კახა კალაძის დავალებით, წურწუმიას ქუჩაზე გზის საფარის დაგება ხვალ დაიწყება

access_time2017-11-14 19:26:23

წურწუმიას ქუჩაზე გზის საფარის დაგება ხვალ დილიდან დაიწყება,-ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ წურწუმიას ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების გაცნობის შემდეგ განაცხადა.

 

თბილისის მერიის ინფორმაციით, კახა კალაძე წურწუმიას ქუჩის მოსახლეობასაც გაესაუბრა და პროექტის განხორციელებისას შექმნილი დისკომფორტისთვის მათ ბოდიში მოუხადა.

 

„წურწუმიას ქუჩაზე ვიმყოფებით, სადაც მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები. აქ, ფაქტობრივად, ყველაფერი გამოიცვალა - მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრეები, თუმცა მოსახლეობა ცოტა უკმაყოფილო იყო არსებული მდგომარეობით და ძალიან ბევრი წერილი შემომივიდა პირადად მე ფეისბუქზე. მოვედით, მოვინახულეთ არსებული სიტუაცია და დავალება იქნა გაცემული, რომ ხვალიდან უკვე დაიწყოს გზის საფარის სამუშაოები, გზის დაგება და ძალიან მალე დასრულდება ამ კონკრეტული ქუჩის რეაბილიტაცია. კიდევ ერთხელ მინდა, ბოდიში მოვუხადო ადგილობრივ მცხოვრებლებს, მოსახლეობას, მაგრამ ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტები ხშირ შემთხვევაში იწვევს ხოლმე მსგავსი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობას. ჩვენ როდესაც განვახორციელებთ პროექტს, იქ ყველაფერი იქნება გაკეთებული, მიწისქვეშა სამუშაოებს ვგულისხმობ - კანალიზაცია, სანიაღვრეები, წყლის მილები და ა.შ. რომ მერე, წლების განმავლობაში პრობლემა აღარ შეიქმნას," - აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

 

ეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ავლაბრის მოედნიდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე მონაკვეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ახორციელებს. პროექტი ნ. ირბახის, ა. წურწუმიას, ავლიპ ზურაბიშვილის ქუჩების სრულ, ხოლო თელავის ქუჩის მონაკვეთის კაპიტალურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 2,2 კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა ტროტუარები ახალი ბაზალტის ბორდიურებით, დაიგება გზის სრულიად ახალი საფარი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს. ამ ეტაპზე, უკვე დასრულებულია სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია - ზურაბიშვილის ქუჩასა და ირბახის ქუჩის მონაკვეთზე. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები საგზაო საფარის მოსაწყობად.

 

 

 

 



„გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან“ - შს მინისტრი ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

person access_time2017-11-23 11:47:50
საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას იმის შესახებ, საქართველოს გარდა, რომელ ქვეყნებში მიმდინარეობს გამოძიება გუშინ გამოვლენილ დანაშაულებრივ ჯგუფთან დაკავშირებით. „იყო ნათქვამი და ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ,- განაცხადა გახარიამ. რაც შეეხება იმას, შეგვიძლია თუ არა...

„ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე შიშის საფუძველი არ არსებობს„

person access_time2017-11-22 20:59:28
ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე შიშის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა რეფერალურ საავადმყოფოში განაცხადა, სადაც დაჭრილი სამართალდამცველები მოინახულა. მან დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა, ასევე მადლობა გადაუხადა სუს-სა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის თანამშროლებს. „როგორც იცით, დასრულდა სპეცოპერაცია. სამწუხაროდ, გვაქვს მსხვერპლი - სპეცრაზმის ერთი თანამშორმელი დაიღუპა....

კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი, ლიკვიდირებულია - 3

person access_time2017-11-22 19:11:07
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი და 3 ლიკვიდირებულია - ამის შესახებ 19 საათზე გამართულ ბრიფინგზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.   მისი ინფორმაციით, სპეცოპერაციისას დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 თანამშრომელი და 2 დაიჭრა. დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელიც....

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში, თბილისის მერია დროებითი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს

person access_time2017-11-22 18:22:13
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობას, სადაც კონტრტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობდა, საჭიროების შემთხვევაში, დედაქალაქის მერია დროებითი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.    როგორც მან აღნიშნა, გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შესახებ განმარტებას შესაბამისი სტრუქტურები გააკეთებენ და საზოგადოებას მომხდარის შესახებ ინფორმაციას...

როგორ გამოიყურება თსუ-ს ახალი სტუდენტური საცხოვრებელი, რომელიც უახლოეს დღეებში მიიღებს ახალგაზრდებს (ფოტო)

person access_time2017-11-23 18:30:25
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 320-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ აშენდა, ჯერ არ გახსნილა. თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, საერთო საცხოვრებელში ინვენტარის შეტანისა და სტუდენტთა რეგისტრაციის პროცესი უკვე დასრულებულია, - ამჟამად მიმდინარეობს სტუდენტთა განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით შერჩევა და მათი შესახლება უახლოეს დღეებში მოხდება, - განმარტავენ თსუ-ში. ახალი სტუდენტური...


მსგავსი სიახლეები