„მსოფლიო მედია საუბრობს იმაზე, რომ ღვინო არის 8 000 წლის და ზუსტად 8 000 წლის წინ დაიბადა საქართველოში“

access_time2017-11-14 11:59:13

დღეს უკვე მსოფლიოში პოპულარული პრესა და ბევრი საინფორმაციო სააგენტო საუბრობს იმაზე, რომ ღვინო არის 8 000 წლის და ღვინო ზუსტად 8 000 წლის წინ დაიბადა საქართველოში , - ამის შესახებ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სასტუმრო ”რედისონში” განუცხადა, სადაც ”ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის სახელმწიფო პროექტის” დასრულებაზე საზოგადოებას მსოფლიო მნიშვნელობის შედეგები წარედგინა.


ლევან დავითაშვილმა ამერიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალში DNAS გამოქვეყნებულ სტატიაზე ისაუბრა, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური გათხრები ადასტურებს, რომ აქ მოსახლე ტომები ღვინოს ჯერ კიდევ 8 000 წლის წინ აყენებდნენ. ლევან დავითაშვილის თქმით, ამ სტატიით, რაც ინდუსტრიისა და ქვეყნის რეპუტაციისთვის არის მნიშვნელოვანი, ყველაფერი გამყარებულია.


”დღეს მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენ არ შეგვეძლო ხაზგასმით და გადაჭრით გვესაუბრა იმ სამეცნიერო კვლევების შედეგებზე, რომელიც 2013 წელს დაიწყო ღვინის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, ეროვნული მუზეუმის დაფინანსებით და ასოციაცია ”ქართული ღვინის” ინიციატივით იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა ასეთი შეთანხმება ამერიკის მეცნიერებათა აკადემიასთან, ვიდრე არ გამოქვეყნდებოდა ოფიციალური სამეცნიერო სტატია, ჩვენ ვერ ვისაუბრებდით მასმედიასთან შედეგებზე. იცით, რომ ეს სტატია 13 ნოემბერს გამოქვეყნდა. დღეს უკვე მსოფლიოში პოპულალური პრესა National Geographic და ბევრი სხვა საინფორმაციო სააგენტო საუბრობს იმაზე, რომ ღვინო არის 8 000 წლის და ღვინო ზუსტად 8 000 წლის წინ დაიბადა საქართველოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მეცნიერული აღმოჩენა, რაც საშუალებას მოგვცემს ჩვენი კულტურის კომუნიკაცია მოვახდინოთ მთელ მსოფლიოში. საქართველო ახლებურად, სხვა ჭრილში, უფრო საინტერესოდ ვაჩვენოთ მსოფლიოს საზოგადოებას”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.



აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში FNAS გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით ”საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან”. სტატიაში საუბარია საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ არქეოლოგიური მასალის ახლად ჩატარებული მულტიდიციპლინარული კვლევის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ აქ მოსახლე ტომები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ. წ. 6000-5800 წლებში, ე. ი. 8 000 წლის წინ აყენებდნენ.


დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში დოკუმენტური ფილმის ”საქართველო ღვინის სამშობლო” ჩვენებაც გაიმართა.




bpn.ge



ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს (ფოტოები)

person access_time2018-01-22 19:50:56
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მღვიმის ტერიტორიაზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე, გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე, მოეწყო ტურისტული ბილიკი.   ნავენახევის მღვიმე...

ქარის და მზის ენერგიები, პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო

person access_time2018-01-22 17:30:19
 ქარის და მზის ენერგიები პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო, - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ზვიად გაჩეჩილაძე GBC-სთან  განახლებადი ენერგიების  პოტენციალს...

„ირანიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო, საექსპორტო ცხვრის ფასმა მოიმატა“

person access_time2018-01-22 16:30:07
ქართულ ცხვარს რეალიზაციის და ექსპორტზე გატანის პრობლემა აღარ აქვს. სექტორის წარმომადგენლები არანაკლებ სირთულეს   რუსეთიდან შემოსულ ცხვარში ხედავენ, რომელიც საქართველოში იკვლება და ირანში ქართული ხორცის სახელით გადის. როგორც „კომერსანტს“  „მეცხვარეთა ასოციაციის  თავმჯდომარე  ბექა გონაშვილმა განუცხადა, საქართველოდან გასული ცხვრის ქართული და რუსული ხორცი უნდა გაიმიჯნოს, რადგან ექსპორტიორი ქვეყანა შეცდომაში...

Wall Street-ის ანალიტიკოსი: ბიტკოინის ფასი 90%-ით გაუფასურდება

person access_time2018-01-22 20:30:51
Bleakley Advisory Group-ის საინვესტიციო ოფიცერი, პეტერ ბუკვარი კრიპტოსამყაროს მასიურ ვარდნას პროგნოზირებს. მისი განცხადებით, კრიპტოსამყარო მასიური საპნის ბუშტია, რომლის გასკდომის დროც ახლოვდება.   „როდესაც რაიმე ასეთი ტიპის პარაბოლას ემსგავსება, ის აუცილებლად უბრუნებდა იმ საწყისს, საიდანაც პარაბოლამ ზრდა დაიწყო,“ განაცხადა მან CNBC-სთან საუბრისას.   ბუკვარის ვარაუდით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბიტკოინის ღირებულება 90%-ით გაუფასურდება. „ნამდვილად არ...

EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...


მსგავსი სიახლეები