„2017 წლის ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით ზრდა ლარის კურსზე არ იმოქმედებს“

access_time2017-11-24 13:20:12

2017 წლის ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით ზრდა ლარის კურსზე არ იმოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.


როგორც კაკაურიძე აცხადებს, დამატებული თანხა 2018 წელს დაიხარჯება.


„ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდა 305 მილიონი ლარით მოხდება. თუმცა, ეს თანხა ემატება ბიუჯეტს 2018 წელს განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის. წელს ამ თანხის ხარჯვა არ მოხდება. თანხები მოხვდება საწარმოების ანგარიშებზე, შესაბამისად, თანხა არ დაიხარჯება მიმდინარე წლის განმავლობაში. საწარმოები დაიწყებენ სატენდერო პროცედურებს, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება მოხდება, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე, თანხის ათვისება კი, 2018 წლიდან დაიწყება. შესაბამისად, წელს ეს თანხა ვერ იმოქმედებს ლარის კურსზე, “ – განაცხადა კაკაურიძემ.


როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით გაზრდა ასევე ვერ იმოქმედებს დაგეგმილი ინფლაციის დონეზეც.


„დაგეგმილი ინფლაციის დონეზე ნამდვილად არ ექნება გავლენა. ამ თანხების დიდი ნაწილი გათავისუფლდება 2018 წლის ბიუჯეტიდან. საბოლოო ჯამში, 2018 წელს დეფიციტის მაჩვენებელი არ გვეცვლება, პირიქით, ვამცირებთ; 3.4%–ია ახლა წარმოდგენილ ვარიანტში. მომდევნო წლის განმავლობაში დეფიციტის მაჩვენებელი შეადგენს 3%–ს. შესაბამისად, ამას უარყოფითი გავლენა ვერ ექნება ინფლაციის დონეზე და მაჩვენებელზე. ეს ციფრები, რასაც ვცვლით გავლილი და შეთანხმებულია როგორც ეროვნულ ბანკთან, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. მიზნობრივი ინფლაციის პროგნოზში ამ თანხების ათვისების მაჩვენებელიც გათვალისწინებულია“, – განაცხადა კაკაურიძემ.



ipn.ge



მომავალი წლის ფინანსური პრიორიტეტები და მთავარი პროექტები - ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან

person access_time2017-12-17 11:51:15
13 დეკემბერს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. გაირკვა, რომ მომავალ წელს მთავრობა 12...

სივრცის გაფართოება აივნის ხარჯზე - „თანამედროვე არქიტექტურა“ (ფოტო)

person access_time2017-12-17 11:00:32
დიდ მეგაპოლისებში მცხოვრებმა ადამიანებმა იციან, რომ ბინებში ადგილი არასაკმარისია და ყველა საშუალებას იყენებენ სივრცის გაფართოებისთვის. დიდ ქალაქებში კვადრატული მეტრის ღირებულება საკმაოდ ძვირია, ამიტომ ადამიანები ყიდულობენ მცირე ზომის ფართს.  პატარა ბინების მეპატრონეები ყველა ვარიანტს იყენებენ გაფართოებისთვის. ყველაზე პოპულარულია გაფართოება აივნის ხარჯზე. საბოლოო ჯამში, ასეთი „არქიტექტურული შედევრი“ შესაძლოა, ხელს უშლიდეს მეზობლებს და ასევე, ის საფრთხის შემცველი იყოს...

1 ლარად ნაჩუქარი ოფშორი საქართველოში ბიტკოინის მოპოვებისთვის

person access_time2017-12-17 13:00:39
...

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 40 მლნ გამოყო

person access_time2017-12-16 12:49:29
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 660-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის...

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა (ფოტო)

person access_time2017-12-16 09:35:30
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე 15 დეკემბერს თბილისის დროით ზუსტად 20:00 საათზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ...


მსგავსი სიახლეები