„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში“ რეგისტრაცია გრძელდება

access_time2017-11-14 13:13:36

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში" რეგისტრაცია 18 ნოემბრამდე გაგრძელდა. როგორც "კომერსანტს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზეwww.acda.gov.ge არის შესაძლებელი.


პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს, რაციონალურად და სწორად მოხდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების გამოყენება. ამ მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლების წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11 მეპაიეს და მფლობელობაში გააჩნიათ არანაკლებ 200 სული ფური ან/და დეკეული იჯარით გადაეცემათ სათიბ-საძოვრები და შესაბამისი აღჭურვილობა - ტრაქტორები, სათიბები, ასევე სხვა საჭირო ინვენტარი. კოოპერატივებს გადაეცემა ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე სათიბი, არანაკლებ 0,5 და არაუმეტეს 2 ჰა, ხოლო, საძოვრის ფართობი ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე არანაკლებ 1 და არაუმეტეს 2 ჰა. პროგრამაში ჩართული კოოპერატივები ასევე მიიღებენ ტრაქტორს, გუთანს, როტაციულ და სეგმენტურ სათიბელას, ფოცხს, მოთიბული მასის დამწნეხსა და მისაბმელს ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.
პროგრამა მოიცავს 29 მუნიციპალიტეტის წალკის, თეთრიწყაროს, დმანისის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის, მცხეთის, ყაზბეგის, თიანეთის, დუშეთის, კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, საგარეჯოს, ახმეტის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, ჩოხატაურის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ხულოს მუნიციპალიტეტების იმ დასახლებებს, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილება.

 

 

 


დაგეგმილია დუშეთის მუნიციპალიტეტში,უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში რძის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება.
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენება" კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გააუმჯობესებას და მათთვის კეთილდღეობის შექმნას შეუწყოს ხელს.

 

 

 



„გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან“ - შს მინისტრი ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

person access_time2017-11-23 11:47:50
საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას იმის შესახებ, საქართველოს გარდა, რომელ ქვეყნებში მიმდინარეობს გამოძიება გუშინ გამოვლენილ დანაშაულებრივ ჯგუფთან დაკავშირებით. „იყო ნათქვამი და ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ,- განაცხადა გახარიამ. რაც შეეხება იმას, შეგვიძლია თუ არა...

„ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე შიშის საფუძველი არ არსებობს„

person access_time2017-11-22 20:59:28
ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე შიშის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა რეფერალურ საავადმყოფოში განაცხადა, სადაც დაჭრილი სამართალდამცველები მოინახულა. მან დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა, ასევე მადლობა გადაუხადა სუს-სა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის თანამშროლებს. „როგორც იცით, დასრულდა სპეცოპერაცია. სამწუხაროდ, გვაქვს მსხვერპლი - სპეცრაზმის ერთი თანამშორმელი დაიღუპა....

კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი, ლიკვიდირებულია - 3

person access_time2017-11-22 19:11:07
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი და 3 ლიკვიდირებულია - ამის შესახებ 19 საათზე გამართულ ბრიფინგზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.   მისი ინფორმაციით, სპეცოპერაციისას დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 თანამშრომელი და 2 დაიჭრა. დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელიც....

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში, თბილისის მერია დროებითი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს

person access_time2017-11-22 18:22:13
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობას, სადაც კონტრტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობდა, საჭიროების შემთხვევაში, დედაქალაქის მერია დროებითი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.    როგორც მან აღნიშნა, გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შესახებ განმარტებას შესაბამისი სტრუქტურები გააკეთებენ და საზოგადოებას მომხდარის შესახებ ინფორმაციას...

როგორ გამოიყურება თსუ-ს ახალი სტუდენტური საცხოვრებელი, რომელიც უახლოეს დღეებში მიიღებს ახალგაზრდებს (ფოტო)

person access_time2017-11-23 18:30:25
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 320-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ აშენდა, ჯერ არ გახსნილა. თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, საერთო საცხოვრებელში ინვენტარის შეტანისა და სტუდენტთა რეგისტრაციის პროცესი უკვე დასრულებულია, - ამჟამად მიმდინარეობს სტუდენტთა განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით შერჩევა და მათი შესახლება უახლოეს დღეებში მოხდება, - განმარტავენ თსუ-ში. ახალი სტუდენტური...


მსგავსი სიახლეები