იანოშ ჰერმანი - საქართველო არის ფანტასტიკური ქვეყანა, რომლმაც უკვე ბევრს მიაღწია ევროკავშირთან დაახლოებისა და რეფორმების კუთხით

access_time2017-11-17 18:36:14

თუ ჩემი პოზიცია გაინტერესებთ, მე დღეს ეს არ ვიცი. ეს კითხვა უფრო შორ მომავალს ეხება და შეუძლებელია დღეს მას ზუსტი პასუხი გავცეთ, - ასე უპასუხა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა პირველი არხის კითხვას, როდის შეიძლება ევროკავშირმა შეიმუშაოს გაფართოების შემდგომი სტრატეგია და როდის შეიძლება საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

 

 

იანოშ ჰერმანის თქმით, საქართველოს შემთხვევაში ევროკავშირს აქვს პროგრამა - ეს არის ასოცირების ხელშეკრულება და ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროგრამის სრულყოფილი განხორციელება.

 

 

„ამას დასჭირდება გარკვეული დრო. ამავე დროს, საქართველოს მთავრობა, პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება გვთავაზობს ბევრ საინტერესო იდეას, თუ როგორ დავახლოვდეთ კიდევ უფრო მეტად.

 

 

ჩვენ ძალიან გახსნილები ვართ ამ იდეების მიმართ. ჩემი ღრმა რწმენით, ევროკავშირი ახლა შედის შემდგომი ინტეგრაციის ფაზაში კონკრეტულ მიმართულებებზე და ამ პროცესის გაგრძელებაა ჩვენი ურთიერთობა მეზობლებთან. ეს არის რაც ამ წუთში შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ შეგვიძლია ზუსტად განვსაზღვროთ როგორი იქნება საბოლოო შედეგი.

 

 

ამ პროცესის მეორე მხარეს არის საქართველო - ფანტასტიკური ქვეყანა, რომლმაც უკვე მიაღწია ძალიან ბევრს ევროკავშირთან დაახლოების, დემოკრატიისა და რეფორმების კუთხით. ამიტომ მე ვფიქრობ ყველაზე კარგი რაც შეგვიძლია დღეს გავაკეთოთ, ეს არის ამ ურთიერთობების შემდგომი განვითარება და წინსვლა - ჩვენ ამისთვის მზად ვართ", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

 

 

1tv.ge

 

 

 

 

 

 

 



პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი: Airbnb-ს მომხმარებლებმა ბინებში სათვალთვალო კამერები აღმოაჩინეს

person access_time2017-12-15 19:30:26
შვებულება ახლოვდება და რამდენიმე დღის საზღვარგარეთ გატარებას გეგმავთ: ირჩევთ თქვენთვის სასურველ მიმართულებას, ყიდულობთ ბილეთს და ბინას ინტერნეტის საშუალებით ჯავშნით. შუა შვებულებისას კი აღმოაჩენთ, რომ თქვენ მიერ ნაქირავები ბინის საძინებელში ან სააბაზანოში ბინის მეპატრონეს ვიდეოკამერა აქვს დამონტაჟებული. ამ არასასურველ მდგომარეობაში Airbnb-ს რამდენიმე მომხმარებელი აღმოჩნდა. მათი გამოცდილების შესახებ კი ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით მალევე გახდა ცნობილი. რა...

აფხაზებისთვის უსასყიდლოდ მიწოდებულმა დენმა შესაძლოა, „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გააძვიროს

person access_time2017-12-15 16:30:38
2017 წლის ნოემბერში „ენგურჰესის“ და „ვარდნილჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 54,4% აფხაზეთმა წაიღო, 11 თვეში კი 43,9%. სწორედ ეს დაასახელა „ენგურჰესის“ ფინანსურმა დირექტორმა ვალერი კანკიამ ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. მართალია, დღეს  „ვარდნილჰესების კასკადისა და „ენგურჰესისთვის წარმოების ტარიფის დადგენის გადაწყვეტილება გადაიდო, თუმცა  საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. დღეს საქართველოს...

ერთ პარტიაზე მორგებული კანონი - „ის რასაც წარსულში ფონდი „ქართუ“ აფინანსებდა, ახლა ქართული სახელმწიფო აფინანსებს“

person access_time2017-12-15 18:00:13
სახელმწიფომ, შესაძლოა ის პოლიტიკური გაერთიანებაც (პარტია) დააფინანსოს 300 ათასი ლარით, რომელიც საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს, მაგრამ პარლამენტში ერთ მაჟორიტარს მაინც შეიყვანს და რომელიც ფრაქციასაც შექმნის. როგორც ოპოზიცაიში, ისე სახელისუფლებო გუნდშიც აცხადებენ, რომ არ შეიძლება პარტია იქნება თუ პიროვნება, მას კანონებს არგებდნენ. საპარლამენტო უმრავლესობაში ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ წევრის გია ჟორჟოლიანისა და...

„ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს“

person access_time2017-12-15 15:30:48
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს მიაჩნია, რომ ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს. „ანალიტიკასთან" ინტერვიუში ზურა ძნელაშვილი აცხადებს, რომ 2016 წლის ბოლოსაც, როცა ამ სისტემის დანერგვის შესახებ ბიზნესმა მოულოდნელად გაიგო, ბიზნესომბუდსმენის აპარატმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტს და აღმასრულებელ შტოებს ავანსის დღგ-ით დაბეგვრის სისტემის მინიმუმ 1 წლით გადავადების თხოვნით მიმართა, მაგრამ...

ნოემბერში ფულადი გზავნილები 24,8%-ით გაიზარდა

person access_time2017-12-15 14:42:40
2017 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 122.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 326.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.8 პროცენტით (24.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ...


მსგავსი სიახლეები