კახა კალაძე: ხალხმა მხარი დაუჭირა სიცოცხლით სავსე ქალაქს, რომელიც უბრალოდ საარჩევნო სლოგანი არ არის

access_time2017-11-13 15:41:32

თბილისის მერი კახა კალაძე გამოცხადებული ნდობისთვის საზოგადოებას მადლობას კიდევ ერთხელ უხდის. ამის შესახებ მან მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა გადავუხადო საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის. იყო ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის მერი - ეს ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომელიც ძალიან კარგად მაქვს გააზრებული, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისი თქმით, სიცოცხლით სავსე ქალაქი უბრალოდ საარჩევნო სლოგანი არ არის, ეს მისი და მისი გუნდის მიზანია.

 

„ხალხმა მხარი დაუჭირა სიცოცხლით სავსე ქალაქს და მინდა ყველამ იცოდეს, რომ ეს არ არის უბრალოდ საარჩევნო სლოგანი. არამედ, ეს არის ჩემი და მთლიანად ჩემი გუნდის მიზანი - მიზანი, რომ შესაძლებლობებით, ზრუნვით, სილამაზითა და სიცოცხლით იყოს სავსე ჩვენი ქალაქის ყველა უბანი, ყველა ქუჩა და თითოეული ოჯახისთვის კომფორტული და სასურველი იყოს ამ ქალაქში ცხოვრება, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

კახა კალაძის განცხადებით, მასშტაბური პროგრამის აღსრულებას, საზოგადოების მხარდაჭერასთან ერთად, ენერგიული და ძლიერი გუნდი სჭირდება.

 

„მე წარმოვადგინე შვიდ ძირითად პოლიტიკაში ჩაშლილი საარჩევნო პროგრამა - ქალაქის განვითარების ხედვა. სწორედ პროგრამაში წარმოდგენილი ხედვები იქნება ჩვენი ძირითადი სამოქმედო გეგმა. ამ მასშტაბური პროგრამის აღსრულებას, თქვენს მხარდაჭერასთან ერთად, კომპეტენტური და ენერგული ადამიანებით დაკომპლექტებული, ძლიერი გუნდი სჭირდება, - განაცხადა თბილისის მერმა და საზოგადოებას ვიცე-მერობისა და თბილისის მერის დანარჩენი მოადგილეობის კანდიდატებიწარუდგინა. თბილისის ვიცე-მერი ირაკლიხმალაძე იქნება, ხოლო მოადგილეების თანამდებობას მაია ბითაძე, გიგა ნიკოლეიშვილი და ირაკლი ბენდელიანი დაიკავებენ.

 

რაც შეეხება კახა კალაძის კიდევ ერთ მოადგილეს, მას შემდეგ, რაც ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდება, ილია ელოშვილი თბილისის მერიაში გადაინაცვლებს და მერის მოადგილის პოსტს დაიკავებს.

 

 

 



გიორგი ღაღანიძე ხელისუფლებას 4 ქვეყნის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას სთავაზობს

person access_time2017-11-24 17:00:43
„წლების წინ, როდესაც რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა დაიწყო, მაშინ გვქონდა იდეა, რომ სამცხე-ჯავახეთში, იქ სადაც ეს ბაზა იყო, მოწყობილიყო თავისუფალი სავაჭრო ზონა, თუმცა იდეა არ განხორციელდა“, - განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ თსუ-ს პროფესორმა, ეკონომისტმა გიორგი ღაღანიძემ. მისივე თქმით, ახლა, როდესაც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ამოქმედდა, სავაჭრო ზონის გაკეთება ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნება. „საქართველოს აქვს...

კახა კალაძე: ქალაქის ბიუჯეტის დაახლოებით 38% სოციალურ პროგრამებზე იხარჯება

person access_time2017-11-24 15:30:19
თოქ-შოუში „რეაქცია“ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა: „მძიმე სოციალური ფონია ქალაქში და ზოგადად ქვეყანაში, სწორედ ამიტომ ქალაქის ბიუჯეტის დაახლოებით 38% მიდის სოციალურ დახმარებებზე“. ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა სოციალური ხარჯები მოიცავს როგორც სოციალურ უზრუნველყოფაზე, ასევე ჯანმრთელობის დაცვაზე გაწეულ ხარჯებს. 2017 წლის თბილისის ბიუჯეტის მთლიანი ხარჯები 585 მლნ 263 ათასი ლარია. აქედან...

„2017 წლის ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით ზრდა ლარის კურსზე არ იმოქმედებს“

person access_time2017-11-24 13:20:12
2017 წლის ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით ზრდა ლარის კურსზე არ იმოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. როგორც კაკაურიძე აცხადებს, დამატებული თანხა 2018 წელს დაიხარჯება. „ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდა 305 მილიონი ლარით მოხდება. თუმცა, ეს თანხა ემატება ბიუჯეტს 2018 წელს განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის. წელს ამ თანხის ხარჯვა არ მოხდება. თანხები მოხვდება საწარმოების...

საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოების დასაწყებად 5 მილიონის ინვესტიცია ჩაიდება

person access_time2017-11-24 11:10:03
საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოება დაიწყება. პროექტის განხორციელებას ქართული ფრეგობასი, გერმანელ და ჩინელ პარტნიორებთან ერთად გეგმავს. ერთობლივი კორპორაციის დაფუძნებაზე მემორანდუმი უკვე გაფორმდა. ქართული კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, რომ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მიმდინარეობს და ოპტიმისტური გათვლებით ისინი 1.5 წელიწადში პირველი პარტიის გამოშვებას ელიან. ელექტროავტობუსები განკუთვნილი იქნება, როგორც...

„გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან“ - შს მინისტრი ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

person access_time2017-11-23 11:47:50
საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას იმის შესახებ, საქართველოს გარდა, რომელ ქვეყნებში მიმდინარეობს გამოძიება გუშინ გამოვლენილ დანაშაულებრივ ჯგუფთან დაკავშირებით. „იყო ნათქვამი და ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ,- განაცხადა გახარიამ. რაც შეეხება იმას, შეგვიძლია თუ არა...


მსგავსი სიახლეები