ირაკლი როსტომაშვილი: „დედაქალაქისთვის ზიანის მოტანის ხარჯზე, მშენებლობების გამარტივება არ უნდა მოხდეს“

access_time2017-11-10 10:20:13

„სამშენებლო ბიზნესში ნებართვების გაცემის გამარტივება და ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება უნდა მოხდეს“, - ამის შესახებ „საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, მას შემდეგ, რაც სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები დედაქალაქის ახლადარჩეულ მერს, კახა კალაძეს შეხვდნენ, აქვს მოლოდინი, რომ ბიუროკრატიული ბარიერების გამარტივებასთან დაკავშირებით დაპირება მომავალში აუცილებლად შესრულდება. საუბარია შეხვედრაზე, რომელზეც მთავრობის  2006 წლის 28 იანვრის 41-ე დადგენილებაში (ტექნიკური რეგლამენტი „შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესები“ ) შეტანილი ცვლილებები განიხილეს. 


 „არ მაქვს მოლოდინი და არც ვარ მომხრე, რომ რაღაცის გაიოლება მოხდეს ან დედაქალაქის იერსახისთვის ზიანის მოტანის ხარჯზე რამე გამარტივდეს. მშენებლობებზე ნებართვის გაცემა კი არ უნდა გამარტივდეს, არამედ ბიუროკრატიული ბარიერები უნდა შემცირდეს, რაც დეველოპერებისთვის საკმაოდ რთულად გადასალახია. კახა კალაძე სამშენებლო სექტორს დაგვპირდა, რომ ეს პრობლემა მისი მერობის დროს, აუცილებლად მოგვარდება.  ვნახოთ, მომავალში რა და როგორ იქნება. ნებართვის გაცემაზე მოთხოვნა ძალიან ნათელი უნდა იყოს. თუ კომპანია ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს, საპროექტო დოკუმენტები მოწესრიგებული თუ აქვს, ავტომატურად უნდა ხდებოდეს ნებართვის გაცემა. ამასთან, მოთხოვნები მშენებლობის პროცესში არ უნდა იცვლებოდეს“, - აცხადებს როსტომაშვილი.


მისივე თქმით, დედაქალაქში უნდა არსებობდეს ზონები, სადაც მშენებლობა აიკრძალება: „ჩემი აზრით, სამშენებლო ნებართვა ყველა ტერიტორიაზე არ უნდა გაიცემოდეს. შეიძლება იყოს კონკრეტული ზონა, რომელზეც ნებართვა არ გაიცემა. კოეფიციენტის ყიდვა ვაჭრობის საგანი არ უნდა გახდეს.


ამასთან, როსტომაშვილის თქმით, სამშენებელო სექტორს დედაქალაქის წინა მერთან, დავით ნარმანიასთან ისეთი ფორმატის შეხვედრა არ ჰქონიათ, როგორიც ახლადარჩეულ მერთან ჰქონდა.


„41-ე დადგენილება არის ძალიან კარგი დოკუმენტი. ამ  დოკუმენტზე  3  წელია მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ  და ჩვენი ბევრი შენიშვნა და მოსაზრება მასში უკვე გათვალისწინებულია. ეს  არის  საერთაშორისო სტანდარტის დოკუმენტი, რომლის რეგულირება-შესწორება 2017 წლის პირველი იანვრიდან მოხდა. ახლა კი ძალაში უნდა შევიდეს. ზოგადად, ბოლო წლების განმავლობაში პირველად იყო ასეთი ფართომასშტაბიანი შეხვედრა დედაქალაქის ახლადარჩეულ მერთან. წინა მერთან ამ ფორმატით შეხვედრები არ გვქონია. მივიღეთ დაპირება, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები იქნება რეგულარული, რაც ჩვენს დედაქალაქს წაადგება“, - აღნიშნა „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ.


კითხვაზე, შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების გარდა, შრომის უსაფრთხოების შემთხვევაში ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, როსტომაშვილი პასუხობს: „ეს დამოკიდებულია, როგორც საკანონმდებლო ნორმებზე, ასევე დასაქმებულების თვითშეგნებაზე. ხშირია შემთხვევა, როცა სამშენებლო ობიექტზე დამცავი საშუალებები ნაყიდია, მაგრამ მხოლოდ თვალის ახვევის მიზნით და მას დასაქმებულები არ იყენებენ. რაც  შეეხება დეველოპერების პასუხისმგებლობის საკითხს, ჩვენი მიზანი არ არის ვინმე დავადანაშაულოთ. მთავარია, რომ ასეთი ტრაგიკული შემთხვევები არ გვქონდეს და ამას კომპლექსური მიდგომა სჭირდება“.


შეგახსენებთ, რომ 41-ე დადგენილების რეგულირების საგანია არსებული შენობა-ნაგებობების,  მიმდინარე მშენებლობების, რეკონსტრუქციისა თუ დემონტაჟის პროექტირება, მშენებლობა და ექსპლუატაცია,  გარდა II კლასის შენობისა და ხაზობრივი ნაგებობებისა. ცვლილებების მიზანია მინიმალური პირობების შექმნა საზოგადოების ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და საერთო კეთილდღეობის მისაღწევად, შენობაში ხანძრისა და სხვა საფრთხეებისგან სიცოცხლისა და საკუთრების დაცვა, ასევე მეხანძრე-მაშველებისა და მაშველების უსაფრთხოება საგანგებო ვითარებისას.


ავტორი: თეონა კენჭიაშვილი




„გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან“ - შს მინისტრი ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

person access_time2017-11-23 11:47:50
საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას იმის შესახებ, საქართველოს გარდა, რომელ ქვეყნებში მიმდინარეობს გამოძიება გუშინ გამოვლენილ დანაშაულებრივ ჯგუფთან დაკავშირებით. „იყო ნათქვამი და ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ,- განაცხადა გახარიამ. რაც შეეხება იმას, შეგვიძლია თუ არა...

„ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე შიშის საფუძველი არ არსებობს„

person access_time2017-11-22 20:59:28
ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე შიშის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა რეფერალურ საავადმყოფოში განაცხადა, სადაც დაჭრილი სამართალდამცველები მოინახულა. მან დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა, ასევე მადლობა გადაუხადა სუს-სა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის თანამშროლებს. „როგორც იცით, დასრულდა სპეცოპერაცია. სამწუხაროდ, გვაქვს მსხვერპლი - სპეცრაზმის ერთი თანამშორმელი დაიღუპა....

კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი, ლიკვიდირებულია - 3

person access_time2017-11-22 19:11:07
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი და 3 ლიკვიდირებულია - ამის შესახებ 19 საათზე გამართულ ბრიფინგზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.   მისი ინფორმაციით, სპეცოპერაციისას დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 თანამშრომელი და 2 დაიჭრა. დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელიც....

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში, თბილისის მერია დროებითი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს

person access_time2017-11-22 18:22:13
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობას, სადაც კონტრტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობდა, საჭიროების შემთხვევაში, დედაქალაქის მერია დროებითი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.    როგორც მან აღნიშნა, გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შესახებ განმარტებას შესაბამისი სტრუქტურები გააკეთებენ და საზოგადოებას მომხდარის შესახებ ინფორმაციას...

როგორ გამოიყურება თსუ-ს ახალი სტუდენტური საცხოვრებელი, რომელიც უახლოეს დღეებში მიიღებს ახალგაზრდებს (ფოტო)

person access_time2017-11-23 18:30:25
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 320-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ აშენდა, ჯერ არ გახსნილა. თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, საერთო საცხოვრებელში ინვენტარის შეტანისა და სტუდენტთა რეგისტრაციის პროცესი უკვე დასრულებულია, - ამჟამად მიმდინარეობს სტუდენტთა განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით შერჩევა და მათი შესახლება უახლოეს დღეებში მოხდება, - განმარტავენ თსუ-ში. ახალი სტუდენტური...


მსგავსი სიახლეები