„ტეხურის კასკადის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ცხადდება

access_time2017-11-24 15:08:31

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მდ. ტეხურზე ასაშენებელი „ტეხურის კასკადის" ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. ინტერესთა გამოხატვა კომპანია სს „ტეხური ენერჯი"-ს განაცხადის საფუძველზე გამოცხადდა.

 

 

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, „ტეხურის კასკადის" დადგმული სიმძლავრე 112.39 მვტ-ია, სავარაუდო წლიური გამომუშავება კი 653.25 მლნ.კვტ.სთ-ს შეადგენს. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 170,050,000 აშშ დოლარი.

 

 

დაინტერესებულმა პირებმა პროექტის განხორციელების შესახებ განაცხადი ინტერესთა გამოხატვით დადგენილი პირობების შესაბამისად ენერგეტიკის სამინისტროში (სანაპიროს ქ. №2) 2017 წლის 22 დეკემბერის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ.

 

 

 

 



მომავალი წლის ფინანსური პრიორიტეტები და მთავარი პროექტები - ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან

person access_time2017-12-17 11:51:15
13 დეკემბერს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. გაირკვა, რომ მომავალ წელს მთავრობა 12...

სივრცის გაფართოება აივნის ხარჯზე - „თანამედროვე არქიტექტურა“ (ფოტო)

person access_time2017-12-17 11:00:32
დიდ მეგაპოლისებში მცხოვრებმა ადამიანებმა იციან, რომ ბინებში ადგილი არასაკმარისია და ყველა საშუალებას იყენებენ სივრცის გაფართოებისთვის. დიდ ქალაქებში კვადრატული მეტრის ღირებულება საკმაოდ ძვირია, ამიტომ ადამიანები ყიდულობენ მცირე ზომის ფართს.  პატარა ბინების მეპატრონეები ყველა ვარიანტს იყენებენ გაფართოებისთვის. ყველაზე პოპულარულია გაფართოება აივნის ხარჯზე. საბოლოო ჯამში, ასეთი „არქიტექტურული შედევრი“ შესაძლოა, ხელს უშლიდეს მეზობლებს და ასევე, ის საფრთხის შემცველი იყოს...

1 ლარად ნაჩუქარი ოფშორი საქართველოში ბიტკოინის მოპოვებისთვის

person access_time2017-12-17 13:00:39
...

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 40 მლნ გამოყო

person access_time2017-12-16 12:49:29
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 660-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის...

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა (ფოტო)

person access_time2017-12-16 09:35:30
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე 15 დეკემბერს თბილისის დროით ზუსტად 20:00 საათზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ...


მსგავსი სიახლეები