„რა დაუჯდა ქვეყანას ბიუროკრატიის შენახვა — „ნაციონალური მოძრაობა“ VS „ქართული ოცნება“

access_time2017-11-13 17:30:06

„სამთავრობო ცვლილებების და დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაციის ფონზე კვლავ აქტუალური ხდება საკითხი - 1. რამდენად ეკონომიურია დღევანდელი ბიუროკრატია? 2. როგორი იყო წინა ხელისუფლები დროს? და 3. როგორი გახდება ხვალ, როცა რეფორმა ძალაში შევა. ბოლო კითხვაზე პასუხი ნათელია- სხვა თანაბარ პირობებში, ნაკლები ბიუროკრატია ნაკლებ რესურს მოიხმარს და უფრო ეკონომიურიც იქნება. ამიტომაც აქცენტი პირველ და მეორე კითხვაზე გადავიტანოთ“, — წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ფინანსისტი მიხეილ დუნდუა.


„ბიუროკრატიის, ანუ სახელმწიფო მმართველობის უზრუნველყოფაზე დახარჯული რესურსების ერთობრიობა , ანუ სახელმწიფო მმართველობის მთლიანი გამოშვება მოიცავს სამ მიმართულებას 1.შრომის ანაზღაურება (ხელფასები, პრემიები, დანამატები) 2.შუალედური მოხმარება (ავტომობილები, საწვავი, ინვეტარი და ა.შ.) და 3. ამორტიზაცია (ძირითადი საშუალებების, ქონების ცვეთა). სხვა თანაბარ პირობებში, რაც უფრო მცირდება სახელმწიფო მმართველობის წილი ეკონომიკაში, ბიუროკრატიაც უფრო ეკონომიური ხდება.


ვინაიდან 2017 წელი ჯერ დასრულებულ არ არის, რეალურად მიმდინარეობს რესურსების დაზოგვის პროცესი და ახალი რეფორმაც ამ წელსვე უნდა შევიდეს ძალაში, უნდა ვიგულისხმოთ, რომ 2017 წელი 2016 წელთან შედარებით უფრო ეკონომიური იქნება.
მაგრამ მოდით შევაფასოთ ამ ხელისუფლების გავლილი 4 წელი (2013-2016), ნაც.მოძის ბოლო 4 წელიწადს (2009-2012). 


ლოგიკურია თუ წარმოვიდგენთ, რომ, რადგან ბოლო 4 წელიწადში სახელმწიფო მმართველობის წილი ეკონომიკაში შემცირებულია, ესე იგი ახალი ხელისუფლება ძველზე ეკონომიური ყოფილა.



თუმცა


თუ მონაცემებს თვალს გადავავლებთ, აღმოვაჩენთ, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში სახელმწიფო მმართველობის მთლიანი გამოშვება მის აბსოლუტურ მაჩვენებლებშიც კი უფრო მცირეა ვიდრე წინა ხელისუფლების დროს იყო.


კერძოდ


2013-2016 წლებში სახელმწიფო მმართველობის მთლიანი გამოშვება 13 მილიარდ 476 მილიონი ლარია, 2009-2012 წლებში კი - 13 მილიარდ 637 მილიონი ლარი იყო, ანუ 162 მილიონი ლარით მეტი“,  წერს მიხეილ დუნდუა.









აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები