კახა კალაძემ დავით ნარმანიას მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა

access_time2017-11-10 16:10:39

თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე,პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას საქმიანობის სამწლიანი ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.

 

 

დავით ნარმანიამ პრეზენტაციაზე 2014 წლის აგვისტოდან დღემდე განხორციელებულ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომლითაც დედაქალაქის მერის პოსტზე საკუთარი საქმიანობა დაასრულა.

 

 

დედაქალაქის მერმა პრეზენტაციის შემდეგ, თბილისის ახალი მერი წარადგინა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

 

„კახა კალაძეს მნიშვნელოვანი ნდობა, საარჩევნო პროგრამა და ძალიან მდიდარი გამოცდილება აქვს. ასევე, აქვს პოტენციალი იმისათვის, რომ დაწყებული პროექტები გააგრძელოს და ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პროექტებიც განახორციელოს. მინდა მას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოდა წარმატება ვუსურვო, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 


 

თბილისის ახალმა მერმა კი,სიტყვით გამოსვლისას დავით ნარმანიას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და დედაქალაქში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

 

 

„ვიხილეთ ის შთამბეჭდავი პროექტები, რომლებიც დედაქალაქში 2014 წლიდანგანხორციელდა. დავით ნარმანიას ძალიან რთული მემკვიდრეობა დახვდა. დღეს უკვე შემიძლია ღიად განვაცხადო,რომ არსებობსსაძირკევი, რომელიც ამ ადამიანმა თბილისის მერიაშიშექმნა, რომ ჩვენ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

მისივე თქმით, ის პროექტები, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში დასახელდა, თბილისელების ჩართულობითა და აქტიურობით განხორციელდება.

 

 

„მზად ვართ, შევეჭიდოთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს თბილისელებეს აწუხებთ. ასევე, მინდა მოსახლეობასვთხოვო, რომ ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში. დარწმუნებული ვარ, მსგავსი მიდგომებით, თბილისი აუცილებლად იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი, - განაცხადა ახლადარჩეულმა მერმა.

 

 

კახა კალაძე თბილისის მერის უფლებამოსილების განხორციელებას 13 ნოემბრიდან შეუდგება.

 

 

 

 



აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები