ბიზნეს-ასოციაცია: „ბიზნესი ფინანსთა ახალი მინისტრისგან წინამორბედის კურსის გაგრძელებას ელოდება“

access_time2017-11-14 19:30:13

 „წარმოდგენილი სტრუქტურული რეფორმა ცალსახად დადებითად შეგვიძლია შევაფასოთ“,-ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის იურიდიულ ანალიტიკოსმა ნიკა ნანუაშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ისაუბრა.


ნიკა ნანუაშვილი რეფორმის შედეგად ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასაც პროგნოზირებს.


„წარმოდგენილი სტრუქტურული რეფორმა ცალსახად დადებითად შეგვიძლია შევაფასოთ, იმიტომ, რომ ამ პროცესში სამინისტროების ოპტიმიზაცია ხდება, მოხდება შესაბამისი საბიუჯეტო ხარჯების შემცირებაც. სამინისტროების შემცირების პერსპექტივა კიდევ არსებობს, რადგან რესტრუქტურიზაცია და ოპტიმიზაცია არ არის შედეგი, ეს არის გრძელვადიანი პროცესი. რაც შეეხება მინისტრების ხშირ ცვლილებას, ეკონომიკური გუნდი რჩება იგივე და ბიზნესისთვის ეს ადამიანები უცხოები არ არიან, მთავარია, რომ არსებული ეკონომიკური პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება მუშაობა და ბიზნესისთვის ბევრი არაფერი არ შეიცვლება“,-განაცხადა ნანუაშვილმა.


მისივე თქმით ბიზნესი ფინანსთა ახალი მინისტრისგან წინამორდების კურსის გაგრძელებას ელოდება.



„რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს ბიზნესის თვალთახედვით, ამ სამინისტრომ ბოლო წლების განმავლობაში ბიუროკრატიის შემცირებასთან დაკავშირებით სერიოზული პროგრესი განიცადა, ასევე ბიზნესთან კომუნიკაციის კუთხით. ამის არდანახვა შეუძლებელია და ამაზე ბიზნესიც საუბრობს და ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ეს დადებითი დინამიკა მხოლოდ გაგრძელდება, რადგან ბატონი მამუკა ბახტაძე ბიზნესისთვის უცხო არ არის“,-ამბობს ნინუაშვილი.



„კომერსანტი“

 

 




ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს (ფოტოები)

person access_time2018-01-22 19:50:56
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მღვიმის ტერიტორიაზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე, გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე, მოეწყო ტურისტული ბილიკი.   ნავენახევის მღვიმე...

ქარის და მზის ენერგიები, პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო

person access_time2018-01-22 17:30:19
 ქარის და მზის ენერგიები პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო, - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ზვიად გაჩეჩილაძე GBC-სთან  განახლებადი ენერგიების  პოტენციალს...

„ირანიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო, საექსპორტო ცხვრის ფასმა მოიმატა“

person access_time2018-01-22 16:30:07
ქართულ ცხვარს რეალიზაციის და ექსპორტზე გატანის პრობლემა აღარ აქვს. სექტორის წარმომადგენლები არანაკლებ სირთულეს   რუსეთიდან შემოსულ ცხვარში ხედავენ, რომელიც საქართველოში იკვლება და ირანში ქართული ხორცის სახელით გადის. როგორც „კომერსანტს“  „მეცხვარეთა ასოციაციის  თავმჯდომარე  ბექა გონაშვილმა განუცხადა, საქართველოდან გასული ცხვრის ქართული და რუსული ხორცი უნდა გაიმიჯნოს, რადგან ექსპორტიორი ქვეყანა შეცდომაში...

Wall Street-ის ანალიტიკოსი: ბიტკოინის ფასი 90%-ით გაუფასურდება

person access_time2018-01-22 20:30:51
Bleakley Advisory Group-ის საინვესტიციო ოფიცერი, პეტერ ბუკვარი კრიპტოსამყაროს მასიურ ვარდნას პროგნოზირებს. მისი განცხადებით, კრიპტოსამყარო მასიური საპნის ბუშტია, რომლის გასკდომის დროც ახლოვდება.   „როდესაც რაიმე ასეთი ტიპის პარაბოლას ემსგავსება, ის აუცილებლად უბრუნებდა იმ საწყისს, საიდანაც პარაბოლამ ზრდა დაიწყო,“ განაცხადა მან CNBC-სთან საუბრისას.   ბუკვარის ვარაუდით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბიტკოინის ღირებულება 90%-ით გაუფასურდება. „ნამდვილად არ...

EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...


მსგავსი სიახლეები