თანაინვესტირების ფონდმა ჰაიდელბერგცემენტის წილი შეიძინა

access_time2017-11-11 18:00:30

თანაინვესტირების ფონდმა საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოს, ჰაიდელბერგცემენტის 50%-იანი წილი შეიძინა. თანაინვესტირების ფონდმა აღნიშნული წილები კომპანია Hunnewell Partners-თან ერთად დაფუძნებული სპეციალური კომპანიის Georgian business to Cement Invest-ის მეშვეობით შეიძინა. Hunnewell Partners-ი საქართველოში ბადრი პატარკაციშვილის აქტივების მმართველი კომპანიაა.


ჰაიდელბერგმა წილების გასხვისების შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა. გარიგების ღირებულება €115 მილიონი ევროა. 


ჰაიდელბერგისა და თანაინვესტირების ფონდის პარტნიორობა 2016 წელს დაიწყო, როდესაც კომპანიებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თანაინვესტირების ფონდი ჰაიდელბერგის ქარხნების მოდერნიზაციას დააფინანსებდა.


ჰაიდელბერგცემენტის შესახებ


ჰაიდელბერგცემენტი საქართველოში 2006 წელს შემოვიდა. დღეისთვის კომპანია სამ ინტერგრირებულ ცემენტის ქარხანას ფლობს (კასპსა და რუსთავში), ასევე ცემენტის დამფქვავ ქარხანას ფოთში და ცემენტის ტერმინალს შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. ჰაიდელბერგი ასევე ფლობს ბეტონის მწარმოებელ 12 ქარხანას და ბათუმსა და თბილისში არსებულ ინერტული მასალების ქარხნებს. კომპანიის მიერ წარმოებული ცემენტის წლიური მოცულობა 2 მილიონ ტონას აჭარბებს. 


თანაინვესტირების ფონდის შესახებ

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი 2013 წელს ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა. ფონდის გაცხადებული კაპიტალი $6 მილიარდს შეადგენს, დღეისთვის კი მისი საინვესტიციო პორთფელის მოცულობა $2.1 მილიარდია. ფონდის პროექტებს შორისაა: პანორამა თბილისი, სასტუმრო შეკვეთილი, სასტუმრო თაბორის მთაზე (ბოტანიკურ ბაღთან), სასტუმრო განმუხური, კომპლექსი მაგნოლია, მტკვარი ჰესი, ონის ჰესების კასკადი, ინვესტიცია ბითფიურიში და სხვა. 


Hunnewell Partners-ის შესახებ

Hunnewell Partners, სხვა ინვესტორთა ქონებასთან ერთად, პატარკაციშვილების აქტივებსაც განკარგავს. კომპანია ბიზნესებს აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ, ბალკანეთის ქვეყნებში, უკრაინასა და საქართველოში ფლობს. საქართველოში კომპანიის აქტივებში შედის: ბორჯომი, ტვ იმედი და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა. კომპანიის ხელმძღვანელი ირაკლი რუხაძე რამდენიმე კვირის წინ ლიბერთი ბანკის მფლობელიც გახდა.


"ტაბულა"



აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები