“პირველი იანვრიდან ხელფასს დაერქმევა ხელფასი, პრემიას - პრემია"- ირაკლი ხმალაძე

access_time2017-11-19 12:56:41

პირველი იანვრიდან ძალაში შედის სახელფასო რეფორმა, რომლითაც წლის განმავლობაში პრემიის ოდენობა ჯამურად 10%–ს უნდა შეადგენდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. 


მისივე თქმით, პირველი იანვრიდან ხელფასების შესახებ ახალი კანონი ამოქმედდება, რომლითაც პრემიის მინიმალური ოდენობაა განსაზღვრული. კერძოდ, დაწესებულების ხელმძღვანელს საჭიროების შემთხვევაში შეუძლია გამოიყენოს პრემია კონკრეტული თანამშრომლის წახალისების მიზნით, თუ ის კარგად იმუშვებს. 


“რაც შეეხება პრემიებსა და დანამატებს, ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ პირველი იანვრიდან ძალაში შედის სახელფასო რეფორმა. ხელფასს დაერქმევა ხელფასი, პრემიას – პრემია. კანონით გათვალისწინებულია გარკვეული შემზღუდველი ნორმა ეს არის 10%, რომელიც წლის განმავლობაში დაწესებულების ხელმძღვანელმა შეიძლება გასცეს. პირადად მე თუ მეკითხებით პრემიასთან დაკავშირებით, თუ დავიმსახურებ პრემიას, ნამდვილად არ ვაპირებ ამაზე უარის თქმას, უბრალოდ, ამაზე გადაწყვეტილებას დედაქალაქის მერი მიიღებს და იმ შემთხვევაში, თუ ჩემი ან რომელიმე თანამშრომლის მუშაობა იქნება ნაყოფიერი და დამსახურებული, ამაზე არც ერთი ნორმალური ადამიანი უარს არ იტყვის“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. 


Primetime.ge




მომავალი წლის ფინანსური პრიორიტეტები და მთავარი პროექტები - ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან

person access_time2017-12-17 11:51:15
13 დეკემბერს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. გაირკვა, რომ მომავალ წელს მთავრობა 12...

სივრცის გაფართოება აივნის ხარჯზე - „თანამედროვე არქიტექტურა“ (ფოტო)

person access_time2017-12-17 11:00:32
დიდ მეგაპოლისებში მცხოვრებმა ადამიანებმა იციან, რომ ბინებში ადგილი არასაკმარისია და ყველა საშუალებას იყენებენ სივრცის გაფართოებისთვის. დიდ ქალაქებში კვადრატული მეტრის ღირებულება საკმაოდ ძვირია, ამიტომ ადამიანები ყიდულობენ მცირე ზომის ფართს.  პატარა ბინების მეპატრონეები ყველა ვარიანტს იყენებენ გაფართოებისთვის. ყველაზე პოპულარულია გაფართოება აივნის ხარჯზე. საბოლოო ჯამში, ასეთი „არქიტექტურული შედევრი“ შესაძლოა, ხელს უშლიდეს მეზობლებს და ასევე, ის საფრთხის შემცველი იყოს...

1 ლარად ნაჩუქარი ოფშორი საქართველოში ბიტკოინის მოპოვებისთვის

person access_time2017-12-17 13:00:39
...

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 40 მლნ გამოყო

person access_time2017-12-16 12:49:29
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 660-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის...

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა (ფოტო)

person access_time2017-12-16 09:35:30
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე 15 დეკემბერს თბილისის დროით ზუსტად 20:00 საათზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ...


მსგავსი სიახლეები