თბილისის ვიცე-მერი: მნიშვნელოვანია, ფინანსთა სამინისტროსთან მოლაპარაკებები ტრანსფერის გამოყოფასთან დაკავშირებით დადებითად დასრულდეს

access_time2017-11-24 15:41:56

ფინანსთა სამინისტროს მიერ თბილისის 2018 წლის ბიუჯეტისთვის ტრანსფერის გამოყოფის შესახებ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

 

დეპუტატებმა თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობის შესახებ ირაკლი ხმალაძეს მოუსმინეს, რომელმაც შემოსავლებისა და ცალკეული დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა. ასევე საკრებულოს დეპუტატებისაგან შენიშვნები და მოსაზრებები მოისმინა. ხმალაძის თქმით, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 815 მილიონ ლარს შეადგენს. მოსახლეობისთვის წინასაარჩევნოდ გაკეთებული დაპირებების შესასრულებლად გაცილებით მეტი დაფინანსებააა საჭირო, რისთვისაც ფინანსთა სამინისტროსთან ტრანსფერის გამოყოფაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ვიცე მერმა საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ მათ მიერ მოსახლეობისთვის გაკეთებული დაპირებები 4 წელზეა გათვლილი, შესაბამისად, განსახორციელებელი პროექტების ხარჯებიც გაწერილი იქნება აღნიშნულ პერიოდზე, რადგან ერთ წელში ყველაფრის დაფინანსება შეუძლებელია.

 

„815 მილიონი ლარის პირობებში შეუძლებელი იქნება მოსახლეობისათვის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაჟღერებული ღონისძიებებისა და პროექტების სრულად განხორციელება, ამიტომ საკმაოდ მნიშვნელოვანია ფინანსთა სამინისტროსთან მოლაპარაკებები ტრანსფერის გამოყოფასთან დაკავშირებით დადებითად დასრულდეს. რამდენიმე დღეში გახდება ეს ცნობილი. დამატებით ცენტრალური ბიუჯეტიდან მოზიდული თანხები მიმართული იქნება ისეთი პროგრამების განსახორციელებლად, როგორიცაა: საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საგზაო პროექტები, ისტორიული არეალების რეაბილიტაცია, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პროექტები, რომელთა განხორციელებაც მოსახლეობას წინასაარჩევნოდ დავპირდით", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

საკრებულოს დეპუტატებმა უკვე დაუჭირეს მხარი შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მერიაში დაბრუნების საკითხს.

 

ipn.ge

 

 

 

 



მომავალი წლის ფინანსური პრიორიტეტები და მთავარი პროექტები - ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან

person access_time2017-12-17 11:51:15
13 დეკემბერს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. გაირკვა, რომ მომავალ წელს მთავრობა 12...

სივრცის გაფართოება აივნის ხარჯზე - „თანამედროვე არქიტექტურა“ (ფოტო)

person access_time2017-12-17 11:00:32
დიდ მეგაპოლისებში მცხოვრებმა ადამიანებმა იციან, რომ ბინებში ადგილი არასაკმარისია და ყველა საშუალებას იყენებენ სივრცის გაფართოებისთვის. დიდ ქალაქებში კვადრატული მეტრის ღირებულება საკმაოდ ძვირია, ამიტომ ადამიანები ყიდულობენ მცირე ზომის ფართს.  პატარა ბინების მეპატრონეები ყველა ვარიანტს იყენებენ გაფართოებისთვის. ყველაზე პოპულარულია გაფართოება აივნის ხარჯზე. საბოლოო ჯამში, ასეთი „არქიტექტურული შედევრი“ შესაძლოა, ხელს უშლიდეს მეზობლებს და ასევე, ის საფრთხის შემცველი იყოს...

1 ლარად ნაჩუქარი ოფშორი საქართველოში ბიტკოინის მოპოვებისთვის

person access_time2017-12-17 13:00:39
...

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 40 მლნ გამოყო

person access_time2017-12-16 12:49:29
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 660-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის...

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა (ფოტო)

person access_time2017-12-16 09:35:30
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე 15 დეკემბერს თბილისის დროით ზუსტად 20:00 საათზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ...


მსგავსი სიახლეები