„გარემოს დაცვის მიმართულების სოფლის მეურნეობაში გაერთიანება ბიზნესპროექტების განხორციელებაზე ნეგატიურად აისახება“

access_time2017-11-14 14:00:42

ეკონომისტ ბესო ნამჩავაძისთვის გაუგებარია, რა კრიტერიუმით შეირჩა საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელი მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე. „ეს კონკრეტული გადაწყვეტილება მისთვის ყველაზე მოულოდნელია“, - განუცხადა „კომერსანტს“ ბესო ნამჩავაძემ.


„ მამუკა ბახტაძე, როგორც პოლიტიკურად მოაზროვნე ეკონომისტი ცნობილი არ იყო. თავის კომპანიაში, კერძო ფინანსებით იყო დაკავებული. მეორე მხრივ, რკინიგზის ბოლო წლების საქმიანობას თუ შევხედავთ, ბევრი მაჩვენებელი, მათ შორის ტვირთბრუნვის მაჩვენებელი გაუარესებულია. ეს აჩენს შეკითხვებს, სად ჩანს ის წარმატებულობა, რის გამოც მას მინისტრის პოსტზე გადავიყვანთ? გაურკვეველია, რა კრიტერიუმით მოხდა მისი შერჩევა, რადგან პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის გამოცდილებაც არ აქვს“, - აღნიშნავს ეკონომისტი.


რაც შეეხება ენერგეტიკისა და ეკონომიკის სამინისტროების შეწყმას, ნამჩავაძის თქმით, ეს დადებითი ფაქტია, რადგან ენერგეტიკის კომპონენტის ცალკე სამინისტროდ არსებობა ამ ეტაპზე საჭირო აღარ არის: „რაღაც ეტაპზე ენერგეტიკის სამინისტრო ცალკე იმიტომ არსებობდა, რომ ამის საჭიროება იდგა. ქვეყანას ენერგოპრობლემები ჰქონდა, მათ შორის 24 საათიანი ელექტრომომარაგების. ახლა ასე თუ ისე მსგავსი პრობლემები აღარ არსებობს. მას შემდეგ, რაც ენერგეტიკა ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდება, მაქსიმუმ 10 მილიონი დაიზოგება, მენეჯმენტის ნაწილში დიდი ეკონომია გაკეთდება“, - განაცხადა ნამჩავაძემ.


ბესო ნამჩავაძისთვის ასევე უცნაურია ის გადაწყვეტილება, რომ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროები ერთმანეთს შეერწყმება.



„ცოტა უცნაური გაერთიანებაა. მართალია, დასახელდა მაგალითები, რომ მაგალითად პორტუგალიაში და სხვა ქვეყნებში მსგავსი პრაქტიკა არსებობს, მაგრამ ვფიქრობ აქ განსხვავებული მიდგომა უნდა გვქონდეს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო გვჭირდება იმისთვის, რომ ბიზნესის დარგის ეფექტიანობა ამაღლდეს და სოფლის მეურნობაში არსებული რესურსი უკეთესად იქნას გამოყენებული. გარემოს დაცვის სამინისტრო კი პირიქით არის, აქ ეკონომიკურ ეფექტიანობაზე საუბარი არ არის. წმინდა ბიზნესური თვალსაზრისით რომ შევხედოთ, ეს დარგი შეიძლება წამგებიანი იყოს - გარემოს დაცვის მიმართულების სოფლის მეურნეობაში გაერთიანება ბიზნესპროექტების განხორციელებაზე ნეგატიურად აისახება. სრულიად გაუგებარია, ამ ორი სამინისტროს გაერთიანება რა ნიშნით მოხდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, როგორც ენერგეტიკის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტროს რომ მიერთებოდა, ეს უფრო გასაგები იქნებოდა. გამოდის,რომ ერთმა მინისტრმა ერთ ნაწილში ბიზნესის განვითარებასა და ხელშეწყობაზე და მეორე მხრივ, გარემოს დაცვაზე უნდა იფიქროს“, - აღნიშნავს ნამჩავაძე.


რაც შეეხება ზოგადად საკადრო ცვლილებებს, ეკონომისტი დადებითად აფასებს იმ მიმართულებით, რომ სამინისტროების რაოდენობა და ხარჯების ოპტიმიზაცია მოხდება.


„საერთო ჯამში ცვლილებებს დადებითად შევაფასებ, რადგან ოპტიმიზაცია მოხდება ოთხი სამინისტროს ხარჯზე, აქამდე თუ 18 სამინისტრო გვქონდა, ახლა უკვე 13 გვექნება. სამინისტროების არა გაუქმება, არამედ სხვა სამინისტროებთან შერწყმა მოხდა. მოლოდინი არის, რომ ამ ცვლილებების შედეგად, ხარჯები შემცირდება თუნდაც იმ ნაწილში, რომ ცალკე  შენობა, ადმინისტრაციული ხარჯები, საწვავის ხარჯები, ბუღალტერია, მომარაგება და სამეურნეო ხარჯები გამოთავისუფლდება. ასევე, მთავრობის მუშაობის ეფექტურობა ამაღლდება. თავიდან რთული იქნება გაერთიანების პროცესი, უფლება-მოვალეობების გადანაწილება, გამსხვილება. სამართავად გართულებდება, თუმცა ამ მიმართულებით წასვლა სჯობდა. არის ბევრი ევროპული ქვეყანა, სადაც მაქსიმუმ 12 სამინისტროა“, - აცხადებს ნამჩავაძე.


შეგახსენებთ, მთავრობაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ხარჯების ოპტიმიზაციის, ბიუროკრატიის შემცირებისა და სახელმწიფო მართვის ეფექტურობის გაზრდის მიზნით 18 სამინისტროდან 13 სამინისტრო დარჩება. კერძოდ, ცვლილებები შეეხო ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროებს, რომლებიც გაერთიანდება და მათ დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს; ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე იქნება; გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეურთდება და გაერთიანებულ უწყებას ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს.


ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

 




ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს (ფოტოები)

person access_time2018-01-22 19:50:56
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მღვიმის ტერიტორიაზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე, გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე, მოეწყო ტურისტული ბილიკი.   ნავენახევის მღვიმე...

ქარის და მზის ენერგიები, პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო

person access_time2018-01-22 17:30:19
 ქარის და მზის ენერგიები პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო, - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ზვიად გაჩეჩილაძე GBC-სთან  განახლებადი ენერგიების  პოტენციალს...

„ირანიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო, საექსპორტო ცხვრის ფასმა მოიმატა“

person access_time2018-01-22 16:30:07
ქართულ ცხვარს რეალიზაციის და ექსპორტზე გატანის პრობლემა აღარ აქვს. სექტორის წარმომადგენლები არანაკლებ სირთულეს   რუსეთიდან შემოსულ ცხვარში ხედავენ, რომელიც საქართველოში იკვლება და ირანში ქართული ხორცის სახელით გადის. როგორც „კომერსანტს“  „მეცხვარეთა ასოციაციის  თავმჯდომარე  ბექა გონაშვილმა განუცხადა, საქართველოდან გასული ცხვრის ქართული და რუსული ხორცი უნდა გაიმიჯნოს, რადგან ექსპორტიორი ქვეყანა შეცდომაში...

Wall Street-ის ანალიტიკოსი: ბიტკოინის ფასი 90%-ით გაუფასურდება

person access_time2018-01-22 20:30:51
Bleakley Advisory Group-ის საინვესტიციო ოფიცერი, პეტერ ბუკვარი კრიპტოსამყაროს მასიურ ვარდნას პროგნოზირებს. მისი განცხადებით, კრიპტოსამყარო მასიური საპნის ბუშტია, რომლის გასკდომის დროც ახლოვდება.   „როდესაც რაიმე ასეთი ტიპის პარაბოლას ემსგავსება, ის აუცილებლად უბრუნებდა იმ საწყისს, საიდანაც პარაბოლამ ზრდა დაიწყო,“ განაცხადა მან CNBC-სთან საუბრისას.   ბუკვარის ვარაუდით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბიტკოინის ღირებულება 90%-ით გაუფასურდება. „ნამდვილად არ...

EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...


მსგავსი სიახლეები