ვეგეტარიანული კაფეები – ბიზნესი, რომელიც ტურისტების შემდეგ ქართველებშიც პოპულარული ხდება

access_time2017-11-10 18:30:25

საქართველოში ვეგეტარიანული და ვეგანური საკვები თანდათან პოპულარული ხდება. როგორც „კომერსანტს“ ვეგეტარიანული კაფეების წარმომადგენლებმა განუცხადეს, თუ რამდენიმე წლის წინ ქართველ მომხმარებელში ძირითადად ხორცისგან დამზადებულ საკვებზე იყო მოთხოვნა, ხოლო ბოსტნეულს უპირატესობას ტურისტები ანიჭებდნენ, ახლა ვითარება შეიცვალა და ქართველების მხრიდან  პროდუქციაზე მოთხოვნა გაჩნდა.


ასევე, კომპანიების წარმომადგენლების თქმით, მსგავსი სახის პროდუქცია ჩვენ ქვეყანაში ქალბატონებში უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე მამაკაცებში.


ვეგეტარიანული კაფე Leila-ს მენეჯერი ქეთი სხირტლაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მათი მომხმარებლები როგორც ქართველები, ისე უცხოელი ტურისტები არიან. მისი თქმით, კაფე საქართველოს მოქალაქეებში, განსაკუთრებით მამაკაცებში, პოპულარობით არ სარგებლობს. სხირტლაძის განცხადებით, ვეგეტარიანული საკვებით ძირითადად ქალბატონები იკვებებიან.


„თავდაპირველად ვეგეტარიანულ საკვებზე მოთხოვნა ნაკლებად იყო, თუმცა შემდგომ წლებში არსებული სურათი შეიცვალა. ჯანსაღი ცხოვრების წესს ყურადღება ექცევა და ამან გამოიწვია სწორედ ის, რომ მსგავსი სახის პროდუქციაზე მოთხოვნა გაჩნდა. ჩვენთან ვეგეტარიანული საკვებით ძირითადად ქალბატონები იკვებებიან და მომხმარებლების რაოდენობაც მზარდია“, - განმარტა ქეთი სხირტლაძემ.


საქართველოში პირველი უმი, ვეგანური კონცეფციის მქონე სამზარეულოს „ნამუს“  ხელმძღვანელი ანა ტიკარაძე განმარტავს, რომ მათი საკვების მომხმარებლები არიან როგორც ქართველები, ასევე უცხოელები. „ნამუს“ შემთხევაშიც ვეგანური საკვები ქალბატონებში მეტად მოთხოვნადია და ბოლო პერიოდში მასზე მოთხოვნამ იმატა.


როგორც ტიკარაძე აცხადებს, ზოგადად, ვეგეტარიანული კვება ძვირია და მისი ფასები ტრადიციული ქართული რესტორნების ფასებისგან განსხვავდება.


„ბოლო პერიოდში მსგავსი საკვების მიმართ ცნობადობა მეტად გაზრდილია. ჩვენ უფრო მეტ პროდუქციას ვამზადებთ, ვიდრე ეს წარსულში იყო. ბაზარზე ვეგანურ საკვებზე მოთხოვნამ იმატა. მოთხოვნაა როგორც უცხოელებში, ასევე ქართველებში. ვეგანური საკვები ქალბატონებშიც მეტად მოთხოვნადია. ერთი წლის განმავლობაში ჩვენზე მოთხოვნამ 50%-ით მოიმატა.


იმისათვის, რომ ეს კულტურა ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად დაინერგოს, ცნობადობა უნდა გაიზარდოს. კერძოდ იმაზე, რომ ცხოველური საკვები ისეთი სასარგებლო არაა, როგორც გვგონია“, - აღნიშნა ტიკარაძემ.


როგორც Kiwi Vegan Café 5-ში აცხადებენ, მათთან ბოლო წლებში ქართველი მომხმარებლების რაოდენობამ 60-70%-ით მოიმატა.


„ბოლო წლების განმავლობაში ვეგანურ საკვებზე მოთხოვნა გაორმაგებულია. პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, ჩვენთან უცხოელების რაოდენობა იგივეა, ხოლო ქართველების რაოდენობამ 60-70%-ით მოიმატა.


ზოგადად ქართველებზე მეტი უცხოელები არიან, თუმცა ქართველი ვეგანების რაოდენობაც ყოველწლიურად მზარდია. ეს სწორი ინფორმაციის მიწოდებითაა გამოწვეული“,  აცხადებენ Kiwi Vegan Café 5-ში.


ავტორი:ლიკა გურაბანიძე




გიორგი ღაღანიძე ხელისუფლებას 4 ქვეყნის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას სთავაზობს

person access_time2017-11-24 17:00:43
„წლების წინ, როდესაც რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა დაიწყო, მაშინ გვქონდა იდეა, რომ სამცხე-ჯავახეთში, იქ სადაც ეს ბაზა იყო, მოწყობილიყო თავისუფალი სავაჭრო ზონა, თუმცა იდეა არ განხორციელდა“, - განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ თსუ-ს პროფესორმა, ეკონომისტმა გიორგი ღაღანიძემ. მისივე თქმით, ახლა, როდესაც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ამოქმედდა, სავაჭრო ზონის გაკეთება ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნება. „საქართველოს აქვს...

კახა კალაძე: ქალაქის ბიუჯეტის დაახლოებით 38% სოციალურ პროგრამებზე იხარჯება

person access_time2017-11-24 15:30:19
თოქ-შოუში „რეაქცია“ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა: „მძიმე სოციალური ფონია ქალაქში და ზოგადად ქვეყანაში, სწორედ ამიტომ ქალაქის ბიუჯეტის დაახლოებით 38% მიდის სოციალურ დახმარებებზე“. ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა სოციალური ხარჯები მოიცავს როგორც სოციალურ უზრუნველყოფაზე, ასევე ჯანმრთელობის დაცვაზე გაწეულ ხარჯებს. 2017 წლის თბილისის ბიუჯეტის მთლიანი ხარჯები 585 მლნ 263 ათასი ლარია. აქედან...

„2017 წლის ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით ზრდა ლარის კურსზე არ იმოქმედებს“

person access_time2017-11-24 13:20:12
2017 წლის ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით ზრდა ლარის კურსზე არ იმოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. როგორც კაკაურიძე აცხადებს, დამატებული თანხა 2018 წელს დაიხარჯება. „ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდა 305 მილიონი ლარით მოხდება. თუმცა, ეს თანხა ემატება ბიუჯეტს 2018 წელს განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის. წელს ამ თანხის ხარჯვა არ მოხდება. თანხები მოხვდება საწარმოების...

საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოების დასაწყებად 5 მილიონის ინვესტიცია ჩაიდება

person access_time2017-11-24 11:10:03
საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოება დაიწყება. პროექტის განხორციელებას ქართული ფრეგობასი, გერმანელ და ჩინელ პარტნიორებთან ერთად გეგმავს. ერთობლივი კორპორაციის დაფუძნებაზე მემორანდუმი უკვე გაფორმდა. ქართული კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, რომ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მიმდინარეობს და ოპტიმისტური გათვლებით ისინი 1.5 წელიწადში პირველი პარტიის გამოშვებას ელიან. ელექტროავტობუსები განკუთვნილი იქნება, როგორც...

„გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან“ - შს მინისტრი ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

person access_time2017-11-23 11:47:50
საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას იმის შესახებ, საქართველოს გარდა, რომელ ქვეყნებში მიმდინარეობს გამოძიება გუშინ გამოვლენილ დანაშაულებრივ ჯგუფთან დაკავშირებით. „იყო ნათქვამი და ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ,- განაცხადა გახარიამ. რაც შეეხება იმას, შეგვიძლია თუ არა...


მსგავსი სიახლეები