კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მობიტელი" 30000 ლარით დააჯარიმა

access_time2017-11-20 10:41:26

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მობიტელისთვის" ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით მარტივი ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.


ერთიანი მონიტორინგის განმახორციელებელი კომპანია „SIGOS"-ის მიერ წარმოდგენილი სატესტო ზარების შესახებ ინფორმაციის ანალიზიდან გამოირკვა, რომ შპს „მობიტელის" სატელეფონო ნომრებიდან ხორციელდებოდა საერთაშორისო ზარების „ა" ნომრის ცვლილება ადგილობრივი ნომრებით, საიდანაც, როგორც სატესტო, ასევე სხვა ზარები სრულდებოდა მხოლოდ შპს „მობიტელის" ქსელში.


კომისიამ კომპანიას მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი სატელეფონო ნომრების მფლობელ აბონენტებთან გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების ასლების წარმოდგენა მოთხოვა.


შპს „მობიტელის" მიერ აბონენტებთან დადებული ხელშეკრულებებიდან უმეტესობა გაფორმებული იყო სათანადო წესის დარღვევით, ხოლო ნაწილ სააბონენტო ნომრებზე კომპანიამ ხელშეკრულებები ვერ წარმოადგინა.


საერთაშორისო ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნისა და აბონენტებთან წერილობითი ხელშეკრულებების გაუფორმებლობის გამო, კომისიამ შპს „მობიტელს" 30 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.



მომავალი წლის ფინანსური პრიორიტეტები და მთავარი პროექტები - ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან

person access_time2017-12-17 11:51:15
13 დეკემბერს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. გაირკვა, რომ მომავალ წელს მთავრობა 12...

სივრცის გაფართოება აივნის ხარჯზე - „თანამედროვე არქიტექტურა“ (ფოტო)

person access_time2017-12-17 11:00:32
დიდ მეგაპოლისებში მცხოვრებმა ადამიანებმა იციან, რომ ბინებში ადგილი არასაკმარისია და ყველა საშუალებას იყენებენ სივრცის გაფართოებისთვის. დიდ ქალაქებში კვადრატული მეტრის ღირებულება საკმაოდ ძვირია, ამიტომ ადამიანები ყიდულობენ მცირე ზომის ფართს.  პატარა ბინების მეპატრონეები ყველა ვარიანტს იყენებენ გაფართოებისთვის. ყველაზე პოპულარულია გაფართოება აივნის ხარჯზე. საბოლოო ჯამში, ასეთი „არქიტექტურული შედევრი“ შესაძლოა, ხელს უშლიდეს მეზობლებს და ასევე, ის საფრთხის შემცველი იყოს...

1 ლარად ნაჩუქარი ოფშორი საქართველოში ბიტკოინის მოპოვებისთვის

person access_time2017-12-17 13:00:39
...

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 40 მლნ გამოყო

person access_time2017-12-16 12:49:29
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 660-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის...

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა (ფოტო)

person access_time2017-12-16 09:35:30
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე 15 დეკემბერს თბილისის დროით ზუსტად 20:00 საათზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ...


მსგავსი სიახლეები