კახა კალაძე: ქალაქის ბიუჯეტის დაახლოებით 38% სოციალურ პროგრამებზე იხარჯება

access_time2017-11-24 15:30:19

თოქ-შოუში „რეაქცია“ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა: „მძიმე სოციალური ფონია ქალაქში და ზოგადად ქვეყანაში, სწორედ ამიტომ ქალაქის ბიუჯეტის დაახლოებით 38% მიდის სოციალურ დახმარებებზე“.


ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა


სოციალური ხარჯები მოიცავს როგორც სოციალურ უზრუნველყოფაზე, ასევე ჯანმრთელობის დაცვაზე გაწეულ ხარჯებს. 2017 წლის თბილისის ბიუჯეტის მთლიანი ხარჯები 585 მლნ 263 ათასი ლარია. აქედან ჯანმრთელობის დაცვაზე და სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსებაზე 186 მლნ 783 ათასი ლარია გათვალისწინებული, რაც ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების 32%-ია (იხ. თბილისის ბიუჯეტის ასიგნებები, თავი VI).


2017 წელს, გეგმის მიხედვით, სოციალური ხარჯების მოცულობა 2016 და 2015 წლებთან შედარებით შემცირებულია. მიმდინარე წელს ასევე შემცირდა სოციალური ხარჯების წილი თბილისის ბიუჯეტის მთლიან ხარჯებში.


გრაფიკი 1: თბილისის ბიუჯეტის სოციალური ხარჯების მოცულობა და მისი წილი ბიუჯეტის მთლიან ხარჯებში


წყარო: თბილისის მერიის ბიუჯეტი


უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა თბილისის ბიუჯეტში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. დედაქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება ჯანდაცვის შემდეგი ქვეპროგრამები: სასწრაფო სამედიცინო დახმარება, დაავადებათა სკრინინგი, ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპია, C ჰეპატიტით დაავადებული პირების კვლევების დაფინანსება, ტრანსპლანტაცია, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება და სხვა.



თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება შემდეგი სოციალური პროგრამები: შშმ პირთა (მათ შორის ბავშვთა) სარეაბილიტაციო და დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის სხვადასხვა სახის დახმარებები, საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტით უფასოდ ან შეღავათით სარგებლობა, კომუნალური ხარჯების სუბსიდირება, უფასო სასადილოებით მომსახურება, მარტოხელა ხანდაზმულთა დღის ცენტრით მომსახურება და ა.შ.



დასკვნა


2017 წლის თბილისის ბიუჯეტში ჯანმრთელობის დაცვაზე და სოციალურ უზრუნველყოფაზე 186 მლნ 783 ათასი ლარია გათვალისწინებული, რაც ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების 32%-ია. თუმცა, 2017 წლის ბიუჯეტში სოციალური ხარჯების მოცულობა 2016 და 2015 წლებთან შედარებით შემცირებულია. მიმდინარე წელს ასევე შემცირდა ბიუჯეტის მთლიან ხარჯებში სოციალური ხარჯების წილი.


ფაქტ-მეტრის დასკვნით, კახა კალაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.



factcheck.ge



პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი: Airbnb-ს მომხმარებლებმა ბინებში სათვალთვალო კამერები აღმოაჩინეს

person access_time2017-12-15 19:30:26
შვებულება ახლოვდება და რამდენიმე დღის საზღვარგარეთ გატარებას გეგმავთ: ირჩევთ თქვენთვის სასურველ მიმართულებას, ყიდულობთ ბილეთს და ბინას ინტერნეტის საშუალებით ჯავშნით. შუა შვებულებისას კი აღმოაჩენთ, რომ თქვენ მიერ ნაქირავები ბინის საძინებელში ან სააბაზანოში ბინის მეპატრონეს ვიდეოკამერა აქვს დამონტაჟებული. ამ არასასურველ მდგომარეობაში Airbnb-ს რამდენიმე მომხმარებელი აღმოჩნდა. მათი გამოცდილების შესახებ კი ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით მალევე გახდა ცნობილი. რა...

აფხაზებისთვის უსასყიდლოდ მიწოდებულმა დენმა შესაძლოა, „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გააძვიროს

person access_time2017-12-15 16:30:38
2017 წლის ნოემბერში „ენგურჰესის“ და „ვარდნილჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 54,4% აფხაზეთმა წაიღო, 11 თვეში კი 43,9%. სწორედ ეს დაასახელა „ენგურჰესის“ ფინანსურმა დირექტორმა ვალერი კანკიამ ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. მართალია, დღეს  „ვარდნილჰესების კასკადისა და „ენგურჰესისთვის წარმოების ტარიფის დადგენის გადაწყვეტილება გადაიდო, თუმცა  საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. დღეს საქართველოს...

ერთ პარტიაზე მორგებული კანონი - „ის რასაც წარსულში ფონდი „ქართუ“ აფინანსებდა, ახლა ქართული სახელმწიფო აფინანსებს“

person access_time2017-12-15 18:00:13
სახელმწიფომ, შესაძლოა ის პოლიტიკური გაერთიანებაც (პარტია) დააფინანსოს 300 ათასი ლარით, რომელიც საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს, მაგრამ პარლამენტში ერთ მაჟორიტარს მაინც შეიყვანს და რომელიც ფრაქციასაც შექმნის. როგორც ოპოზიცაიში, ისე სახელისუფლებო გუნდშიც აცხადებენ, რომ არ შეიძლება პარტია იქნება თუ პიროვნება, მას კანონებს არგებდნენ. საპარლამენტო უმრავლესობაში ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ წევრის გია ჟორჟოლიანისა და...

„ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს“

person access_time2017-12-15 15:30:48
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს მიაჩნია, რომ ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს. „ანალიტიკასთან" ინტერვიუში ზურა ძნელაშვილი აცხადებს, რომ 2016 წლის ბოლოსაც, როცა ამ სისტემის დანერგვის შესახებ ბიზნესმა მოულოდნელად გაიგო, ბიზნესომბუდსმენის აპარატმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტს და აღმასრულებელ შტოებს ავანსის დღგ-ით დაბეგვრის სისტემის მინიმუმ 1 წლით გადავადების თხოვნით მიმართა, მაგრამ...

ნოემბერში ფულადი გზავნილები 24,8%-ით გაიზარდა

person access_time2017-12-15 14:42:40
2017 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 122.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 326.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.8 პროცენტით (24.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ...


მსგავსი სიახლეები