საქართველოს მოსახლეობის 6,1% გადახდისუუნაროა - მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობა სწრაფად იზრდება

access_time2017-11-22 09:40:25

საქართველოში ქონების დაკარგვის კანდიდატთა რიცხვი იზრდება. მხოლოდ ბოლო 10 თვის განმავლობაში გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობამ 23,5%-ით მოიმატა. თუ 2017 წლის 20 იანვრისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს, მოვალეთა რეესტრში 186 285 ადამიანი იყო რეგისტრირებული, დღეს ჩანაწერების რაოდენობა 230 223-ს შეადგენს. შედეგად გამოდის, რომ 10 თვეში გადახდისუუნაროთა სია კიდევ 43 928-ით გაიზარდა.

 

აღნიშნული სტატისტიკიდან ჩანს, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის 6,1% გადახდისუუნაროა, რაც საკმაოდ საგანგაშო მაჩვენებელია. (სტატისტიკის სამსახურის მონაცემების, საქართველოში დღეს 3,718 მლნ ადამიანი ცხოვრობს.)

 

ზოგადად, მოვალეთა რეესტრის მონაცემები სწრაფად იცვლება, რადგან დავალიანების დაფარვის შემთხვევაში ბაზიდან პირის ამოღება ხდება. თუმცა ფაქტია, რომ ბოლო წლებში ის ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ეკონომისტების პოზიციით, როდესაც მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობა მატულობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ცხოვრება ძვირდება და გადახდისუუნარო ადამიანების რაოდენობაც იზრდება. ეს ყველაფერი კი იმის მანიშნებელია, რომ ეკონომიკური აქტივობა კვლავ დაბალია და სოციალური ფონიც მძიმე. იმისათვის, რომ მდგომარეობა შეიცვალოს, მინიმუმ ეკონომიკურმა აქტივობამ უნდა მოიმატოს. საჭიროა ადამიანს გაუჩნდეს ფული, რომ მან დავალიანება წლების წინ შეძენილი ქონების გასხვისებით არ დაფაროს.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებულია ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლის მიმართაც 2010 წლის პირველი იანვრიდან იძულებითი სააღსრულებლო საქმის წარმოებაა.აღსრულების ბიუროში განმარტავენ, რომ რეესტრში ყველა სახის დავალიანების შესახებ ინახება ინფორმაცია. მათ შორის სამგზავრო ჯარიმების თაობაზეც.

 

 

„კომერსანტი“



მომავალი წლის ფინანსური პრიორიტეტები და მთავარი პროექტები - ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან

person access_time2017-12-17 11:51:15
13 დეკემბერს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. გაირკვა, რომ მომავალ წელს მთავრობა 12...

სივრცის გაფართოება აივნის ხარჯზე - „თანამედროვე არქიტექტურა“ (ფოტო)

person access_time2017-12-17 11:00:32
დიდ მეგაპოლისებში მცხოვრებმა ადამიანებმა იციან, რომ ბინებში ადგილი არასაკმარისია და ყველა საშუალებას იყენებენ სივრცის გაფართოებისთვის. დიდ ქალაქებში კვადრატული მეტრის ღირებულება საკმაოდ ძვირია, ამიტომ ადამიანები ყიდულობენ მცირე ზომის ფართს.  პატარა ბინების მეპატრონეები ყველა ვარიანტს იყენებენ გაფართოებისთვის. ყველაზე პოპულარულია გაფართოება აივნის ხარჯზე. საბოლოო ჯამში, ასეთი „არქიტექტურული შედევრი“ შესაძლოა, ხელს უშლიდეს მეზობლებს და ასევე, ის საფრთხის შემცველი იყოს...

1 ლარად ნაჩუქარი ოფშორი საქართველოში ბიტკოინის მოპოვებისთვის

person access_time2017-12-17 13:00:39
...

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 40 მლნ გამოყო

person access_time2017-12-16 12:49:29
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 660-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის...

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა (ფოტო)

person access_time2017-12-16 09:35:30
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე 15 დეკემბერს თბილისის დროით ზუსტად 20:00 საათზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ...


მსგავსი სიახლეები