„მთავრობა არაფორმალური სივრცის გაკონტროლებასაც გეგმავს“ - 100 000 ლარამდე სესხის სხვა ვალუტაში გაცემა შესაძლოა, კერძო პირებსაც აეკრძალოთ

access_time2017-11-10 09:00:07

მთავრობის იმ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ფიზიკურ პირებზე 100 000 ლარამდე სესხის სხვა ვალუტაში გაცემის შემთხვევაში შესაძლოა, სესხის გამცემი დაჯარიმდეს, სპეციალისტები დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ეს გარკვეულწილად ლარიზაციის პროგრამის გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს. ამ შემთხვევაში საქმე ეხება იმ ორგანიზაციებს და კერძო ოპოთეკარებს, რომლებზეც ეროვნული ბანკის რეგულაცია არ ვრცელდება. 


ცნობისათვის, მთავრობის ინიციტივით ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ფიზიკურ პირებზე 100 000 ლარამდე სესხის სხვა ვალუტაში გაცემის შემთხვევაში შესაძლოა, მოქალაქე დაჯარიმდეს. კანონპროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ახალი მუხლი. ამ მუხლის მიხედვით, თუ სესხი სხვა ვალუტაში გაიცემა, პირველ შემთხვაში, პირი გაფრთხილებას მიიღებს, გაფრთხილების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში სამართალდარღვევის გამოუსწორებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით ფიზიკურ პირზე 100 000 (ასი ათას) ლარამდე სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. გამომდინარე იქედან, რომ რიგ შემთხვევებში სხვადასხვა სუბიექტების მიერ ხდება მოცემული მოთხოვნის დარღვევა, აუცილებელია დადგინდეს ჯარიმა ამგვარი ქმედების პრევენციის მიზნით, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.


„ბანკების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცუცქირიძე განმარტავს, რომ ეს კანონპროექტი ერთგვარად ლარიზაციის პროგრამის გაგრძელებაა. მისი განცხადებით, აქამდე საკრედიტო დაწესებულებებისთვის დადგენილი იყო ეროვნული ბანკის მოთხოვნა, რომ 100 000 ლარამდე სესხები ლარში გაცემულიყო. თუმცა, ეს შეზღუდვა ვრცელდებოდა იქ, სადაც ეროვნული ბანკის კონტროლია. კერძოდ, ყველა ლიცენზირებულ საკრედიტო დაწესებულებებზე.


ცუცქირიძის განცხადებით,ასევე არსებობენ კერძო იპოთეკარები და ამას ეროვნული ბანკი ვერ აკონტროლებს. მისი განცხადებით, მთავრობა ამ რეგულაციით სწორედ არაფორმალური  სივრცის გაკონტროლებას გეგმავს. „ამისთვისაა გადაწყვეტილება მიღებული, რომ მთლიანი სივრცე იქნას ათვისებული და ერთ ნაწილზე არ გაიცემოდეს ლარში სესხები და მეორე ნაწილზე - კი“ -აცხადებს ცუცქირიძე.


„ბანკების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ მთავრობის ეს ინიციატივა დადებითად შეიძლება შეფასდეს. „მთავრობის ეს ნაბიჯი ლარიზაციის პროგრამის წარმატებით მიმდინარეობის ერთ-ერთი ხელშემწყობი ღონისძიებაა“,  განაცხადა ცუცუქირიძემ.

 

კითხვაზე, რა წილი უჭირავს ფულის მასის ბრუნვაში ე.წ. მევახშეების მიერ გაცემულ სესხებს, ცუცქირიძე აცხადებს, რომ აღნიშნულ სეგმნეტში წლიურად დაახლოებით 200-400 მილიონი დოლარი ბრუნავს.


ფინანსისტის ნიკა შენგელიას  განცხადებით, კერძო იპოთეკარები სესხებს ძირითადად დოლარში გასცემენ და ეს პრობლემა რეალურად გადასაჭრელია. „ლარები იწერება ხოლმე, მაგრამ გაიცემა დოლარებში. კერძო იპოთეკარი არასდროს სესხს ლარში არ იძლევა. ჩვენი ეროვნული ბანკის რეპუტაციიდან გამომდინარე ისინი ლარს არ ენდობიან“-აცხადებს შენგელია.


მისი განცხადებით, აღნიშნული რეგულაციის შემოღება აუცილებელი იყო, თუმცა, პრობლემა ამით ვერ მოგვარდება.


 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 



British American Tobacco-მ 100 მილიონი დოლარის დავა უზენაეს სასამართლოშიც მოიგო

person access_time2017-11-20 11:00:52
British American Tobacco-მ სააპელაციო სასამართლოს შემდეგ 100 მილიონი დოლარის სასამართლო დავა უზენაეს სასამართლოშიც მოიგო. როგორც „კომერსანტთან ექსკლუზიურად British American Tobacco-ს დირექტორი კორპორატიულ და იურიდიულ საკითხებში ზვიად სხვიტარიძე აცხადებს, ეს არის უპრეცედენტო თანხა. მისივე თქმით, უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საქმე განსახილველად მიეღო. მისივე განცხადებით, თავად ეს გადაწყვეტილება კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ამ საკითხზე დავა...

“ყოჩაღ მთავრობა და ეროვნული ბანკი: კვლავ შემოაგდო ლარის გაუფასურების ცრუ ვერსია და თუთიყუშებივით ერთ ხმაში აიყოლია ყველა”

person access_time2017-11-19 15:29:31
...

“პირველი იანვრიდან ხელფასს დაერქმევა ხელფასი, პრემიას - პრემია"- ირაკლი ხმალაძე

person access_time2017-11-19 12:56:41
პირველი იანვრიდან ძალაში შედის სახელფასო რეფორმა, რომლითაც წლის განმავლობაში პრემიის ოდენობა ჯამურად 10%–ს უნდა შეადგენდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პირველი...

Bloomberg-მა 2017 წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები დაასახელა

person access_time2017-11-18 12:30:40
Bloomberg ამერიკის საუკეთესო ბიზნეს სკოლების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. ზედიზედ მესამე წელია სიის სათავეში Harvard ხვდება. მიმდინარე წელს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესეს პენსილვანიის უნივერსიტეტმა და MIT -მა. რეიტინგის შედეგენისას შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: კურსდამთავრებულების და სტუდენტების სამეცნიერო მიღწევები; კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი და მათი საშუალო ანაზღაურება. Columbia Business School-ის კურსდამთავრებულები სწავლის...

სად არის თქვენს მიერ დაანონსებული გაზრდილი ინვესტიციები ბატონო გიორგი?

person access_time2017-11-18 11:00:18
„2017 წლიდან ლარი ისე გამყარდება, რომ ეროვნულ ბანკს მიჯნის დადება მოუწევს“, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი გაჩეჩილაძემ 2016 წლის ნოემბერში მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში მოსმენისას განაცხადა . ამასთან, გიორგი გაჩეჩილაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას კითხვაც დაუსვა, თუ როგორ შეძლებენ მომავალში გამყარებულ ლარზე ზღვარის დაწესებას. მაშინ „მწვანეთა პარტიის” ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძე ისიც განაცხადა, რომ მომავალ წელს საქართველოში ენერგეტიკის სფეროში...


მსგავსი სიახლეები