საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აბრეშუმის გზის საერთაშორისო თანაინკუბაციის დამფუძნებელი ხდება

access_time2017-11-13 08:55:01

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აბრეშუმის გზის საერთაშორისო თანაინკუბაციის (ICI) დამფუძნებელი ხდება. სავაჭრო–სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ალიანსის შექმნა 2017 წლის 27 ნოემბერს, ჩინეთის დედაქალაქში იგეგმება და მისი მთავარი მიზანი აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება იქნება.

 

პროექტში საქართველოს ჩართვით ქართულ კომპანიებს საშუალება მიეცემათ მხარდაჭერა მოიპოვონ აბრეშუმის გზის ქვეყნებში საქმიანობის წამოწყების სურვილის შემთხვევაში. ალიანსი პეკინის მუნიციპალიტეტის ფინანსური ხელშეწყობით ფუძნდება, რაც ავტომატურად გულისხმობს მსგავს შემთხვევებში პეკინის მუნიციპალური მთავრობის მხარდაჭერას. ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ მიიღონ ფინანსური ინვესტიცია ჩინეთის მხრიდან. ICI-ს იდეა თავის თავში გულისხმობს მასშტაბურ ბიზნეს-ინკუბატორს, ამიტომ მას ექნება პირდაპირი წვდომა ჩინურ კომპანიებთან, რაც ქართულ-ჩინურ ბიზნეს-სექტორებს შორის კომუნიკაციას მეტად ეფექტიანს გახდის. პროექტში ჩასართავად ქართულ კომპანიებს რეკომენდაცია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ უნდა გაუწიოს.

 

ალიანსის ძირითადი დამფუძნებლები პეკინის მუნიციპალიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომისია და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭო არიან. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პროექტში ჩართვით საქართველო ავტომატურად ხდება ალიანსის წევრი.

 

 

 



გიორგი ღაღანიძე ხელისუფლებას 4 ქვეყნის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას სთავაზობს

person access_time2017-11-24 17:00:43
„წლების წინ, როდესაც რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა დაიწყო, მაშინ გვქონდა იდეა, რომ სამცხე-ჯავახეთში, იქ სადაც ეს ბაზა იყო, მოწყობილიყო თავისუფალი სავაჭრო ზონა, თუმცა იდეა არ განხორციელდა“, - განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ თსუ-ს პროფესორმა, ეკონომისტმა გიორგი ღაღანიძემ. მისივე თქმით, ახლა, როდესაც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ამოქმედდა, სავაჭრო ზონის გაკეთება ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნება. „საქართველოს აქვს...

კახა კალაძე: ქალაქის ბიუჯეტის დაახლოებით 38% სოციალურ პროგრამებზე იხარჯება

person access_time2017-11-24 15:30:19
თოქ-შოუში „რეაქცია“ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა: „მძიმე სოციალური ფონია ქალაქში და ზოგადად ქვეყანაში, სწორედ ამიტომ ქალაქის ბიუჯეტის დაახლოებით 38% მიდის სოციალურ დახმარებებზე“. ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა სოციალური ხარჯები მოიცავს როგორც სოციალურ უზრუნველყოფაზე, ასევე ჯანმრთელობის დაცვაზე გაწეულ ხარჯებს. 2017 წლის თბილისის ბიუჯეტის მთლიანი ხარჯები 585 მლნ 263 ათასი ლარია. აქედან...

„2017 წლის ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით ზრდა ლარის კურსზე არ იმოქმედებს“

person access_time2017-11-24 13:20:12
2017 წლის ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით ზრდა ლარის კურსზე არ იმოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. როგორც კაკაურიძე აცხადებს, დამატებული თანხა 2018 წელს დაიხარჯება. „ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდა 305 მილიონი ლარით მოხდება. თუმცა, ეს თანხა ემატება ბიუჯეტს 2018 წელს განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის. წელს ამ თანხის ხარჯვა არ მოხდება. თანხები მოხვდება საწარმოების...

საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოების დასაწყებად 5 მილიონის ინვესტიცია ჩაიდება

person access_time2017-11-24 11:10:03
საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოება დაიწყება. პროექტის განხორციელებას ქართული ფრეგობასი, გერმანელ და ჩინელ პარტნიორებთან ერთად გეგმავს. ერთობლივი კორპორაციის დაფუძნებაზე მემორანდუმი უკვე გაფორმდა. ქართული კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, რომ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მიმდინარეობს და ოპტიმისტური გათვლებით ისინი 1.5 წელიწადში პირველი პარტიის გამოშვებას ელიან. ელექტროავტობუსები განკუთვნილი იქნება, როგორც...

„გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან“ - შს მინისტრი ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

person access_time2017-11-23 11:47:50
საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას იმის შესახებ, საქართველოს გარდა, რომელ ქვეყნებში მიმდინარეობს გამოძიება გუშინ გამოვლენილ დანაშაულებრივ ჯგუფთან დაკავშირებით. „იყო ნათქვამი და ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ,- განაცხადა გახარიამ. რაც შეეხება იმას, შეგვიძლია თუ არა...


მსგავსი სიახლეები