რატომ გახდა აუცილებელი საყოველთაო ტექდათვალიერების გადავადება? - მთავრობა პროცესში ინფრასტრუქტურულ ხარვეზს აღიარებს

რატომ გახდა აუცილებელი საყოველთაო ტექდათვალიერების გადავადება? - მთავრობა პროცესში ინფრასტრუქტურულ ხარვეზს აღიარებს

access_time2017-11-14 17:20:43

ეკონომიკის სამინისტრო ტექდათვალიერების ამოქმედებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას „კომერსანტთან“ აკეთებს. ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ქეთევან სალუქვაძის ინფორმაციით, ტექდათვალიერების ამოქმედება მსუბუქი ავტომობილებისთვის არ გადავადებულა, უბრალოდ ვადები დაკორექტირდა. 


როგორც ცნობილია, ”საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონის გარდამავალი დებულებებიდან ამოღებულია ის მუხლი, რომლითაც საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და რეგისტრირებული ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება ახალი წლიდან სავალდებულო ტექდათვალიერებას ექვემდებარება.


სალუქვაძე განმარტავს, რომ მუშავდება გრაფიკი, რომლის მიხედვით, ორი წლის განმავლობაში ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას ტექნიკური ინსპექტირების გავლა მოუწევს.


„გადავადებით არაფერი არ გადავადებულა. როგორც აქამდე იყო საზოგადოებისთვის ცნობილი, ყველაფერი ისეა - 2018 წლის 1-ელი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დაიწყება და შეეხება მთლიან ავტოპარკს. მისი სრული მოცვა 2 წლის განმავლობაში მოხდება. ნორმის ცვლილება არ მომხდარა. უბრალოდ, კანონპროექტიდან ამოღებულ იქნა შარშან შეტანილი ცვლილება, რომლითაც გაწერილი იყო, რომ 2018 წლის იანვრიდან მთლიანად პარკის დაფარვა მოხდებოდა“-აცხადებს სალუქვაძე.


მისი განცხადებით, ფიზიკურად შეუძლებელია 1.2 მილიონი დარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ერთდრულად პერიოდული ინსპექტირების გავლა. როგორც სალუქვაძე აცხადებს, კანონში ცვლილებაც აქედან გამომდინარეობდა. მისი განმარტებით, პერიოდულობა გაწერილი იქნება ტექნიკურ რეგლამენტში, რომელიც მთავრობას აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემდეგ წარედგინება.


კითხვაზე, რატომ ვერ გათვალა მთავრობამ რეფორმის დაანონსების დროს ის, რომ ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა ყველა დარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის პერიოდული ინსპექტირების ერთდროულად გავლა, სალუქვაძე განმარტავს, რომ ეს ცვლილება შეტანილ იქნა დაახლოებით 1 წლის წინ. გარდა ამისა, მაშინ ცნობილი არ იყო ტესტირების რამდენი ცენტრი შეიძლებოდა ქვეყანაში ყოფილიყო.



„ახლა განხორციელებული კონსულტაციის საფუძველზე დღეს 26 ტესტირების ობიექტია, ორჯერ ამდენიც რომ იყოს, შეუძლებელია მოხდეს ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების ერთდროულად მოცვა. დაკორექტირებაც ამიტომ მოხდა“, - აცხადებს სალუქვაძე.


რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის საჭირო მაინცდამაინც 2 წლიანი ვადა ტექდათვალიერების სრულად ასამოქმედებლად, სალუქვაძე ამბობს, რომ მსგავსი რეფორმის განსახორციელებლად, ზოგიერთ ქვეყანაში გაცილებით მეტი დრო დასჭირდათ. 


„მაგალითად, შვედეთში სავალდებული ტესტირება 15 წელია მიმდინარეობს. სხვა ევროპულ ქვეყნებში 5 წელიწადი იყო. როდესას ექსპერტებთან ერთად შევისწავლეთ როგორც ტესტირების ცენტრების რაოდენობა, ისე ქვეყანაში არსებული ავტოპარკი, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, პროცესის 2 წლის განმავლობაში გაგრძელება. ეს გადაწყვეტილება რეფორმის მოწესრიგებულად განხორციელებისთვის იქნა მიღებული “-აცხადებს სალუქვაძე.

 

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 



აჭარის ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები ნორვეგია, ინდოეთი და თურქეთია

აჭარის ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები ნორვეგია, ინდოეთი და თურქეთია
person access_time2018-04-27 09:50:00
 ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობით საქართველოს რეგიონებს შორისაჭარა ლიდერობს. საქსტატის მონაცემებით, 2013 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, მხოლოდ ავტონომიურ რესპუბლიკაში, 740 მილიონ  198 ათასი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური კაპიტალდაბანდება განხორციელდა, რაც საერთო მოცულობის 9,3%–ს შეადგენს. ამ პერიოდში ინვესტიციებმა  ჯამში 7 მილიარდ 955 მილიონ 875 ათას აშშ დოლარს მიაღწია. დედაქალაქის შემდეგ აჭარას ყველაზე მაღალი მაჩვენებლები...

პოზიციურ-ოპოზიციური შეფასებები ბიძინა ივანიშვილის საჯაროდ პოლიტიკაში დაბრუნებაზე

 პოზიციურ-ოპოზიციური შეფასებები ბიძინა ივანიშვილის საჯაროდ პოლიტიკაში დაბრუნებაზე
person access_time2018-04-26 23:40:00
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე   საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, რათა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ჩვენი პარტია და საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, როგორც ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება. ამას სჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა, რესურსი და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიას სათავეში ჩაუდგება ბიძინა...

სკანდალი და კორუფციის ეჭვები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში

სკანდალი და კორუფციის ეჭვები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში
person access_time2018-04-26 20:40:56
  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მწვავე დებატები გაიმართა, სადაც დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის მომზადებულ ანგარიშს განიხილავენ. ანგარიშის მიხედვით, ასამბლეის მოქმედი და ყოფილი წევრები აზერბაიჯანის ლობირების სანაცვლოდ დიდ თანხას იღებდნენ. სკანდალური ანგარიშის გამო თანამდებობა უკვე დატოვა ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე ცეზარ ფლორინ პრედამ. ევროსაბჭომ უნდა გადაწყვიტოს, როგორი იქნება მისი რეაქცია ამ ანგარიშზე. 220-გვერდიან ანგარიშში,...

BLB კახა ასლანიშვილის განცხადებებზე - გავრცელებული ცნობები არ შეესაბამება სინამდვილეს

BLB კახა ასლანიშვილის განცხადებებზე - გავრცელებული ცნობები არ შეესაბამება სინამდვილეს
person access_time2018-04-26 15:00:46
მედია-საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სადაც სს„სარაჯიშვილის“ ადვოკატმა კახა ასლანიშვილმა Microsoft-საქართველო და საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელი  კახა შარაბიძე არაუფლებამოსილი ქმედებების განხორციელებაში დაადანაშაულა, კომერსანტმა შარაბიძის მოკლე კომენტარი უკვე გამოაქვეყნა.  დღეს იურიდიულმა ფირმამ „ბიზნეს ლიგალ ბიურომ” კომერსანტს  წერილობით  მიმართა და სთხოვა, საკუთარი პოზიციის უფრო ვრცლად დაფიქსირება ადვოკატ ასლანიშვილის...

ბიზნესისთვის ივანიშვილის დაბრუნება დამატებითი სტაბილურობის გარანტია

ბიზნესისთვის ივანიშვილის დაბრუნება დამატებითი სტაბილურობის გარანტია
person access_time2018-04-27 09:00:00
„ბიზნესმენებისთვის ივანიშვილის დაბრუნება პრობლემების და სირთულეების სწრაფად გადალახვისთვის გადადგმული დადებითი ნაბიჯი იქნება“, - ასე ეხმაურება ბიზნესი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მმართველ გუნდში დაბრუნდებას.   „კომერსანტთან“ საუბრისას, ბიზნესმენებს ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით ერთგავროვანი, პოზიტიური მოსაზრებები აქვთ. ჩვენს მიერ გამოკითხული რესპოდენტები მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი ახალი ინიციატივებისთვის და ბიზნესში არსებული...


მსგავსი სიახლეები