Nissan-მა ხარისხის კონტროლის უგულებელყოფა აღიარა

access_time2017-11-24 09:30:49

Bloomberg-ის ინფორმაციით, იაპონური ავტომწარმოებელი Nissan Motor Co. ავტომობილების შემოწმებას 1979 წლიდან იაპონურ რეგულაციებთან შეუსაბამოდ ახორციელებდა. როგორც ირკვევა, Nissan-ის ავტომობილებს არასერტიფიცირებული თანამშრომლები ამოწმებდნენ.


სკანდალის საპასუხოდ, კომპანიის ხელმძღვანელმა, ჰიროტო საიკავამ სპეციალური განცხადება გაავრცელა: ბოდიშს ვუხდით მომხმარებლებს, პარტნიორებს, დილერებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც Nissan-ს გვერდში ედგა. გპირდებით, რომ ნდობის აღსადგენად ყველაფერს გავაკეთებთ, განაცხადა მან.


ინფორმაციის გავრცელების შემდეგ Nissan-მა წარმოება დროებით შეაჩერა. საიკავას განცხადებით, კომპანია შიდა გამოძიებას ჩაატარებს, რომლის შედეგებსაც მომდევნო დღეებში გავიგებთ.


Nissan-ი თებერვლის შემდეგ ფრანგულ Renault-თან არის გაერთიანებული. თებერვალში კომპანიის გენერალური დირექტორმა, კარლოს გოსნმა პოსტი დატოვა, რათა მთავარი ყურადღება Mitsubishi-ზე გადაეტანა, მისი პოზიცია კი ჰიროტო საიკავამ დაიკავა. Renault-Nissan-ის ალიანსი Mitsubishi-ის 34%-იან წილს აკონტროლებს.


თავის მხრივ, ცოტა ხნის წინ სკანდალში Mitsubishi-იც გაეხვა: ოფიციალური ინფორმაციით, კომპანია ავტომობილების საწვავის ხარჯის ტესტს აყალბებდა.



Bloomberg, Telegraph



მომავალი წლის ფინანსური პრიორიტეტები და მთავარი პროექტები - ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან

person access_time2017-12-17 11:51:15
13 დეკემბერს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. გაირკვა, რომ მომავალ წელს მთავრობა 12...

სივრცის გაფართოება აივნის ხარჯზე - „თანამედროვე არქიტექტურა“ (ფოტო)

person access_time2017-12-17 11:00:32
დიდ მეგაპოლისებში მცხოვრებმა ადამიანებმა იციან, რომ ბინებში ადგილი არასაკმარისია და ყველა საშუალებას იყენებენ სივრცის გაფართოებისთვის. დიდ ქალაქებში კვადრატული მეტრის ღირებულება საკმაოდ ძვირია, ამიტომ ადამიანები ყიდულობენ მცირე ზომის ფართს.  პატარა ბინების მეპატრონეები ყველა ვარიანტს იყენებენ გაფართოებისთვის. ყველაზე პოპულარულია გაფართოება აივნის ხარჯზე. საბოლოო ჯამში, ასეთი „არქიტექტურული შედევრი“ შესაძლოა, ხელს უშლიდეს მეზობლებს და ასევე, ის საფრთხის შემცველი იყოს...

1 ლარად ნაჩუქარი ოფშორი საქართველოში ბიტკოინის მოპოვებისთვის

person access_time2017-12-17 13:00:39
...

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 40 მლნ გამოყო

person access_time2017-12-16 12:49:29
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 660-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის...

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა (ფოტო)

person access_time2017-12-16 09:35:30
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე 15 დეკემბერს თბილისის დროით ზუსტად 20:00 საათზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ...


მსგავსი სიახლეები