The New York Times – ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც მეღვინეობის აკვანია

access_time2017-11-17 20:30:20

ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც მეღვინეობის აკვანი შეიძლება იყოს, – ამ სიტყვებით იწყებს The New York Times საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით, „8 000 წლის დაძველების ღვინო პრეისტორიული ხანის საქართველოდან“.


გამოცემა წერს, რომ „ქვეყანა, რომელიც ევროპასა და შუა აზიას შორის, სამხრეთ კავკასიის მთების გასწვრივ გაშლილ ნაყოფიერ ველებზეა გადაჭიმული, შეიძლება იყოს იმ ადამიანების სამშობლო, რომლებმაც ჩვეულებრივი ვაზის კულტივირება შეძლეს და საფუძველი ჩაუყარეს შარდონეს, კაბერნესავიონიონისა და სხვა, ათასობით წითელი და თეთრი ღვინის დაყენების მექანიზმს, ღვინოებისა, რომლებითაც დღემდე ვტკბებით“.


New York Times-ში საქართველოს შესახებ სტატიაში აღნიშნულია, რომ ორშაბათს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მეცნიერებმა ღვინის კვალი საქართველოში მდებარე ორ დასახლებაში, თიხის ჭურჭლის ნარჩენებზე აღმოაჩინეს. აღმოჩენა ძველი წელთაღრიცხვით 6000 წლით თარიღდება და ევრაზიული ყურძნისგან დამზადებული ღვინის უძველეს ნიმუშს წარმოადგენს. ცნობილი ამერიკული გამოცემა აღნიშნავს, რომ მსოფლიოში წარმოებული ღვინის სახეობების უდიდესი ნაწილის დასამზადებლად სწორედ ამ ჯიშის ყურძენი გამოიყენება.


„ღვინის დაძველებაც ამას ჰქვია! 8000 წლის დაძველების სასმელი აღმოვაჩინეთ,“ – ამბობს პატრიკ მაქგოვერნი, მოლეკულური არქეოლოგი პენსილვანიის უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის მუზეუმიდან და მეცნიერების ეროვნული აკადემიის პროცესის ჟურნალის მთავარი ავტორი.


„აღმოჩენა ადასტურებს, რომ მეღვინეობის ტრადიცია 600-1000 წლით უფრო ადრე წარმოიშვა, ვიდრე ეს ირანში წარმოებული სამუშაოების შედეგად დოქტორმა მაქგოვერნმა დაადგინა. თუმცა მტკიცებულება ვერ ართმევს პირველობას ჩინეთს, სადაც ფერმენტირებული სასმელის უძველესი ნარჩენებია აღმოჩენილი და დოქტორ მაქგოვერნის გათვლებით, ძველი წელთაღრიცხვის 7000 წლით თარიღდება. სასმელი, ახლად აღმოჩენილი ყურძნის ღვინისგან განსხვავებით, დიდი ალბათობით, წარმოადგენდა ერთგვარ კოქტეილს, რომელიც ბრინჯის, თაფლის, კუნელის ნაყოფისა და ველური ყურძნისაგან შედგებოდა“, – აღნიშნულია სტატიაში.


The New York Times წერს, რომ დიდი ხანია, რაც ღვინის კულტურა საქართველოს ისტორიასთან არის გადაჯაჭვული, ქვეყანასთან, სადაც დახვეწილი სადღეგრძელოები ტრადიციული ზეიმების განუყოფელი ნაწილია. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი არტეფაქტები, რომლებიც ღვინის მოხმარების ისტორიას ადასტურებს, ბრინჯაოს ხანის, კლასიკური, რომაულ-ბერძნული და შუასაუკუნეების პერიოდებით თარიღდება. ქართული ღვინო საბჭოთა კავშირის პერიოდშიც დიდი მოწონებით სარგებლობდა.
ამერიკული გამოცემა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორისა და კვლევის ავტორის დავით ლორთქიფანიძის კომენტარსაც აქვეყნებს: „ყოველთვის არსებობდა ვარაუდი, რომ საქართველოში ნეოლითური ხანის ღვინო არსებობდა, ამას ბევრი ამტკიცებდა“, აცხადებს ლორთქიფანიძე. „თუმცა ახლა ხელშესახები მტკიცებულება არსებობს“.


„უძველესი ღვინის საიდუმლოს ამოსახსნელად, დოქტორმა მაქგოვერნმა და მისმა გუნდმა ნეოლითური ხანისა და ქვის ხანის ბოლო პერიოდის ორი დასახლება შეისწავლეს. ტერიტორია თბილისიდან 30 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. ნეოლითური ხანის დასახლებებში აღმოჩენილი თიხის ქილები ადასტურებს, რომ მოსახლეობა ღვინოს, დიდი ალბათობით, 300 ლიტრის მოცულობის მქონე ჭურჭელში ინახავდა, რაც დაახლოებით 400 ბოთლს წარმოადგენს. სავარაუდოდ, ისინი ჭურჭელს მიწაში ფლავდნენ, რათა ხელი შეეწყოთ ფერმენტაციისთვის. ეს ტრადიცია დღემდე შენარჩუნებულია საქართველოში.


ჯგუფმა ქილების ნარჩენები გათხრების ადგილას აღმოაჩინა. მათ გაოცებას არ ჰქონდა საზღვარი, როდესაც შესაბამისი ქიმიური ანალიზის ჩატარების შედეგად, რვა ჭურჭელში აღმოჩენილ იქნა ღვინის ნარჩენები, რომლითაც გაჟღენთილი იყო თიხის მასალა. ნარჩენებს შორის იდენტიფიცურებულიაღვინის მჟავა, რაც ადასტურებს სასმელის შემადგენლობაში ყურძნის წვენის არსებობას. გარდა ამისა, აღმოჩენილია ვაშლის, ქარვისა და ლიმონის მჟავები. დოქტორი მაქგოვერნის აზრით, მჟავების ამგვარი კომბინაცია მხოლოდ ყურძნისაგან დამზადებული ღვინის შემადგენლობაში შეიძლება იყოს ნაპოვნი“, – წერს The New York Times.


The New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ​რადიოკარბონული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კვალი ძველი წელთაღრიცხვით 6000-5800 წლებით თარიღდება. ჯგუფმა აღმოაჩინა ყურძნის მტვრის, ყურძნის ღვინის სახამებლისა და ნეოლითის ხანის ხილის ბუზების უძველესი ნარჩენები. დნმ-ის ნარჩენების ან პიგმენტის აღმოჩენა ვერ მოხერხდა, ამდენად, ვერ დგინდება ღვინის ფერი.


„შესაძლოა, პრეისტორიული ხანის ადამიანები მხოლოდ ყურძნის წვენს ამზადებდნენ, თუმცა ტორონტოს უნივერსიტეტის არქეოლოგის, სტივენ ბატიუკის განცხადებით, ჭურჭელზე გამოსახული სცენები მიუთითებს, რომ ის რაღაც ძვირფასის, მაგალითად, ღვინის შესანახად გამოიყენებოდა.


რობერტ დესალი, ბუნების ისტორიის ამერიკის მუზეუმის მოლეკულური ბიოლოგი და თანაავტორი წიგნისა „ღვინის ბუნების ისტორია“, აღმოჩენას „ცეცხლგამძლეს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ მასზე დაყრდნობით აპირებს ჩაასწოროს წიგნის ის ნაწილი, რომელიც მეღვინეობის აკვანს ეძღვნება.


ენდრიუ უოთერჰაუსი, ღვინის ქიმიკოსი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან (დეივისის კამპუსი) თანხმდება და აღნიშნავს, რომ აღმოჩენილი სუქცინატი (ქარვის მჟავა) ადასტურებს, რომ სითხის ფერმენტაცია მიმდინარეობდა.


თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ ადამიანების სიყვარული ღვინისადმი კიდევ უფრო ადრეულ ხანაში შეიძლება წარმოშობილიყო. პრეისტორიული ადამიანები, სავარაუდოდ, ცხოველების დამუშავებულ ტყავს ყურძნისაგან ღვინის დასამზადებლად იყენებდნენ, თუმცა ათასწლეულების მანძილზე მიმდინარე ლპობის პროცესის გამო ამის მტკიცებულების აღმოჩენა საკმაოდ რთულია. სწორედ ამიტომ, სწორედ ადამიანების მოდგმის თრობის ისტორიის საკვლევად თიხის ჭურჭელი ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს“, – აღნიშნულია The New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.


1tv.ge



პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი: Airbnb-ს მომხმარებლებმა ბინებში სათვალთვალო კამერები აღმოაჩინეს

person access_time2017-12-15 19:30:26
შვებულება ახლოვდება და რამდენიმე დღის საზღვარგარეთ გატარებას გეგმავთ: ირჩევთ თქვენთვის სასურველ მიმართულებას, ყიდულობთ ბილეთს და ბინას ინტერნეტის საშუალებით ჯავშნით. შუა შვებულებისას კი აღმოაჩენთ, რომ თქვენ მიერ ნაქირავები ბინის საძინებელში ან სააბაზანოში ბინის მეპატრონეს ვიდეოკამერა აქვს დამონტაჟებული. ამ არასასურველ მდგომარეობაში Airbnb-ს რამდენიმე მომხმარებელი აღმოჩნდა. მათი გამოცდილების შესახებ კი ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით მალევე გახდა ცნობილი. რა...

აფხაზებისთვის უსასყიდლოდ მიწოდებულმა დენმა შესაძლოა, „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გააძვიროს

person access_time2017-12-15 16:30:38
2017 წლის ნოემბერში „ენგურჰესის“ და „ვარდნილჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 54,4% აფხაზეთმა წაიღო, 11 თვეში კი 43,9%. სწორედ ეს დაასახელა „ენგურჰესის“ ფინანსურმა დირექტორმა ვალერი კანკიამ ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. მართალია, დღეს  „ვარდნილჰესების კასკადისა და „ენგურჰესისთვის წარმოების ტარიფის დადგენის გადაწყვეტილება გადაიდო, თუმცა  საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. დღეს საქართველოს...

ერთ პარტიაზე მორგებული კანონი - „ის რასაც წარსულში ფონდი „ქართუ“ აფინანსებდა, ახლა ქართული სახელმწიფო აფინანსებს“

person access_time2017-12-15 18:00:13
სახელმწიფომ, შესაძლოა ის პოლიტიკური გაერთიანებაც (პარტია) დააფინანსოს 300 ათასი ლარით, რომელიც საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს, მაგრამ პარლამენტში ერთ მაჟორიტარს მაინც შეიყვანს და რომელიც ფრაქციასაც შექმნის. როგორც ოპოზიცაიში, ისე სახელისუფლებო გუნდშიც აცხადებენ, რომ არ შეიძლება პარტია იქნება თუ პიროვნება, მას კანონებს არგებდნენ. საპარლამენტო უმრავლესობაში ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ წევრის გია ჟორჟოლიანისა და...

„ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს“

person access_time2017-12-15 15:30:48
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს მიაჩნია, რომ ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს. „ანალიტიკასთან" ინტერვიუში ზურა ძნელაშვილი აცხადებს, რომ 2016 წლის ბოლოსაც, როცა ამ სისტემის დანერგვის შესახებ ბიზნესმა მოულოდნელად გაიგო, ბიზნესომბუდსმენის აპარატმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტს და აღმასრულებელ შტოებს ავანსის დღგ-ით დაბეგვრის სისტემის მინიმუმ 1 წლით გადავადების თხოვნით მიმართა, მაგრამ...

ნოემბერში ფულადი გზავნილები 24,8%-ით გაიზარდა

person access_time2017-12-15 14:42:40
2017 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 122.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 326.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.8 პროცენტით (24.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ...


მსგავსი სიახლეები