გიორგი სამანიშვილი - „ღვინის ექსპორტის ზრდის მიზეზი არის ის, რომ დარგი შეთანხმებულად მუშაობს“

access_time2017-11-11 10:00:36

„ღვინის ექსპორტის ზრდის და წარმატების მთავარი მიზეზი არის ის, რომ დარგი შეთანხმებულად მუშაობს“ - ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“, „ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა“ გიორგი სამანიშვილმა განაცხადა.


ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი 10 თვის მონაცემით 59%-ით გაიზარდა. როგორც სამანიშვილი აღნიშნავს, წლის ბოლომდე დადებითი ტენდენცია გაგრძელდება და ექსპორტზე დაახლოებით 70 მილიონი ბოთლი გავა.


„წლის დასაწყისიდან მოყოლებული ექსპორტი ყოველთვიური ანალიზით დაახლოებით 60%-ით გაიზარდა. ოქტომბერში დაახლოებით სამოცი მილიონი ბოთლი გავიდა ექსპორტზე.


წლის ბოლომდე ეს დადებითი ტენდენცია გაგრძელდება და ვვარაუდობთ, რომ ქართული ღვინის ექსპორტი დაახლოებით 70 მილიონ ბოთლზე ავა. ექსპორტზე გასული ღვინის რაოდენობრივი მონაცემები წლის ბოლოს რეკორდული იქნება. ამ წარმატების მთავარი მიზეზი არის ის, რომ დარგი შეთანხმებულად მუშაობს“, - განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.


„ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის“ თქმით, ქართული ღვინო ძირითადად - რუსეთში, უკრაინში, ჩინეთში, ყაზახეთში, პოლონეთში, ასევე გერმანიასა და აშშ-ში გადის.


სამანიშვილის აზრით, „ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ხარისხის კონტროლი, რათა შევინარჩუნოთ ის დადებითი იმიჯი, რაც ახალ ბაზრებზე გვაქვს.
საბედნიეროდ, საქართველოში მოქმედი ყველა კომპანია ახერხებს იმ სტანდარტებში ჩაჯდეს, რაც ხარისხიანი ღვინის წარმოებას გულისხმობს. ეს ხარისხი უნდა შევინარჩუნოთ. სტრატეგიული გადაწყვეტილებების შეთანხმება ღვინის კომპანიებთან ხდება და ჩვენ მათ ინეტრესებს მუდმივად ვითვალისწინებთ“,  განაცხადა სამანიშვილმა.


ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი 10 თვის მონაცემით 59%-ით გაიზარდა.


2017 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 61 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 59%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 134,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 52%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.


ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 41% (6 086 733), რუსეთი - 87% (38 355 125), უკრაინა - 48%(6 237 652), პოლონეთი - 18% (2 151 342), ლატვია - 31% (1 279 718), ბელარუსი - 42% (1 318 852), აშშ - 68% (394 464), გერმანია - 57% (367 342), ისრაელი - 149% (180 824), საფრანგეთი - 187% (98 194), აზერბაიჯანი 76% (102 342) და სხვა.


ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი - 38355125, უკრაინა - 6237652, ჩინეთი - 6086733, ყაზახეთი - 2671845 და პოლონეთი 2151342 ბოთლი.


ამასთან, მსოფლიოს 22 ქვეყანაში ექსპორტირებულია 13630421 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 91%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 29,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 83%-ს აღწევს.


საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 219 183 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 198% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 664,6 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 154%-ს მიაღწია.


მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 222,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 50% შეადგინა.



„კომერსანტი“



გიორგი ღაღანიძე ხელისუფლებას 4 ქვეყნის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას სთავაზობს

person access_time2017-11-24 17:00:43
„წლების წინ, როდესაც რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა დაიწყო, მაშინ გვქონდა იდეა, რომ სამცხე-ჯავახეთში, იქ სადაც ეს ბაზა იყო, მოწყობილიყო თავისუფალი სავაჭრო ზონა, თუმცა იდეა არ განხორციელდა“, - განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ თსუ-ს პროფესორმა, ეკონომისტმა გიორგი ღაღანიძემ. მისივე თქმით, ახლა, როდესაც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ამოქმედდა, სავაჭრო ზონის გაკეთება ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნება. „საქართველოს აქვს...

კახა კალაძე: ქალაქის ბიუჯეტის დაახლოებით 38% სოციალურ პროგრამებზე იხარჯება

person access_time2017-11-24 15:30:19
თოქ-შოუში „რეაქცია“ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა: „მძიმე სოციალური ფონია ქალაქში და ზოგადად ქვეყანაში, სწორედ ამიტომ ქალაქის ბიუჯეტის დაახლოებით 38% მიდის სოციალურ დახმარებებზე“. ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა სოციალური ხარჯები მოიცავს როგორც სოციალურ უზრუნველყოფაზე, ასევე ჯანმრთელობის დაცვაზე გაწეულ ხარჯებს. 2017 წლის თბილისის ბიუჯეტის მთლიანი ხარჯები 585 მლნ 263 ათასი ლარია. აქედან...

„2017 წლის ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით ზრდა ლარის კურსზე არ იმოქმედებს“

person access_time2017-11-24 13:20:12
2017 წლის ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით ზრდა ლარის კურსზე არ იმოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. როგორც კაკაურიძე აცხადებს, დამატებული თანხა 2018 წელს დაიხარჯება. „ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდა 305 მილიონი ლარით მოხდება. თუმცა, ეს თანხა ემატება ბიუჯეტს 2018 წელს განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის. წელს ამ თანხის ხარჯვა არ მოხდება. თანხები მოხვდება საწარმოების...

საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოების დასაწყებად 5 მილიონის ინვესტიცია ჩაიდება

person access_time2017-11-24 11:10:03
საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოება დაიწყება. პროექტის განხორციელებას ქართული ფრეგობასი, გერმანელ და ჩინელ პარტნიორებთან ერთად გეგმავს. ერთობლივი კორპორაციის დაფუძნებაზე მემორანდუმი უკვე გაფორმდა. ქართული კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, რომ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მიმდინარეობს და ოპტიმისტური გათვლებით ისინი 1.5 წელიწადში პირველი პარტიის გამოშვებას ელიან. ელექტროავტობუსები განკუთვნილი იქნება, როგორც...

„გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან“ - შს მინისტრი ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

person access_time2017-11-23 11:47:50
საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას იმის შესახებ, საქართველოს გარდა, რომელ ქვეყნებში მიმდინარეობს გამოძიება გუშინ გამოვლენილ დანაშაულებრივ ჯგუფთან დაკავშირებით. „იყო ნათქვამი და ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ,- განაცხადა გახარიამ. რაც შეეხება იმას, შეგვიძლია თუ არა...


მსგავსი სიახლეები