ევროპის 15 ქალაქი ყველაზე გადატვირთული გზებით

access_time2017-11-11 20:00:21

საცობები დიდ ქალაქებში დღემდე განსაკუთრებული პრობლემად რჩება, რადგან გზები მუდმივად გადატვირთულია. აღნიშნული პრობლემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტუალურია. ბევრი ქალაქის ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ ფიქრობს, როგორ გადაჭრას ეს პრობლემა, ბევრმა კი გამოსავალი უკვე იპოვა.

 

სანავიგაციო სისტემების მსოფლიო ლიდერმა კომპანიამ Tomtom ყველაზე დიდსაცობიანი ქალაქების რეიტინგი შეადგინა. ნავიგატორების მწარმოებელი კომპანია, თავისუფალ გზებზე გადაადგილების სისწრაფეს ადარებს იგივე გზებზე პიკის საათებში მოძრაობის დროს და ინდექსს ასე ითვლის. სანავიგაციო სისტემებისა და ელექტრონული რუკების მწარმოებელმა უმსხვილესმა კომპანიამ ბოლო 9 წლის მონაცემები შეაგროვა, რის საფუძველზეც თითოეულმა ქალაქმა 0-დან 100-მდე ქულა მიიღო.

 

წარმოგიდგენთ TomTom-ის მიერ შედგენილ ევროპის 15 ქალაქს, სადაც ყველაზე დიდი საცობებია.

 

 

15. ნიჟნი ნოვგოროდი, რუსეთი

 

ქალაქი წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვან ეკონომიკურ, სამრეწველო, კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრს. ასევე ნიჟნი ნოვგოროდი არის რუსეთის მდინარეზე ნაოსნობის ერთ-ერთი ცენტრი.

 

14. ჰამბურგი, გერმანია 


ჰამბურგმა მიიღო 33 ქულა, რაც 3 პუნქტით მეტია, ვიდრე 2016 წელს. ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა მოიცვას მეტროს, ქალაქის რკინიგზას, მდინარეზე ბორნებს, ქალაქგარე მატარებლებს და ავტობუსებს. მთელი საქალაქო ტრანსპორტი კონცენტრირებულია ჰამბურგის სატრანსპორტი კავშირის მართვაში.

 

13. ნეაპოლი, იტალია


ნეაპოლმა მიიღო 33 ქულა, რაც 2 პუნქტით მეტია, ვიდრე 2016 წელს. ქალაქი მოსახლეობის რაოდენობის მხრივ იტალიაში რომისა და მილანის შემდეგ მესამეა. ნეაპოლში ცხოვრობს 1 მლნ. ადამიანი,  გარეუბნების ჩათვლით - 3 მლნ. არის მსხვილი სატრანსპორტი კვანძი - იქ მოქმედებს საერთაშორისო აეროპორტი და საზღვაო პორტი.

 

12. კიოლნი, გერმანია


კიოლნის გზებზე სიტუაცია ნეაპოლზე მძიმეა - ქალაქმა მიიღო 34 ქულა, მაშინ როდესაც 2016-ში - 30. კიოლნი არის მე-4 ქალაქი გერმანიაში მოსახლეობის რაოდენობით - კიოლნში ცხოვრობს 2 მლნ. ადამიანი. ის არის ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ეკონომიკური და კულტურული ცენტრი.

 

11. ვარშავა, პოლონეთი


2017 წელს ვარშავის ინდექსმა შეადგინა 37%, რაც 1% ნაკლებია, ვიდრე 2015 წელს. ვარშავა არის პოლონეთის ყველაზე დიდი ქალაქი. მის ზრდას დიდი ხნის განმავლობაში უწყობდა ხელს ის, რომ ქალაქი მდებარეობდა სავაჭრო გზების კვეთაზე და ამით იზიდავდა მიგრატებს ქვეყნის რეგიონებიდან.

 

10. ათენი, საბერძნეთი


ათენმა მიიღო თითქმის იგივე შეფასება, რაც ვარშავამ - 37, თუმცა საბერძნეთის დედაქალაქში სიტუაცია გზებზე წინა წელთან შედარებით გაუარესდა. ათენში ცხოვრობს საბერძნეთის მოსახლეობის მესამედი - 3 მლნ.-ზე მეტი ადამიანი.

 

9. მანჩესტერი, ბრიტანეთი


მანჩსეტერის ინდექსი შეადგენს 38%-ს, რაც 1%-ით მეტია, ვიდრე 2016 წელს. თავად ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 500 000 ადამიანს, თუმცა აგლომერაციაში ცხოვრობს 2,2 მლნ. ადამიანი. ამჟამად მანჩესტერი არის ბრიტანეთის მსხვილი სამრეწველო, ფინანსური, კომერცული, სატრანსპორტო და კულტურული ცენტრი, განვითარებულია ეკონომიკის ისეთი სექტორები, როგორც მანქანათმშენებლობა, ტექსტილი, ქიმია, მსუბუქი მრეწველობა და ქაღალდის წარმოება.

 

8. ბრიუსელი, ბელგია


ბრიუსელი არის ბელგიის დედაქალაქი, იქ ასევე განლაგებულია მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციების შტაბ-ბინები, მათ შორისა ევროკავშირის და ნატოს. ბრიუსელის აგლომერაციაში ცხოვრობს 2 მლნ. ადამიანი. ქალაქმა მიიღო რეიტინგში 38%, რაც 1%-ით ნაკლებია, ვიდრე 2016 წელს.

 

7. პარიზი, საფრანგეთი


საფრანგეთის დედაქალაქმა მიიღო 38%, რაც 2 პუნქტით ნაკლებია, ვიდრე 2015 წელს. პარიზი არის მოსახლეობის რაოდენობით ევროკავშირის მე-5 ქალაქი, დიდი პარიზის აგლომერაციაში ცხოვრობს 10, 6 მლნ. ადამიანი. პარიზი არის საფრანგეთის მთავარი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. პარიზში მდებარეობს ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის შტაბ-ბინა - მათ შორის იუნესკოს. პარიზის აგლომერაცია შედის მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქების ასეულში.

 

6. რომი, იტალია


რომის სატრანსპოტრო პრობლემები კარგადაა ცნობილი იტალიის ფარგლებს გარეთაც. 2017 წელს რომმა მიიღო 40%, რაც 2 პუნქტით მეტია, ვიდრე 2015 წელს. ქალაქში კარგადაა განვითარებული ავტობუსების (8 000 გაჩერება და 350 მარშრუტი), და ტრამვაის ( 39 კილომტრი და 192 გაჩერება) ქსელები.

 

5. მარსელი, საფრანგეთი

 

მარსელმა, ისევე როგორც რომმა, მიირო 40%, რაც 2 ქულით მეტია, ვიდრე 2015 წელს. ის არის საფანგეთის და ხმელთაშუა ზღვის უმსხვილესი პორტი. მარსელი ითვლება საფრანგეთის ყველაზე გადატვირთულ ქალაქად.

 

4. ლონდონი, ბრიტანეთი


ლონდონის მერიამ შეეცადა საცობების პრობლემის გადაჭრა ჯარიმების შემოღებით, თუმცა ბრიტანეთის დედაქალაქის გზებზე სიტუაცია კვლავაც რჩება საკმაოდ რთული. ლონდონის ინდქსი შეადგენს 40%-ს, რაც 2 პუნქტით მეტია, ვიდრე 2015 წელს. დიდი ლონდონის აგლომერაციაში ცხოვრობს 8,6 მლნ. ადამიანი.

 

3. სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი


სანქტ-პეტერბურგმა მიიღო 41%, რაც 1 პუნქტით მეტია, ვიდრე 2015 წელს. ქალაქი არის რუსეთის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული ცენტრი. საცობების შემცირების მიზნით ქალაქში აშენდა წრიული საავტომობილო მაგისტრალი, თუმცა ამან მხოლოდ მცირედით გააუმჯობესა ვითარება ქალაქის გზებზე.

 

2. მოსკოვი, რუსეთი


გზების გადატვირთულობის მიუხედავათ, TomTom-მა დააჯილდოვა მოსკოვი კარგი პარკინგისთვის.  კერძოდ, რუსეთის დედაქალაქში შეიქმნა ჭკვიანი პარკინგების სისტემა, რომელმაც შეამცირა მანქანის დასაყენებელი ადგილის ძიების დროს 65%-ით. თუმცა ამის მიუხედავად, მოსკოვი კვლავ რჩება საავტომობილო მოძრაობისთვის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ ქალაქად.

 

 

1.ბუქარესტი, რუმინეთი


მკლევარების აზრით, სწორედ ბუქარესტშია ყველაზე გადატვირთული საავტომობილო მოძრაობა ევროპაში, თანაც სიტუაცია წლებია უარესდება. 2017 წელს რუმინეთის დედაქალაქმა მიიღო 50%, რაც 7 პუნქტით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს. ბუქარესტში ცხოვრობს 1,8 მლნ. ადამიანი, და ის არის რუმინეთის მთავარი პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ცენტრი.

 

 

vestifinance.ru



გიორგი ღაღანიძე ხელისუფლებას 4 ქვეყნის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას სთავაზობს

person access_time2017-11-24 17:00:43
„წლების წინ, როდესაც რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა დაიწყო, მაშინ გვქონდა იდეა, რომ სამცხე-ჯავახეთში, იქ სადაც ეს ბაზა იყო, მოწყობილიყო თავისუფალი სავაჭრო ზონა, თუმცა იდეა არ განხორციელდა“, - განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ თსუ-ს პროფესორმა, ეკონომისტმა გიორგი ღაღანიძემ. მისივე თქმით, ახლა, როდესაც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ამოქმედდა, სავაჭრო ზონის გაკეთება ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნება. „საქართველოს აქვს...

კახა კალაძე: ქალაქის ბიუჯეტის დაახლოებით 38% სოციალურ პროგრამებზე იხარჯება

person access_time2017-11-24 15:30:19
თოქ-შოუში „რეაქცია“ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა: „მძიმე სოციალური ფონია ქალაქში და ზოგადად ქვეყანაში, სწორედ ამიტომ ქალაქის ბიუჯეტის დაახლოებით 38% მიდის სოციალურ დახმარებებზე“. ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა სოციალური ხარჯები მოიცავს როგორც სოციალურ უზრუნველყოფაზე, ასევე ჯანმრთელობის დაცვაზე გაწეულ ხარჯებს. 2017 წლის თბილისის ბიუჯეტის მთლიანი ხარჯები 585 მლნ 263 ათასი ლარია. აქედან...

„2017 წლის ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით ზრდა ლარის კურსზე არ იმოქმედებს“

person access_time2017-11-24 13:20:12
2017 წლის ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით ზრდა ლარის კურსზე არ იმოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. როგორც კაკაურიძე აცხადებს, დამატებული თანხა 2018 წელს დაიხარჯება. „ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდა 305 მილიონი ლარით მოხდება. თუმცა, ეს თანხა ემატება ბიუჯეტს 2018 წელს განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის. წელს ამ თანხის ხარჯვა არ მოხდება. თანხები მოხვდება საწარმოების...

საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოების დასაწყებად 5 მილიონის ინვესტიცია ჩაიდება

person access_time2017-11-24 11:10:03
საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოება დაიწყება. პროექტის განხორციელებას ქართული ფრეგობასი, გერმანელ და ჩინელ პარტნიორებთან ერთად გეგმავს. ერთობლივი კორპორაციის დაფუძნებაზე მემორანდუმი უკვე გაფორმდა. ქართული კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, რომ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მიმდინარეობს და ოპტიმისტური გათვლებით ისინი 1.5 წელიწადში პირველი პარტიის გამოშვებას ელიან. ელექტროავტობუსები განკუთვნილი იქნება, როგორც...

„გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან“ - შს მინისტრი ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

person access_time2017-11-23 11:47:50
საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას იმის შესახებ, საქართველოს გარდა, რომელ ქვეყნებში მიმდინარეობს გამოძიება გუშინ გამოვლენილ დანაშაულებრივ ჯგუფთან დაკავშირებით. „იყო ნათქვამი და ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ,- განაცხადა გახარიამ. რაც შეეხება იმას, შეგვიძლია თუ არა...


მსგავსი სიახლეები