2018 წლის მაისიდან სიმაღლეზე მომუშავე ადამიანებს შესაბამისი სწავლების გავლა მოუწევთ

access_time2017-11-14 11:00:12

2018 წლის 1-ლი მაისიდან სიმაღლეზე მომუშავე ყველა თანამშრომელს საერთაშორისოდ აღიარებულ სასწავლო მოდულებზე დაფუძნებული შესაბამისი სწავლება უნდა ჰქონდეს გავლილი,  აღნიშნულია „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში“.


რეგლამენტის მიხედვით, სიმაღლეზე მომუშავეებს უნდა ჩაუტარდეთ სწავლება სიმაღლიდან ვარდნის დამცავი საშუალებების შესაბამის გამოყენებაზე. პროგრამა უნდა უზრუნველყოფდეს თითოეული დასაქმებულისათვის ვარდნის საფრთხის გამოცნობის შესაძლებლობას და უნდა მოიცავდეს ამ საფრთხის მინიმუმამდე შემცირების მიზნით აუცილებელ პროცედურებს. ამასთან, დასაქმებულებს უნდა ჩაუტარდეთ სწავლება მათი ინდივიდუალური პასუხისმგებლობისა და მოვალეობების შესახებ; უბედური შემთხვევისას პირველადი დახმარების აღმოჩენის შესახებაც უნდა ჰქონდეთ სწავლება გავლილი.


ამასთან, რეგლამენტში გაწერილია თუ რა შემთხვევაში იქნება საჭირო განმეორებითი სწავლება. 


„განმეორებითი სწავლება საჭიროა იმ შემთხვევაში - როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დასაქმებული არ არის ადეკვატურად გადამზადებული; თუ გამოვლინდა, რომ დასაქმებული არ იყენებს ან/და არასწორად იყენებს დამცავ საშუალებებს; აღმოჩენილია ახალი საფრთხე; მასიური უბედური შემთხვევის დროს; პერიოდულად, სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე,“-აღნიშნულია რეგლამენტში.


ამასთან, ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, სწავლება/ტრენინგი/ინსტრუქტაჟი არანაკლებ სამ თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს. რეგლამენტის მიხედვით, ყველა სწავლება უნდა იყოს დოკუმენტირებული და უნდა მოიცავდეს შემდეგს - განხილულ მოდულებსა და საკითხებს; სწავლების ადგილს; ტრენერის სახელს/გვარს; სწავლების თარიღს; სწავლების მონაწილეთა მონაცემებს; დასაქმებულის ხელმოწერას. დამსაქმებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ტრენინგების პროგრამის შემუშავება და განხორციელება თითოეული დასაქმებულისათვის, რომელსაც შესაძლოა დაემუქროს ვარდნის საფრთხე.


რეგლამენტის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ტრენინგების პროგრამის შემუშავება და განხორციელება თითოეული დასაქმებულისათვის, რომელსაც შესაძლოა, დაემუქროს ვარდნის საფრთხე.


გარდა სწავლებისა, რეგლამენტში საუბარია ტექნიკურ საშუალებებზეც, რომელიც მშენებლობის პროცესში უნდა იყოს გამოყენებული. 


„ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით“, აღნიშნულია რეგლამენტში.




„კომერსანტი“





„გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან“ - შს მინისტრი ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

person access_time2017-11-23 11:47:50
საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას იმის შესახებ, საქართველოს გარდა, რომელ ქვეყნებში მიმდინარეობს გამოძიება გუშინ გამოვლენილ დანაშაულებრივ ჯგუფთან დაკავშირებით. „იყო ნათქვამი და ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ,- განაცხადა გახარიამ. რაც შეეხება იმას, შეგვიძლია თუ არა...

„ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე შიშის საფუძველი არ არსებობს„

person access_time2017-11-22 20:59:28
ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე შიშის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა რეფერალურ საავადმყოფოში განაცხადა, სადაც დაჭრილი სამართალდამცველები მოინახულა. მან დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა, ასევე მადლობა გადაუხადა სუს-სა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის თანამშროლებს. „როგორც იცით, დასრულდა სპეცოპერაცია. სამწუხაროდ, გვაქვს მსხვერპლი - სპეცრაზმის ერთი თანამშორმელი დაიღუპა....

კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი, ლიკვიდირებულია - 3

person access_time2017-11-22 19:11:07
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი და 3 ლიკვიდირებულია - ამის შესახებ 19 საათზე გამართულ ბრიფინგზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.   მისი ინფორმაციით, სპეცოპერაციისას დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 თანამშრომელი და 2 დაიჭრა. დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელიც....

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში, თბილისის მერია დროებითი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს

person access_time2017-11-22 18:22:13
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობას, სადაც კონტრტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობდა, საჭიროების შემთხვევაში, დედაქალაქის მერია დროებითი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.    როგორც მან აღნიშნა, გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შესახებ განმარტებას შესაბამისი სტრუქტურები გააკეთებენ და საზოგადოებას მომხდარის შესახებ ინფორმაციას...

როგორ გამოიყურება თსუ-ს ახალი სტუდენტური საცხოვრებელი, რომელიც უახლოეს დღეებში მიიღებს ახალგაზრდებს (ფოტო)

person access_time2017-11-23 18:30:25
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 320-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ აშენდა, ჯერ არ გახსნილა. თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, საერთო საცხოვრებელში ინვენტარის შეტანისა და სტუდენტთა რეგისტრაციის პროცესი უკვე დასრულებულია, - ამჟამად მიმდინარეობს სტუდენტთა განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით შერჩევა და მათი შესახლება უახლოეს დღეებში მოხდება, - განმარტავენ თსუ-ში. ახალი სტუდენტური...


მსგავსი სიახლეები