ეკა ლალიაშვილი: „თბილისის ცენტრში პარკირება ფასიანი უნდა გახდეს“

access_time2017-11-14 10:20:39

„თბილისში პარკირების დონეების განსაზღვრა აუცილებელია, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში პარკირება ფასიანი უნდა გახდეს“, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა „კომერსანტს“ განუცხადა. მისივე თქმით, აუცილებლად უნდა გადაიხედოს „სითი პარკთან“ არსებული ხელშეკრულებაც და თუ აუცილებელია, კონტრაქტში ცვლილებები უნდა განხორციელდეს.


შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მთავრობა კომპანია „სითი პარკთან“ დაკავშირებით კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობაზე არაერთხელ საუბრობდა, ჯერ კიდევ დავით ნარმანიას მერობის დროს, კომპანიასა და მერიას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოო შეთანხმება ვერ მოხდა. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ „სითი პარკთან“ კონტრაქტი გაწყდა, მერიას კომპანიისთვის ჯარიმის სახით 25 მილიონი ლარის გადახდა მოუწევს. დედაქალაქის ახალი მერის კახა კალაძის განცხადებით კი, გამორიცხული არ არის, რომ მერიამ კომპანია „სითი პარკთან“ სამართლებრივი დავა დაიწყოს.


რამდენად რეალურია, რომ სამართლებრივი გზით მოხდეს პრობლემის მოგვარება, ეკა ლალიაშვილს პასუხი არ აქვს, თუმცა მისი თქმით, კონტრაქტის გაწყვეტა აუცილებელი არ არის: „ორივე მხრიდან ნება თუ იქნა, შეიძლება კონტრაქტს წესები ჩაემატოს. იქნებ მართლა ღირდეს ამ მილიონების გადახდა, რომ სხვა კომპანიას სხვა პირობებით შემოსვლა შევთავაზოთ. თუ მხარეები მოილაპარაკებენ, ყველაფერი შესაძლებელია. მერიამ უნდა გვითხრას და დაიანგარიშოს, გვიღირს თუ არა ამ თანხის გადახდა. თუ უფრო დიდი თანხის სარგებელს მოვუტანთ ქალაქს, მაშინ შეიძლება ამ ხარჯის გაწევა ნამდვილად ღირდეს, თუ გვექნება მოლოდინი, რომ რაღაც გაუმჯობესდება.“


მისივე თქმით, „სითი პარკი“ იქნება თუ სხვა კომპანია, მთავარია, რომ დედაქალაქის ხელისუფლებამ სწორად იმოქმედოს.


„მოქალაქეებისთვის მთავარია, შეიქმნას გარემო პირობები პარკირების მხრივ, რომელიც ქალაქისთვის ხელსაყრელი იქნება. პარკირების სისტემა მოწესრიგებული არ  არის. ბუნებრივია, ვერ დავადანაშაულებთ კომპანიას იმ საკითხში, რომ  პარკირების ადგილები ცოტაა. ის პარკირების ადგილების რაოდენობის შემცირებაზე თუ ზრდაზე პასუხისმგებელი არ არის. „სითი პარკი“ იქნება თუ სხვა კომპანია, დიდი წილი ტვირთი ხელისუფლებაზე მოდის. თამაშის წესებს სწორედ ის ადგენს, მათ შორის, კერძო კომპანიის არასწორი ქცევის აღსრულებასაც. ამიტომ მერია არის პასუხისმგებელი იმაზე, რასაც დღეს „სითი პარკი“ აკეთებს. „სითი პარკისგან“ გვესმის, რომ კონტრაქტის ფარგლებში მოქმედებენ, კონტრაქტი კი ჯანსაღი არაა. ეს უნდა გამოსწორდეს.


აუცილებელია ფასიანი პარკირების არსებობა ცენტრალურ უბნებში. ეს შეიძლება მოქალაქეებისთვის მტკივნეული იყოს, მაგრამ  ქალაქისთვის სასარგებლო იქნება, თუნდაც გარემოს გაუმჯობესებისთვის. დონირება აუცილებლად უნდა მოხდეს და ცენტრალური ნაწილი იყოს განტვირთული. ცენტრში შესვლას ვერავის დავუშლით, მაგრამ იქ უნდა იყოს პარკირების ისეთი ფასი განსაზღვრული, რომ თავად მძღოლმა გადაწყვიტოს, უღირს თუ არა შესვლა და საფასურის გადახდა. ავტომობილების რაოდენობა უნდა შემცირდეს. რაც შეეხება გადასახადს, თუ რა ეღირება ფასიანი პარკინგი, ამის თქმა წინასწარ რთულია“, - აღნიშნავს ლალიაშვილი.


მისივე თქმით, ამის პარალელურად აუცილებელია ავტობუსების და ტრანსპორტის განვითარება: „როცა სახელმწიფო ერთი მხრივ მტკივნეულ რეფორმას გაატარებს, მოქალაქეებს ალტერნატივაც უნდა შესთავაზოს. მერიამ უნდა შექმნას ის გარემო, რომ მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფრო კომფორტული იყოს და კერძო ავტომობილებით ყოველდღე არ იარონ.“


რაც შეეხება მოლოდინებს, ეკა ლალიაშვილის განცხადებით, დედაქალაქის ახალი მერისა და მისი ორგანიზაციის ხედვები ძირითადად ერთმანეთს ემთხვევა.


„ახალი მერისგან საკმაოდ დიდი მოლოდინები გვაქვს. მასთან რამდენიმე შეხვედრა გვქონდა და ძირითადად  ჩვენი ხედვები ემთხვევა. ახლა იმ რეჟიმში ვართ, რომ ველოდებით, რა იქნება მათი პირველი ნაბიჯები. ვფიქრობ, რომ მერიამ გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმები უნდა გაგვაცნოს და შედეგებიც არ დააყოვნებს, თუ ამაში ფინანსური დანახარჯი და რესურსები იქნება ჩადებული, ისე ქალაქი ვერ განვითარდება. გარე რესურსები უნდა მოვიზიდოთ, საერთაშორისო ორგანიზაციები ჩავრთოთ“, - აცხადებს ეკა ლალიაშვილი.


ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

 




„გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან“ - შს მინისტრი ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

person access_time2017-11-23 11:47:50
საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას იმის შესახებ, საქართველოს გარდა, რომელ ქვეყნებში მიმდინარეობს გამოძიება გუშინ გამოვლენილ დანაშაულებრივ ჯგუფთან დაკავშირებით. „იყო ნათქვამი და ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ,- განაცხადა გახარიამ. რაც შეეხება იმას, შეგვიძლია თუ არა...

„ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე შიშის საფუძველი არ არსებობს„

person access_time2017-11-22 20:59:28
ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე შიშის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა რეფერალურ საავადმყოფოში განაცხადა, სადაც დაჭრილი სამართალდამცველები მოინახულა. მან დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა, ასევე მადლობა გადაუხადა სუს-სა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის თანამშროლებს. „როგორც იცით, დასრულდა სპეცოპერაცია. სამწუხაროდ, გვაქვს მსხვერპლი - სპეცრაზმის ერთი თანამშორმელი დაიღუპა....

კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი, ლიკვიდირებულია - 3

person access_time2017-11-22 19:11:07
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი და 3 ლიკვიდირებულია - ამის შესახებ 19 საათზე გამართულ ბრიფინგზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.   მისი ინფორმაციით, სპეცოპერაციისას დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 თანამშრომელი და 2 დაიჭრა. დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელიც....

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში, თბილისის მერია დროებითი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს

person access_time2017-11-22 18:22:13
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობას, სადაც კონტრტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობდა, საჭიროების შემთხვევაში, დედაქალაქის მერია დროებითი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.    როგორც მან აღნიშნა, გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შესახებ განმარტებას შესაბამისი სტრუქტურები გააკეთებენ და საზოგადოებას მომხდარის შესახებ ინფორმაციას...

როგორ გამოიყურება თსუ-ს ახალი სტუდენტური საცხოვრებელი, რომელიც უახლოეს დღეებში მიიღებს ახალგაზრდებს (ფოტო)

person access_time2017-11-23 18:30:25
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 320-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ აშენდა, ჯერ არ გახსნილა. თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, საერთო საცხოვრებელში ინვენტარის შეტანისა და სტუდენტთა რეგისტრაციის პროცესი უკვე დასრულებულია, - ამჟამად მიმდინარეობს სტუდენტთა განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით შერჩევა და მათი შესახლება უახლოეს დღეებში მოხდება, - განმარტავენ თსუ-ში. ახალი სტუდენტური...


მსგავსი სიახლეები