„სტრუქტურული რეფორმა მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან თვისობრივ ცვლილებებს მართვის ხარისხის თვალსაზრისით“

access_time2017-11-15 10:35:26


მართვის ხარისხის თვალსაზრისით სტრუქტურული რეფორმა მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან თვისობრივ ცვლილებებს მართვის ხარისხისა და შედეგების მიღწევის თვალსაზრისით, რასაც ჩვენ ყველანი დავინახავთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელსაც მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა ესწრება.


„სხდომის დაწყებამდე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმების წამოწყების მნიშვნელობას, რომელიც უკვე დავაანონსეთ. არ შევჩერდები დეტალებზე. ეს არის რეფორმა, რომელიც მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან თვისობრივ ცვლილებებს მართვის ხარისხში და შედეგების მიღწევის თვალსაზრისითაც ჩვენ ყველანი ამას დავინახავთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.


მთავრობის მეთაურმა ფინანსთა ახალ მინისტრს, მამუკა ბახტაძეს და განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მათი გუნდის წევრობა მიულოცა.



„მამუკა ამ დარბაზში ბევრჯერ ყოფილა და ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განგვიხილავს. მიხეილი პირველადააა ჩვენთან ერთად მთავრობის სხდომაზე და მინდა წარმატება გისურვოთ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ დიდი წარმატებით გაართმევთ თავს იმ ძალიან მნიშვნელოვან ამოცანებს, რომელებიც თქვენს უწყებებში არსებობს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.


პრემეირ-მინსიტრმა ასევე მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა უკვე ყოფილ მინისტრ გიორგი მღებრიშვილს და განათლების ყოფილ მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას.


„ვფიქრობ, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რომელის საკანონმდებლო უზრუნველყოფის პაკეტი დღეს გამოგვაქვს მთავრობის სხდოომაზე. იმედი მაქვს, რომ დავამტკიცებთ და პარლამენტში გადავაგზავნით“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.






მერია „სითი პარკს“ სიურპრიზს უმზადებს

person access_time2018-02-19 08:50:27
დაახლოებით ერთ თვეში,თბილისის მერია „სითი პარკთან“ დაკავშირებით ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. „კომერსანტის“ მცდელობის მიუხედავად, მერიაში სიახლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავეს.  „ახლა „სითი პარკთან“ დაკავშირებით  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესია, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით დეტალებს. დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას შევატყობინებთ ახალ ინფორმაციას“, - განაცხადეს მერიაში. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციისათვის „სითი პარკს“...

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....


მსგავსი სიახლეები