წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის დასუფთავება დაიწყო

access_time2017-11-19 19:22:46

თბილისის მერის კახა კალაძის დავალებით, ჩუღურეთის რაიონში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის დასუფთავებისა და მორეცხვითი სამუშაოები დაიწყო.

 


კახა კალაძე დღეს „თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელთან ერთად, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. დედაქალაქის მერი კერძო მესაკუთრეებსაც შეხვდა და მიწისქვეშა გადასასვლელში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებული საკითხები მათთან ერთად განიხილა. თბილისის მერმა კერძო მესაკუთრეებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მზად არიან, მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული მდგომარეობა მოაწესრიგონ.

 


„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო კერძო მესაკუთრეებს. თქვენ იცით, რომ ეს მიწისქვეშა გადასასვლელი გასხვისებულია, კერძო საკუთრებაა და მე განვაცხადე, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში კერძო საკუთრებას არ და ვერ შევეხებით, თუმცა ამ ადამიანებმა გამოიჩინეს სოლიდარობა და მზად არიან, რომ აქ არსებული მდგომარეობა მოაწესრიგონ. მერიას რაც გვევალება და რაც გასაკეთებელია, ძალიან მაღალ დონეზე გავაკეთებთ. შესაბამისად, ძალიან მალე არსებული მდგომარეობა შეიცვლება და ადამიანებს უკვე თავისუფლად, სისუფთავეში შეეძლებათ გადაადგილება", - განაცხადა კახა კალაძემ.

 


„თბილსერვის ჯგუფსა" და კერძო მესაკუთრეებს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც, კერძო მესაკუთრეებს მათი კუთვნილი ფართების მოწესრიგება და საერთო კონცეფციაში მოქცევა დაევალათ. მოლაპარაკების შედეგად, „თბილსერვის ჯგუფი" თავის მხრივ, მიწისქვეშა გადასასვლელის საერთო სარგებლობაში არსებული ფართის (კიბის უჯრედისა და გასასვლელის) რეაბილიტაციას განახორციელებს. ასევე, დაგეგმილია ახალი განათების სისტემის დამონტაჟება. კახა კალაძემ გასულ კვირას, „თბილსერვის ჯგუფს" დედაქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება, საერთო კონცეფციის შემუშავება და კერძო მესაკუთრეებთან და მოიჯარეებთან მოლაპარაკებების წარმოება დაავალა.

 


დედაქალაქის მასშტაბით არსებული 55 მიწისქვეშა გადასასვლელიდან „თბილსერვის ჯგუფი" 22 მიწისქვეშა გადასასვლელის მოვლა-პატრონობას ახორციელებს. რაც შეეხება დანარჩენს, 33 მათგანი გასხვისებულია.

 

 

 

 



მომავალი წლის ფინანსური პრიორიტეტები და მთავარი პროექტები - ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან

person access_time2017-12-17 11:51:15
13 დეკემბერს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. გაირკვა, რომ მომავალ წელს მთავრობა 12...

სივრცის გაფართოება აივნის ხარჯზე - „თანამედროვე არქიტექტურა“ (ფოტო)

person access_time2017-12-17 11:00:32
დიდ მეგაპოლისებში მცხოვრებმა ადამიანებმა იციან, რომ ბინებში ადგილი არასაკმარისია და ყველა საშუალებას იყენებენ სივრცის გაფართოებისთვის. დიდ ქალაქებში კვადრატული მეტრის ღირებულება საკმაოდ ძვირია, ამიტომ ადამიანები ყიდულობენ მცირე ზომის ფართს.  პატარა ბინების მეპატრონეები ყველა ვარიანტს იყენებენ გაფართოებისთვის. ყველაზე პოპულარულია გაფართოება აივნის ხარჯზე. საბოლოო ჯამში, ასეთი „არქიტექტურული შედევრი“ შესაძლოა, ხელს უშლიდეს მეზობლებს და ასევე, ის საფრთხის შემცველი იყოს...

1 ლარად ნაჩუქარი ოფშორი საქართველოში ბიტკოინის მოპოვებისთვის

person access_time2017-12-17 13:00:39
...

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 40 მლნ გამოყო

person access_time2017-12-16 12:49:29
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 660-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის...

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა (ფოტო)

person access_time2017-12-16 09:35:30
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე 15 დეკემბერს თბილისის დროით ზუსტად 20:00 საათზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ...


მსგავსი სიახლეები