გიორგი სამანიშვილი - „ბორდოში გამოფენის შედეგები მოლოდინზე უკეთესი იქნება“

access_time2017-11-12 15:00:53

ორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში (Cité des Civilisations Du Vin) გამოფენა „საქართველო-ღვინის აკვანი“ 5 ნოემბერს დასრულდა, სადაც საქართველო მასპინძელი ქვეყნის რანგში წარსდგა. ამ ღონისძიებით კონკრეტულად რა შედეგები მივიღეთ? და ქვეყანამ რამდენად წარმატებულად გაართვა მას თავი?  - აღნიშნულ საკითხებზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში  „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“, „ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა“ გიორგი სამანიშვილმა ისაუბრა.


როგორც სამანიშვილმა აღნიშნა, ბორდოში ჩატარებული გამოფენა ქვეყანას დიდი წარმატებას მოუტანს.


„ბორდოში ღვინის ცივილიზაციის მუზეუმში საქართველო პირველი მიწვეული ქვეყანა იყო. ეს წარმატება იმ თანმიმდევრული მუშაობის შედეგი იყო, რაც ჩვენმა ქვეყანამ შეძლო.


გამოფენა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და შედეგები მოლოდინზე უკეთესი იქნება. ბორდოში ქართული ღვინის კულტურას ძალიან ბევრი ადამიანი გაეცნო. დასავლეთის ბაზრებზე ეს წარმატება დადებითად აისახება“, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა.


გიორგი სამანიშვილის აზრით, „ აღნიშნული ღონისძიება კერძო სექტორის გამოფენა არ ყოფილა და ეს ზოგადად საქართველოს, როგორც მეღვინეობის აკვანის წარმოჩენა იყო. მისასალმებელი და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ქართულ ღვინოზე ცნობადობა იზრდება.“

 


საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში (Cité des Civilisations Du Vin) გამოფენა „საქართველო - ღვინის აკვანი“ საზეიმოდ დაიხურა. გამოფენა სამი თვის (მიმდინარე წლის 31 ივლისს გაიხსნა და 5 ნოემბრამდე გაგრძელდა) განმავლობაში მიმდინარეობდა და საქართველო პირველი მიწვეული და ამასთანავე, მასპინძელი ქვეყანა იყო.

 

როგორც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებდა, გამოფენის მთავარი მოლოდინი ის იყო, რომ მსოფლიოსთვის ქართული კულტურის, ღვინის და ქვეყნის პოტენციალი კარგად გაეცნოთ. სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით კი, აღნიშნული გამოფენის მასპინძლობა დასტურია იმის, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო.


სამი თვის განმავლობაში ექსპოზიციას 80 000-ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა.

 

14 სექტემბერს ცენტრის შესასვლელში მუდმივ ექსპოზიციად ქართული ქვევრიც დაიდგა იმის აღსანიშნავად, რომ „იუნესკომ“ 2013 წელს ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიყვანა.


საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლი გახსნა. გამოფენის ფარგლებში გაიმართა არაერთი ღონისძიება -  დეგუსტაციები, სამეცნიერო კონფერენციები და პროფესიონალური შეხვედრები.


გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული  ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან.

 

ბორდო ითვლება ევროპის წამყვან კულტურულ და ტურისტულ ცენტრად და მსოფლიო ღვინის დედაქალაქად, რომელიც ყოველწლიურად  6 მილიონზე მეტ ტურისტს მასპინძლობს.  ღვინის ცივილიზაციის ცენტრი – Cité des Civilisations Du Vin – განთავსებულია 14 ათას კვ. მეტრზე და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით დამთვალიერებლებს ღვინის ცივილიზაციის ისტორიასა და თანამედროვეობას აცნობს.


„კომერსანტი“



გიორგი ღაღანიძე ხელისუფლებას 4 ქვეყნის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას სთავაზობს

person access_time2017-11-24 17:00:43
„წლების წინ, როდესაც რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა დაიწყო, მაშინ გვქონდა იდეა, რომ სამცხე-ჯავახეთში, იქ სადაც ეს ბაზა იყო, მოწყობილიყო თავისუფალი სავაჭრო ზონა, თუმცა იდეა არ განხორციელდა“, - განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ თსუ-ს პროფესორმა, ეკონომისტმა გიორგი ღაღანიძემ. მისივე თქმით, ახლა, როდესაც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ამოქმედდა, სავაჭრო ზონის გაკეთება ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნება. „საქართველოს აქვს...

კახა კალაძე: ქალაქის ბიუჯეტის დაახლოებით 38% სოციალურ პროგრამებზე იხარჯება

person access_time2017-11-24 15:30:19
თოქ-შოუში „რეაქცია“ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა: „მძიმე სოციალური ფონია ქალაქში და ზოგადად ქვეყანაში, სწორედ ამიტომ ქალაქის ბიუჯეტის დაახლოებით 38% მიდის სოციალურ დახმარებებზე“. ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა სოციალური ხარჯები მოიცავს როგორც სოციალურ უზრუნველყოფაზე, ასევე ჯანმრთელობის დაცვაზე გაწეულ ხარჯებს. 2017 წლის თბილისის ბიუჯეტის მთლიანი ხარჯები 585 მლნ 263 ათასი ლარია. აქედან...

„2017 წლის ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით ზრდა ლარის კურსზე არ იმოქმედებს“

person access_time2017-11-24 13:20:12
2017 წლის ბიუჯეტის 305 მილიონი ლარით ზრდა ლარის კურსზე არ იმოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. როგორც კაკაურიძე აცხადებს, დამატებული თანხა 2018 წელს დაიხარჯება. „ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდა 305 მილიონი ლარით მოხდება. თუმცა, ეს თანხა ემატება ბიუჯეტს 2018 წელს განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის. წელს ამ თანხის ხარჯვა არ მოხდება. თანხები მოხვდება საწარმოების...

საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოების დასაწყებად 5 მილიონის ინვესტიცია ჩაიდება

person access_time2017-11-24 11:10:03
საქართველოში ელექტროავტობუსების წარმოება დაიწყება. პროექტის განხორციელებას ქართული ფრეგობასი, გერმანელ და ჩინელ პარტნიორებთან ერთად გეგმავს. ერთობლივი კორპორაციის დაფუძნებაზე მემორანდუმი უკვე გაფორმდა. ქართული კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, რომ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მიმდინარეობს და ოპტიმისტური გათვლებით ისინი 1.5 წელიწადში პირველი პარტიის გამოშვებას ელიან. ელექტროავტობუსები განკუთვნილი იქნება, როგორც...

„გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან“ - შს მინისტრი ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

person access_time2017-11-23 11:47:50
საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას იმის შესახებ, საქართველოს გარდა, რომელ ქვეყნებში მიმდინარეობს გამოძიება გუშინ გამოვლენილ დანაშაულებრივ ჯგუფთან დაკავშირებით. „იყო ნათქვამი და ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ,- განაცხადა გახარიამ. რაც შეეხება იმას, შეგვიძლია თუ არა...


მსგავსი სიახლეები