს და მომსახურეობას ჰპირდება, მაღაზიაში მისული მომხმარებელი რეალურად სხვა ფაქტის წინაშე დგება. 21-ე საუკუნეა და ძალიან მალე ვრცელდება ინფრომაცია. მითუმეტეს იცოდნენ, ჩემი საქმიანობიდან გამომდიანრე მედიის სფეროსთან მქონდა კონტაქტი, -განუცხადა „პირველს გიორგი იველაშვილმა.

 

მომხარებლთა უფლებების საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს ყველა მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს: საქონლის, სამუშაოს, სავაჭრო, და სხვა სახის მომსახურების სტანდარტთან შესაბამისი სათანადო ხარისხი; პროდუქციის უსაფრთხოება; სათანადო ინფორმაცია პროდუქციის რაოდენობაზე, ხარისხსა და ასორტიმენტზე; არასათანადო ხარისხის მქონე და ან მომხმარებლის სიცოცხლისა და ჯანმრელობისათვის, აგრეთვე მისი ქონებისათვის საზიანო პროდუქციით მიყენებული ზარალის ანაზღაურება; საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოსა და შესაბამისი რწმუნების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ; მომხმარებელთა კავშირებში და საზოგადობებში გაერთიანება.


P.S.

რამდენიმე წუთის წინ მომხმარებელმა გიორგი იველაშვილმა ნოუთბუქი, რომელსაც, ალტას წარმომადგენლების მტკიცებით პრობლემები არ აქვს, ოფისში მოიტანა. ნოუთბუქი კვლავ არ ჩაირთო. ქვემოთ იხილეთ ვიდეო.

 

(NS)

 



მომავალი წლის ფინანსური პრიორიტეტები და მთავარი პროექტები - ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან

person access_time2017-12-17 11:51:15
13 დეკემბერს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. გაირკვა, რომ მომავალ წელს მთავრობა 12...

სივრცის გაფართოება აივნის ხარჯზე - „თანამედროვე არქიტექტურა“ (ფოტო)

person access_time2017-12-17 11:00:32
დიდ მეგაპოლისებში მცხოვრებმა ადამიანებმა იციან, რომ ბინებში ადგილი არასაკმარისია და ყველა საშუალებას იყენებენ სივრცის გაფართოებისთვის. დიდ ქალაქებში კვადრატული მეტრის ღირებულება საკმაოდ ძვირია, ამიტომ ადამიანები ყიდულობენ მცირე ზომის ფართს.  პატარა ბინების მეპატრონეები ყველა ვარიანტს იყენებენ გაფართოებისთვის. ყველაზე პოპულარულია გაფართოება აივნის ხარჯზე. საბოლოო ჯამში, ასეთი „არქიტექტურული შედევრი“ შესაძლოა, ხელს უშლიდეს მეზობლებს და ასევე, ის საფრთხის შემცველი იყოს...

1 ლარად ნაჩუქარი ოფშორი საქართველოში ბიტკოინის მოპოვებისთვის

person access_time2017-12-17 13:00:39
...

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 40 მლნ გამოყო

person access_time2017-12-16 12:49:29
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 660-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის...

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა (ფოტო)

person access_time2017-12-16 09:35:30
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე 15 დეკემბერს თბილისის დროით ზუსტად 20:00 საათზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ...


მსგავსი სიახლეები