რომელი 7 მინისტრი დატოვებს კაბინეტს?

access_time2017-11-12 16:22:54

მთავრობაში დაგეგმილი საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, მინისტრთა კაბინეტს ჯამში 7 მინისტრი დაემშვიდობება. 



უფრო კონკრეტულად, არსებული ინფორმაციით, მინისტრის პორტფელს დატოვებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი, რომელიც მთავრობის მიერ დაანონსებული, ახალი საგამოძიებო სტრუქტურის ხელმძღვანელად სახელდება, ასევე ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ასევე ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე.



აღნიშნულიდან, რამდენიმე უწყება, სავარაუდოდ, გაერთიანდება. კერძოდ, დაგეგმილია ეკონომიკისა და ენერგეტიკის, კულტურისა და სპორტის, სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის, ასევე გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების შერწყმა. ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კი უქმდება და აღნიშნული მიმართულება საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაერთიანდება.



თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ რამდენიმე მათგანმა შესაძლოა მუშაობა კვლავ აღმასრულებელ ხელისუფლებაში განაგრძოს და მათ იმ მიმართულებებს გაუწიონ კურირება, რომელთა სამინისტროების ხელმძღვანელებიც იყვნენ და რომლებიც ამჯერად სხვა უწყებებთან ერთიანდება. 



აღსანიშნავია, რომ არსებული ინფორმაციით, გაერთიანების შემდეგ ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩაიბარებს, კულტურისა და სპორტის გაერთიანებულ უწყებას - კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროს - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ნაწილის გაერთიანებულ უწყებას კი, კვლავ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს გარკვეული ნაწილი - ბუნებრივი რესურსების მიმართულება ეკონომიკის სამინისტროსთან გაერთიანდება. 



არსებული ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დიმიტრი ქუმსიშვილის შემცვლელად „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელის, მამუკა ბახტაძისა და ქუმსიშვილის პირველი მოადგილის, გიორგი თაბუაშვილის კანდიდატურები განიხილება. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღნიშნულ ძალოვან უწყებას სავარაუდოდ ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია ჩაიბარებს. 


ინტერპრესნიუსი



აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები