„საწვავის ფასის შემდგომი ტენდენცია დამოკიდებული იქნება საერთაშორისო ფასებზე Platt’s-ის მიხედვით და ლარის კურსზე დოლართან მიმართებაში“

access_time2017-11-14 12:07:59

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში ნავთობის ფასი იზრდება და დაახლოებით ბოლო 2 წლის მაქსიმუმ მაჩვენებელზე დგას.


კერძოდ, კავშირის ცნობით, დღეისთვის ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 63.16 დოლარი/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა - 56.76 დოლარი/ბარელზე.


„ნავთობის ფასის ზრდა ძირითადად განპირობებულია „ოპეკი +"-ის წევრთა მიერ ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმების გაგრძელების პერსპექტივით. კერძოდ, როგორც ცნობილია 2016 წლის ბოლოს ოპეკის წევრმა და რამოდენიმე არაწევრმა ქვეყენამ მიიღეს გადაწყვეტილება ნავთობის ყოველდღიური მოპოვების კვოტების 1,8 მლნ ბარელით შემცირებასთან დაკავშირებით. აღნიშნული შეთანხმება დაიდო 2017 წლის პირველი 6 თვის ვადით მისი შესაძლო გაგრძელების პერსპექტივით. 2017 წლის მაისში ის გაგრძელდა კიდევ 9 თვით 2018 წლის მარტის ბოლომდე. მ/წლის 30 ნოემბერს ვენაში დაგეგმილია „ოპეკი +"-ის მორიგი შეხვედრა, სადაც სავარაუდოდ მოხდება აღნიშნული შეთანხმების გაგრძელების საკითხის განხილვა.


ოქტომბრის თვიდან მოყოლებული მოხდა საერთაშორისო ფასების ზრდა ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platts-ის მიხედვით, რომლის მიხედვითაც ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი. კერძოდ, ბენზინის ფასი გაიზარდა საშუალოდ 70-80 დოლარით/ტონაზე, ხოლო დიზელის საწვავის - 40-50 დოლარით/ტონაზე.


უნდა აღინიშნოს ასევე საქართველოს ეროვნული ვალუტის - ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში. შედარებისათვის, ოქტომბრის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,4764 ერთეულს, ხოლო დღეისათვის - 2,6538 ერთეულს.


საერთაშორისო ფასის ზრდისა და ლარის გაუფასურების პირობებში დოლართან მიმართებაში მოხდა ასევე საწვავის ფასის ზრდა საქართველოს საცალო ქსელში. კერძოდ, ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში მოხდა რეგულარი ტიპის ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასის მატება: ევრო დიზელის საწვავის - საშუალოდ 6-11 თეთრით ლიტრაზე, რეგულარი ტიპის ბენზინის - 5-10 თეთრით/ლიტრაზე.


საწვავის ფასის შემდგომი ტენდენცია დამოკიდებული იქნება საერთაშორისო ფასებზე Platt's-ის მიხედვით და ლარის კურსზე დოლართან მიმართებაში“ - ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

 

 

 

 

 

 



მომავალი წლის ფინანსური პრიორიტეტები და მთავარი პროექტები - ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან

person access_time2017-12-17 11:51:15
13 დეკემბერს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. გაირკვა, რომ მომავალ წელს მთავრობა 12...

სივრცის გაფართოება აივნის ხარჯზე - „თანამედროვე არქიტექტურა“ (ფოტო)

person access_time2017-12-17 11:00:32
დიდ მეგაპოლისებში მცხოვრებმა ადამიანებმა იციან, რომ ბინებში ადგილი არასაკმარისია და ყველა საშუალებას იყენებენ სივრცის გაფართოებისთვის. დიდ ქალაქებში კვადრატული მეტრის ღირებულება საკმაოდ ძვირია, ამიტომ ადამიანები ყიდულობენ მცირე ზომის ფართს.  პატარა ბინების მეპატრონეები ყველა ვარიანტს იყენებენ გაფართოებისთვის. ყველაზე პოპულარულია გაფართოება აივნის ხარჯზე. საბოლოო ჯამში, ასეთი „არქიტექტურული შედევრი“ შესაძლოა, ხელს უშლიდეს მეზობლებს და ასევე, ის საფრთხის შემცველი იყოს...

1 ლარად ნაჩუქარი ოფშორი საქართველოში ბიტკოინის მოპოვებისთვის

person access_time2017-12-17 13:00:39
...

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 40 მლნ გამოყო

person access_time2017-12-16 12:49:29
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 660-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის...

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა (ფოტო)

person access_time2017-12-16 09:35:30
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე 15 დეკემბერს თბილისის დროით ზუსტად 20:00 საათზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ...


მსგავსი სიახლეები