თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, პანელის (CAREC 2030: Connecting the Region for Shared and Sustainable Development) მოდერატორი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი იქნება

access_time2017-11-13 17:41:50

28 ნოემბერს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, პანელის (CAREC 2030: Connecting the Region for Shared and Sustainable Development) მოდერატორი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი უენჩაი ჟანგი იქნება. ის, ასევე სპიკერი იქნება პანელებზე „მაღალი დონის დიალოგი სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის" და „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა". ამის შესახებ "კომერსანტს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.

 

უენჩაი ჟანგმა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა 2013 წელს დაიკავა. იგი პასუხისმგებელია სამხრეთ აზიის დეპარტამენტსა და ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტებში განხორციელებულ საქმიანობაზე.

 

აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდე, ჟანგი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს საგარეო ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი.

 

2004 წლიდან უენჩაი ჟანგი იყო ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე, სადაც სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფებთანმუშაობდა, მათ შორისაა: საერთაშორისო ფორუმი G20, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია (ASEAN + 3) და აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობა.

 

2007-2009 წლებში იგი იყო აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორი, ასევე, ბიუჯეტის განხილვის კომიტეტის თავმჯდომარე და ეფექტური განვითარებისა და ეთიკის კომიტეტების დირექტორთა საბჭოს წევრი.


1993-1996 წლებში ჟანგიჩინეთის აღმასრულებელი დირექტორის მრჩევლად მუშაობდა მსოფლიო ბანკში.


1989 წლიდან იგი იკავებდა წამყვან თანამდებობებს ჩინეთის ფინანსთა სამინისტროში, მუშაობდა სესხის პროგრამების, ტექნიკური დახმარების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ზედამხედველობით საკითხებზე.

 

უენჩაი ჟანგი ფლობს ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის დოქტორის ხარისხს ფინანსებში და ნანკაის უნივერსიტეტის ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხებს საერთაშორისო ეკონომიკაში.

 

 

 

 


 



„გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან“ - შს მინისტრი ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

person access_time2017-11-23 11:47:50
საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას იმის შესახებ, საქართველოს გარდა, რომელ ქვეყნებში მიმდინარეობს გამოძიება გუშინ გამოვლენილ დანაშაულებრივ ჯგუფთან დაკავშირებით. „იყო ნათქვამი და ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ,- განაცხადა გახარიამ. რაც შეეხება იმას, შეგვიძლია თუ არა...

„ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე შიშის საფუძველი არ არსებობს„

person access_time2017-11-22 20:59:28
ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე შიშის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა რეფერალურ საავადმყოფოში განაცხადა, სადაც დაჭრილი სამართალდამცველები მოინახულა. მან დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა, ასევე მადლობა გადაუხადა სუს-სა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის თანამშროლებს. „როგორც იცით, დასრულდა სპეცოპერაცია. სამწუხაროდ, გვაქვს მსხვერპლი - სპეცრაზმის ერთი თანამშორმელი დაიღუპა....

კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი, ლიკვიდირებულია - 3

person access_time2017-11-22 19:11:07
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი და 3 ლიკვიდირებულია - ამის შესახებ 19 საათზე გამართულ ბრიფინგზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.   მისი ინფორმაციით, სპეცოპერაციისას დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 თანამშრომელი და 2 დაიჭრა. დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელიც....

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში, თბილისის მერია დროებითი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს

person access_time2017-11-22 18:22:13
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობას, სადაც კონტრტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობდა, საჭიროების შემთხვევაში, დედაქალაქის მერია დროებითი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.    როგორც მან აღნიშნა, გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შესახებ განმარტებას შესაბამისი სტრუქტურები გააკეთებენ და საზოგადოებას მომხდარის შესახებ ინფორმაციას...

როგორ გამოიყურება თსუ-ს ახალი სტუდენტური საცხოვრებელი, რომელიც უახლოეს დღეებში მიიღებს ახალგაზრდებს (ფოტო)

person access_time2017-11-23 18:30:25
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 320-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ აშენდა, ჯერ არ გახსნილა. თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, საერთო საცხოვრებელში ინვენტარის შეტანისა და სტუდენტთა რეგისტრაციის პროცესი უკვე დასრულებულია, - ამჟამად მიმდინარეობს სტუდენტთა განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით შერჩევა და მათი შესახლება უახლოეს დღეებში მოხდება, - განმარტავენ თსუ-ში. ახალი სტუდენტური...


მსგავსი სიახლეები