„NATO-მ და ევროკავშირმა კარი უნდა გაუღოს იმ ქვეყნებს, რომელთა მოქალაქეებიც მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში არიან ჩართული“

access_time2017-11-09 15:10:56

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთში ოფიციალური ვიზიტისფარგლებში, მონაწილეობა მიიღო ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში, რომელშიც საქართველოსპეციალური სტუმარი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი.


გიორგი მარგველაშვილმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე და რეგიონული ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში საქართველოს როლზე ისაუბრა.


როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, საქართველო, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაა ცენტრალური ევროპის ქვეყნებთან ერთად ცდილობს და ფიქრობს ააშენოს უფროდაცული და უსაფრთხო ევროპა.
საქართველოს შეაქვს პოზიტიური წვლილი ევროპის და მსოფლიოს სტაბილურობის გაძლიერებაშიდა ევროკავშირსაც და ნატოსაც უნდა ჰქონდეს მიმღებლობა ისეთი ქვეყნებისა, რომლის მოქალაქეებიც იცავენ მსოფლიო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

 პრეზიდენტმა რუსეთის ანექსიური პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 90 -იან წლებში, როდესაც რუსეთმა სამხედრო აგრესია განახორციელა საქარველოს ერთ- ერთრეგიონზე, მაშინ არ იყო შესაბამისად შეფასებული მისი ქმედებები. უდიდესი ბირთვულისახელმწიფო ასევე შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წელს. 2014 წელს კი, მოხდაუკრაინის მოვლენები. შესაბამისად, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 90-იანი წლებისა და 2008 წლის პრეცედენტები რომ რაციონალურად შეფასებულიყო, შესაძლოა, უკრაინის შედეგიაღარ დამდგარიყო. რუსეთის ქმედებები საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევაა დამას მკაფიო, ნათელი და რაციონალური შეფასება უნდა მიეცეს.


ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო საზოგადოებას მკაფიო, ნათელი და რაციონალურიპოზიციის და პასუხების დაფიქსირებისაკენ მოუწოდა.


მისივე შეფასებით, რუსეთის ანექსიური პოლიტიკის მიზანი იყო შეეჩერებინასაქართველოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია, თუმცა საქართველომ 2008 წლის შემდეგუფრო გაააქტიურა ეს პროცესი და მნიშვნელოვან შედეგებსაც მიაღწია.


 პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმ შესაძლო პერსპექტივებზე, რომელიც საქართველოსეხსნება აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის, ევროკავშირთან ასოცირებისხელშეკრულების, ნატოსთან ინტეგრაციის ფორმატში. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათუ რამდენად დიდი როლი აქვს პოლონეთს, როგორც ერთერთ ყველაზე უფრო დინამიურად განვითარებად ქვეყანას საქართველოს ინტერესების დაცვის კუთხით, როგორც აღმოსავლეთპარტნიორობის, ისე ნატოს სამიტებზე.


მარგველაშვილმა რეგიონული პროექტების, რეგიონული თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრა და საქართველოს გეოპოლიტიკურ როლს გაუსვა ხაზი. მისი განცხადებით, საქართველოს დაცულობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების გარეშე ვერ შედგება ვერც რეგიონალური უსაფრთხოება დავერც ის ტრანსკონტინენტური პროექტები, რომლებზეც ასე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებულიევროპული ეკონომიკა და აზიური ქვეყნების ბაზრები. ის, რაც ხდება საქართველოში განაპირობებსდა განსაზღვრავს რეგიონალურ უსაფრთხოებას.


ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრები: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოსმდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათასაკითხებში კახა კოჟორიძე საქართველოს ელჩი პოლონეთში ილია დარჩიაშვილი.





პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი: Airbnb-ს მომხმარებლებმა ბინებში სათვალთვალო კამერები აღმოაჩინეს

person access_time2017-12-15 19:30:26
შვებულება ახლოვდება და რამდენიმე დღის საზღვარგარეთ გატარებას გეგმავთ: ირჩევთ თქვენთვის სასურველ მიმართულებას, ყიდულობთ ბილეთს და ბინას ინტერნეტის საშუალებით ჯავშნით. შუა შვებულებისას კი აღმოაჩენთ, რომ თქვენ მიერ ნაქირავები ბინის საძინებელში ან სააბაზანოში ბინის მეპატრონეს ვიდეოკამერა აქვს დამონტაჟებული. ამ არასასურველ მდგომარეობაში Airbnb-ს რამდენიმე მომხმარებელი აღმოჩნდა. მათი გამოცდილების შესახებ კი ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით მალევე გახდა ცნობილი. რა...

აფხაზებისთვის უსასყიდლოდ მიწოდებულმა დენმა შესაძლოა, „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გააძვიროს

person access_time2017-12-15 16:30:38
2017 წლის ნოემბერში „ენგურჰესის“ და „ვარდნილჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 54,4% აფხაზეთმა წაიღო, 11 თვეში კი 43,9%. სწორედ ეს დაასახელა „ენგურჰესის“ ფინანსურმა დირექტორმა ვალერი კანკიამ ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. მართალია, დღეს  „ვარდნილჰესების კასკადისა და „ენგურჰესისთვის წარმოების ტარიფის დადგენის გადაწყვეტილება გადაიდო, თუმცა  საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. დღეს საქართველოს...

ერთ პარტიაზე მორგებული კანონი - „ის რასაც წარსულში ფონდი „ქართუ“ აფინანსებდა, ახლა ქართული სახელმწიფო აფინანსებს“

person access_time2017-12-15 18:00:13
სახელმწიფომ, შესაძლოა ის პოლიტიკური გაერთიანებაც (პარტია) დააფინანსოს 300 ათასი ლარით, რომელიც საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს, მაგრამ პარლამენტში ერთ მაჟორიტარს მაინც შეიყვანს და რომელიც ფრაქციასაც შექმნის. როგორც ოპოზიცაიში, ისე სახელისუფლებო გუნდშიც აცხადებენ, რომ არ შეიძლება პარტია იქნება თუ პიროვნება, მას კანონებს არგებდნენ. საპარლამენტო უმრავლესობაში ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ წევრის გია ჟორჟოლიანისა და...

„ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს“

person access_time2017-12-15 15:30:48
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს მიაჩნია, რომ ავანსის დღგ-ით დაბეგვრა მაღალი საგადასახადო რისკის მქონე დარგებზე უნდა გავრცელდეს. „ანალიტიკასთან" ინტერვიუში ზურა ძნელაშვილი აცხადებს, რომ 2016 წლის ბოლოსაც, როცა ამ სისტემის დანერგვის შესახებ ბიზნესმა მოულოდნელად გაიგო, ბიზნესომბუდსმენის აპარატმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტს და აღმასრულებელ შტოებს ავანსის დღგ-ით დაბეგვრის სისტემის მინიმუმ 1 წლით გადავადების თხოვნით მიმართა, მაგრამ...

ნოემბერში ფულადი გზავნილები 24,8%-ით გაიზარდა

person access_time2017-12-15 14:42:40
2017 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 122.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 326.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.8 პროცენტით (24.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ...


მსგავსი სიახლეები