აშშ-ის გაფრხილება, ევროპაში ტერაქტების საფრთხეზე

access_time2017-11-17 11:50:30

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით დღესასწაულების პერიოდში, ტერორისტული აქტების განხორციელების გაზრდილ საფრთხეზე გააფრთხილა.

 

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

„აშშ-ის მოქალაქეებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ევროპის ქვეყნებში სადღესასწაულო ფესტივალებზე ან სხვა ღონისძიებებზე ყოფნისას. ახლახან მომხდარი ინციდენტები საფრანგეთში, რუსეთში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში და ფინეთში ცხადყოფენ, რომ „ისლამურ სახელმწიფოს და „ალ-ქაიდას“, ასევე მათ თანამზრახველებს შეუძლიათ ევროპაში ტერაქტების დაგეგმვა და განხორციელება. აშშ-ის მოქალაქეებმა მუდმივად უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ტერორისტები და ექსტრემისტები თავდასხმის ობიექტად ხშირად ირჩევენ დიდ მაღაზიებს, სატრანსპორტო კვანძებს და მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილებს.

 

„ინტერპრესნიუსი“



მომავალი წლის ფინანსური პრიორიტეტები და მთავარი პროექტები - ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან

person access_time2017-12-17 11:51:15
13 დეკემბერს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. გაირკვა, რომ მომავალ წელს მთავრობა 12...

სივრცის გაფართოება აივნის ხარჯზე - „თანამედროვე არქიტექტურა“ (ფოტო)

person access_time2017-12-17 11:00:32
დიდ მეგაპოლისებში მცხოვრებმა ადამიანებმა იციან, რომ ბინებში ადგილი არასაკმარისია და ყველა საშუალებას იყენებენ სივრცის გაფართოებისთვის. დიდ ქალაქებში კვადრატული მეტრის ღირებულება საკმაოდ ძვირია, ამიტომ ადამიანები ყიდულობენ მცირე ზომის ფართს.  პატარა ბინების მეპატრონეები ყველა ვარიანტს იყენებენ გაფართოებისთვის. ყველაზე პოპულარულია გაფართოება აივნის ხარჯზე. საბოლოო ჯამში, ასეთი „არქიტექტურული შედევრი“ შესაძლოა, ხელს უშლიდეს მეზობლებს და ასევე, ის საფრთხის შემცველი იყოს...

1 ლარად ნაჩუქარი ოფშორი საქართველოში ბიტკოინის მოპოვებისთვის

person access_time2017-12-17 13:00:39
...

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 40 მლნ გამოყო

person access_time2017-12-16 12:49:29
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 660-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის...

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა (ფოტო)

person access_time2017-12-16 09:35:30
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე 15 დეკემბერს თბილისის დროით ზუსტად 20:00 საათზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ...


მსგავსი სიახლეები