კახა კალაძე „სითი პარკს“ პასუხობს

access_time2017-11-10 15:51:50

„არ მაინტერესებს, რას ფიქრობენ ისინი,“- ასე უპასუხა თბილისის არჩეულმა მერმა, კახა კალაძემ  კომპანია „სითი პარკის“ განცხადებას. კომპანია დღეს კალაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, მერია სითი პარკის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს.


როგორც ცნობილია, „სითი პარკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ტაბიძემ „კომერსანტთან“ განმარტა, რომ ახლადარჩეულ მერს გამოწერილი ჯარიმების გამამართლებელ განაჩენებზე არასწორი ინფორმაცია აქვს. მისი თქმით, გარდა ამისა, „სითი პარკი“ მზადყოფნას გამოთქვამს კახა კალაძეს შეხვდნენ და ყველა საკითხზე კონსულტაცია გაიარონ.


ტაბიძის განცხადებით, კომპანია „სითი პარკი“ მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით და ასევე იმ კონტრაქტით, რომელიც გაფორმებულია კომპანიასა და თბილისის მერიას შორის.

 


„მერის მიერ გაცხადებული ციფრები 99% არ შეესაბამება რეალურ სტატისტიკას და ვფიქრობთ, რომ ეს სტატისტიკა მას არასწორად მიაწოდეს.რეალურად, გამოწერილი ჯარიმების მხოლოდ 0,2 % ხდება სადავო და ეს დავაც სრულდება უმეტესად „სითი პარკის“ გამარჯვებით. იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს მომავალში ქალაქ თბილისის მერი შეხვდება კომპანიის წარმომადგენლებს და კომპანიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ამომწურავი და ზუსტი სურათი მიაწოდონ თბილისის მერს. კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით,- განაცხადა სითი პარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლევან ტაბიძემ.


აღსანიშნავია, რომ თბილისის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ გუშინ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ შესაძლოა „სითი პარკის“ წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყოს.


ავტორი: თეო კენჭიაშვილი 

 



გიორგი ღაღანიძე ხელისუფლებას 4 ქვეყნის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას სთავაზობს

person access_time2017-11-24 17:00:43
„წლების წინ, როდესაც რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა დაიწყო, მაშინ გვქონდა იდეა, რომ სამცხე-ჯავახეთში, იქ სადაც ეს ბაზა იყო, მოწყობილიყო თავისუფალი სავაჭრო ზონა, თუმცა იდეა არ განხორციელდა“, - განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ თსუ-ს პროფესორმა, ეკონომისტმა გიორგი ღაღანიძემ. მისივე თქმით, ახლა, როდესაც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ამოქმედდა, სავაჭრო ზონის გაკეთება ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნება. „საქართველოს აქვს...

კახა კალაძე: ქალაქის ბიუჯეტის დაახლოებით 38% სოციალურ პროგრამებზე იხარჯება

person access_time2017-11-24 15:30:19
თოქ-შოუში „რეაქცია“ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა: „მძიმე სოციალური ფონია ქალაქში და ზოგადად ქვეყანაში, სწორედ ამიტომ ქალაქის ბიუჯეტის დაახლოებით 38% მიდის სოციალურ დახმარებებზე“. ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა სოციალური ხარჯები მოიცავს როგორც სოციალურ უზრუნველყოფაზე, ასევე ჯანმრთელობის დაცვაზე გაწეულ ხარჯებს. 2017 წლის თბილისის ბიუჯეტის მთლიანი ხარჯები 585 მლნ 263 ათასი ლარია. აქედან...

„2017 წლის ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით ზრდა ლარის კურსზე არ იმოქმედებს“

person access_time2017-11-24 13:20:12
2017 წლის ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით ზრდა ლარის კურსზე არ იმოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. როგორც კაკაურიძე აცხადებს, დამატებული თანხა 2018 წელს დაიხარჯება. „ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდა 305 მილიონი ლარით მოხდება. თუმცა, ეს თანხა ემატება ბიუჯეტს 2018 წელს განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის. წელს ამ თანხის ხარჯვა არ მოხდება. თანხები მოხვდება საწარმოების...

საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოების დასაწყებად 5 მილიონის ინვესტიცია ჩაიდება

person access_time2017-11-24 11:10:03
საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოება დაიწყება. პროექტის განხორციელებას ქართული ფრეგობასი, გერმანელ და ჩინელ პარტნიორებთან ერთად გეგმავს. ერთობლივი კორპორაციის დაფუძნებაზე მემორანდუმი უკვე გაფორმდა. ქართული კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, რომ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მიმდინარეობს და ოპტიმისტური გათვლებით ისინი 1.5 წელიწადში პირველი პარტიის გამოშვებას ელიან. ელექტროავტობუსები განკუთვნილი იქნება, როგორც...

„გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან“ - შს მინისტრი ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

person access_time2017-11-23 11:47:50
საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას იმის შესახებ, საქართველოს გარდა, რომელ ქვეყნებში მიმდინარეობს გამოძიება გუშინ გამოვლენილ დანაშაულებრივ ჯგუფთან დაკავშირებით. „იყო ნათქვამი და ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ,- განაცხადა გახარიამ. რაც შეეხება იმას, შეგვიძლია თუ არა...


მსგავსი სიახლეები