ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი “StartinGeorgia“-ს გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

access_time2017-11-18 12:32:06

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება - ასეთ საგამოფენო სივრცეში დამწყებ ბიზნესმენებს შესაძლებლობა ეძლევათ, მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ, თუ რა ხდება სექტორში და რა გამოწვევებია" - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა „ექსპო ჯორჯიაში" გამოფენა "StartinGeorgia"-ს გახსნის ცერემონიაზე მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. როგორც "კომერსანტს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, გამოფენა „ქართული სტარტაპების ასოციაციისა" დაStart-BusinessSolutions-ის ორგანიზებით ტარდება და მასში სხვადასხვა ფონდები, პროგრამების წარმომადგენლები, ბანკები, ბიზნესაქსელერატორები, ინკუბატორები და საკონსულტაციო კომპანიები მონაწილეობენ. StartinGeorgia"-ს სივრცეში ასევე წარმოდგენილია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტები, მათ შორის სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სტენდები.

 

„თქვენ იცით, რომ სახელმწიფო სამი მიმართულებით ახორციელებს სტარტაპების ხელშეწყობას. პირველი, ეს არის ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, თავისი სტარტაპებისდაფინანსების პროგრამით და უახლოეს მომავალში ველოდებით, რომ გამოვაცხადებთ ახალ საგრანტო კომპონენტს. ასევე არის პროგრამა „აწარმოე საქართველოში," რომელსაც აქვს სხვადასხვა მიმართულებების თანადაფინანსების კომპონენტები და აქ არის „საპარტნიორო ფონდი," თავისი სტარტაპპროგრამით, რომელიც ახორციელებს 100 000 ლარამდე დაფინანსებას არამაღალტექნოლოგიურიპროექტების კუთხით. დღეს გამოფენაზე წარმოდგენილია ჩვენი სტენდები, სადაც დაინტერესებულ და დამწყებ ბიზნესებს შეუძლიათ სამინისტროს პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ" - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი ჩერქეზიშვილმა.

 

გამოფენის ორგანიზატორების ინფორმაციით, "StartinGeorgia"-ს მიზანია ქვეყანაში საერთო სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, სტარტაპებისთვის და ბიზნესის დამწყებებისთვის ინფორმაციის ეფექტური მიწოდება, ცნობადობის გაზრდა და მეწარმეობის ინიცირება. მათივე განცხადებით, გამოფენა წაახალისებს დამწყებ მეწარმეებს, რომელთათვის ბიზნესის დასაწყებად მსგავსი ხელშეწყობა მნიშვნელოვანი სტიმულია, რაც საბოლოოდ საზოგადოებრივ კეთილდღეობას და მდგრად ეკონომიკურ განვითარებას განაპირობებს.

 

 

 

 



მომავალი წლის ფინანსური პრიორიტეტები და მთავარი პროექტები - ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან

person access_time2017-12-17 11:51:15
13 დეკემბერს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. გაირკვა, რომ მომავალ წელს მთავრობა 12...

სივრცის გაფართოება აივნის ხარჯზე - „თანამედროვე არქიტექტურა“ (ფოტო)

person access_time2017-12-17 11:00:32
დიდ მეგაპოლისებში მცხოვრებმა ადამიანებმა იციან, რომ ბინებში ადგილი არასაკმარისია და ყველა საშუალებას იყენებენ სივრცის გაფართოებისთვის. დიდ ქალაქებში კვადრატული მეტრის ღირებულება საკმაოდ ძვირია, ამიტომ ადამიანები ყიდულობენ მცირე ზომის ფართს.  პატარა ბინების მეპატრონეები ყველა ვარიანტს იყენებენ გაფართოებისთვის. ყველაზე პოპულარულია გაფართოება აივნის ხარჯზე. საბოლოო ჯამში, ასეთი „არქიტექტურული შედევრი“ შესაძლოა, ხელს უშლიდეს მეზობლებს და ასევე, ის საფრთხის შემცველი იყოს...

1 ლარად ნაჩუქარი ოფშორი საქართველოში ბიტკოინის მოპოვებისთვის

person access_time2017-12-17 13:00:39
...

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 40 მლნ გამოყო

person access_time2017-12-16 12:49:29
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 660-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის...

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა (ფოტო)

person access_time2017-12-16 09:35:30
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე 15 დეკემბერს თბილისის დროით ზუსტად 20:00 საათზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ...


მსგავსი სიახლეები