კახა კალაძე - სამწუხაროდ, რაც აშენდა, იმას ვერაფერს ვუზამთ, მაგრამ მომავალში მშენებლობებზე ნებართვების გაცემა განსხვავებული იქნება ყველა მიმართულებით

access_time2017-11-19 14:19:40

სამწუხაროდ, რაც აშენდა და გაკეთდა იმას ვერაფერს ვუზამთ, მაგრამ მომავალში მშენებლობები და ნებართვების გაცემა რადიკალურად განსხვავებული იქნება ყველა მიმართულებით, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, მიუხედავად არსებული სიტუაციისა, დაუშვებელია კერძო საკუთრების ხელყოფა. დედაქალაქის მერმა სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე და დასრულებული მშენობლობებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სიტუაცია ძალიან მძიმეა. 

”მთლიანობაში სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტუაცია ძალიან მძიმეა. მეც და ბევრ მოქალაქესაც არ მოგვწონს ის შენობა-ნაგებობები, საცხოვრებელი კორპუსები, რომლებიც აშენებულია, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენ მივიდეთ, დავანგრიოთ და ხალხი გარეთ გამოვიყვანოთ?! ეს არის კერძო საკუთრება. სამწუხაროდ, რაც აშენდა და გაკეთდა იმას ვერაფერს ვუზამთ, მაგრამ მომავალში მშენებლობები და ნებართვების გაცემა რადიკალურად განსხვავებული იქნება ყველა მიმართულებით”, - განაცხადა კახა კალაძემ. 



მომავალი წლის ფინანსური პრიორიტეტები და მთავარი პროექტები - ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან

person access_time2017-12-17 11:51:15
13 დეკემბერს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. გაირკვა, რომ მომავალ წელს მთავრობა 12...

სივრცის გაფართოება აივნის ხარჯზე - „თანამედროვე არქიტექტურა“ (ფოტო)

person access_time2017-12-17 11:00:32
დიდ მეგაპოლისებში მცხოვრებმა ადამიანებმა იციან, რომ ბინებში ადგილი არასაკმარისია და ყველა საშუალებას იყენებენ სივრცის გაფართოებისთვის. დიდ ქალაქებში კვადრატული მეტრის ღირებულება საკმაოდ ძვირია, ამიტომ ადამიანები ყიდულობენ მცირე ზომის ფართს.  პატარა ბინების მეპატრონეები ყველა ვარიანტს იყენებენ გაფართოებისთვის. ყველაზე პოპულარულია გაფართოება აივნის ხარჯზე. საბოლოო ჯამში, ასეთი „არქიტექტურული შედევრი“ შესაძლოა, ხელს უშლიდეს მეზობლებს და ასევე, ის საფრთხის შემცველი იყოს...

1 ლარად ნაჩუქარი ოფშორი საქართველოში ბიტკოინის მოპოვებისთვის

person access_time2017-12-17 13:00:39
...

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 40 მლნ გამოყო

person access_time2017-12-16 12:49:29
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 660-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის...

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა (ფოტო)

person access_time2017-12-16 09:35:30
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე 15 დეკემბერს თბილისის დროით ზუსტად 20:00 საათზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ...


მსგავსი სიახლეები