დაყაჩაღებული ობიექტები და გაძარცვული მანქანები - ყაჩაღობების 2-დღიანი ქრონიკა თბილისში

access_time2017-11-17 15:10:49

16 ნოემბრის ღამეს თბილისში ღამის განმავლობაში სამი ყაჩაღობა მოხდა. დიდუბის რაიონში აფთიაქი, ბენზინგასამართი სადგური და ღვინის მაღაზია დააყაჩაღეს. ჩუღურეთის რაიონში მომხდარი ქურდობის აღმნიშვნელ ვიდეოში ასახულია, როგორ გატეხეს მაღაზიის კარის მინა. „კურიერის“ ინფორმაციით, ვიდეოში ჩანს, რომ არასრულწლოვნები შევიდნენ მაღაზიაში. მაღაზიის მენეჯერის ინფორმაციით, ქურდობის შედეგად 300 ლარი არის წაღებული. ამ საქმეზეც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს-ს ინფორმაციით, საქმე არასრულწლოვნებს ეხება, რის გამოც, გამოძიებას გარკვეული შეზღუდვები აქვს დაწესებული.


იმავე დღეს აღმაშენებლის ხეივანზე, ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა პირმა დააყაჩაღა. სათვალთვალო კამერებმა თავდამსხმელი ვერ დააფიქსირა. ბენზინგასამართი სადგურიდან შეიარაღებულმა პირმა 2 ათას ლარამდე თანხის წაღება მოახერხა. დიდუბეში, წერეთლის გამზირზე ცივი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი GPC-ის აფთიაქში შევიდა. აფთიაქის ხელმძღვანელობას აღნიშნულ ფაქტზე საუბარი არ სურს. თუმცა, „კურიერის“ ინფორმაციით, შეიარაღებულმა მამაკაცმა თანხის წაღება შეძლო.


17 ნოემბრის ღამეს კი აეროპორტის დასახლებაში რამდენიმე მანქანა გაძარცვეს, - ამის შესახებ ჟურნალისტი ცისანა შერგილაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


მანქანების გაძარცვა-გატაცების მცდელობა აეროპორტის დასახლებაში!!! ჩვენი მანქანის მინა ჩამსხვრეულია, კაბელები-ელექტროობა, სულ გაუფუჭებიათ. მეზობლის მანქანა წაუყვანიათ და შუა გზაზე გაუჩერებიათ. კიდევ ორი მანქანა, თუ მეტი არა, ჩვენს დასახლებაში ასეთი ნაწვალებია. დილით ვიღვიძებთ და გვხვდება ასეთი სურათი. მძარცველების მასობრივი შემოსევა გვქონდა, მგონი. შოკირებული ვარ. ასე ყველა მანქანა, რომელიც ეზოებს გარეთ ნახეს, გატეხეს და გააფუჭეს, - წერს ცისანა შერგილაშვილი.


ყველა ეს შემთხვევა ბოლო 2 დღის განმავლობაში მოხდა. ეს ორდღიანი კრიმინალური ქრონიკა იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლება სიტუაციას ან ვერ აკონტროლებს, ან არ სურს, რომ გააკონტროლოს. ხელისუფლების ასეთი მიდგომა დანაშაულის მიმართ კრიმინალებს „გზას უხსნის“, საბოლოოდ კი ეს ყველაფერი ქვეყნის იმიჯს სერიოზულ ზიანს აყენებს.



„კომერსანტი გაზრდილ კრიმინოგენურ მდგომარეობაზე ყოველთვის წერდა და ახლაც, მიუხედავად იმისა, ჩვენ ბიზნეს-გამოცემა ვართ, ასეთ თემებს გვერდს ისევ ვერ ავუვლით და ვერც რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ. დანაშაულის ოფიციალური სტატისტიკა მართალია, ყოველთვიურად აღარ ქვეყნდება, მაგრამ მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით შეუიარაღებელი თვალითაც ადვილი შესამჩნევია, რომ კრიმინოგენური სტატისტიკის მაჩვენებელი გაზრდილია.


მართალია გაზრდილია გახსნის მაჩვენებელიც, თუმცა მეორე მხრივ, საგანგაშოა, რომ ვერ ხერხდება დანაშაულებების პრევენცია.


„კომერსანტი კიდევ ერთხელ შეახსენებს ხელისუფლებას, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა არის ქვეყანაში მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა. ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხო ცხოვრება.


„კომერსანტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, განსაკუთრებით კი პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, რომ ნუ დახუჭავენ თვალს გაზრდილ კრიმინოგენურ მდგომარეობაზე, რადგან ეს არა მარტო კრიმინალების პირდაპირ მსხვერპლს, არამედ მთლიანად ქვეყანას აზარალებს. ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებაზე ბევრად არის დამოკიდებული თითოელი მოქალაქის უსაფრთხოება. თუ ხელისუფლებას კრიმინალი ხელიდან „გაექცა, ეს ცხადია, არც ბიზნესზე აისახება დადებითად. ნურავინ ნუ გაიმართლებს თავს იმით, რომ კრიმინალი ყველა ქვეყანაში ხდება, რადგან იქ, სადაც კრიმინალის მაღალი მაჩვენებელია, ეკონომიკა და ბიზნესი ვერ ვითარდება.



„კომერსანტი“




მომავალი წლის ფინანსური პრიორიტეტები და მთავარი პროექტები - ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან

person access_time2017-12-17 11:51:15
13 დეკემბერს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. გაირკვა, რომ მომავალ წელს მთავრობა 12...

სივრცის გაფართოება აივნის ხარჯზე - „თანამედროვე არქიტექტურა“ (ფოტო)

person access_time2017-12-17 11:00:32
დიდ მეგაპოლისებში მცხოვრებმა ადამიანებმა იციან, რომ ბინებში ადგილი არასაკმარისია და ყველა საშუალებას იყენებენ სივრცის გაფართოებისთვის. დიდ ქალაქებში კვადრატული მეტრის ღირებულება საკმაოდ ძვირია, ამიტომ ადამიანები ყიდულობენ მცირე ზომის ფართს.  პატარა ბინების მეპატრონეები ყველა ვარიანტს იყენებენ გაფართოებისთვის. ყველაზე პოპულარულია გაფართოება აივნის ხარჯზე. საბოლოო ჯამში, ასეთი „არქიტექტურული შედევრი“ შესაძლოა, ხელს უშლიდეს მეზობლებს და ასევე, ის საფრთხის შემცველი იყოს...

1 ლარად ნაჩუქარი ოფშორი საქართველოში ბიტკოინის მოპოვებისთვის

person access_time2017-12-17 13:00:39
...

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 40 მლნ გამოყო

person access_time2017-12-16 12:49:29
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 660-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის...

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა (ფოტო)

person access_time2017-12-16 09:35:30
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე 15 დეკემბერს თბილისის დროით ზუსტად 20:00 საათზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ...


მსგავსი სიახლეები