როგორ ვისწავლოთ თამაშით? TOYEASY – ორი ქართველი სტუდენტის შემეცნებითი გამოსავალი

access_time2017-11-11 16:00:02

TOYEASY – ორი ქართველი სამრეწველო დიზაინერის იდეაა, რომლის მიზანია ინოვაციური და დახვეწილი დიზაინის შემეცნებითი სათამაშოების წარმოება, აბსტრაქტული და ლოგიკური უნარების განვითარების მიზნით. 2016 წელს, იდეამ TeamLab-ზე მესამე ადგილი დაიკავა, 2017 წელს ტაივანის საერთაშორისო სტუდენტურ დიზაინ კონკურსზე, პროდუქტის დიზაინის კატეგორიაში, ფინალურ 130-ეულში მოხვდა, სადაც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 18 000-მდე განაცხადი იყო შესული.


2017 წელს Creative Business Cup Georgia-ს კონკურსზე კი მე-2 ადგილის მფლობელი გახდა. ამ დროის განმავლობაში, სტუდენტები სათამაშოს იდეისა და პროტოტიპის დახვეწაზე მუშაობდნენ და ამჟამად, იდეის განსახორციელებლად ფინანსური რესურსების მოძიების სტადიაზე არიან. კონკრეტულად, როგორია TOYEASY-ს კონცეფცია, რაში მდგომარეობს მისი შემეცნებითი ფუნქცია და რა არის საჭირო მისი წარმოების დასაწყებად – ამ საკითხებზე TOYEASY-ს იდეის ავტორი – თაზო არუნაშვილი გვესაუბრა:


-რა საჭიროებასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმენით TOYEASY? როგორია მისი კონცეფცია?


-მინდოდა სათამაშოების დიზაინის შექმნა და ამ თემაზე მუშაობა. ჩემს მეგობარს – მარიამ ამაშუკელსაც ვუთხარი და აღმოჩნდა, რომ მასაც უნდოდა ამ მიმართულებით მუშაობა და ასე დაიწყო TOYEASY-ს ისტორია. ჩვენ ვართ სამრეწველო დიზაინერები, ჩვენი საქმე, სწორედ, ინოვატორობას გულისხმობს: ახლის შექმნა ან ძველის გაუმჯობესება. ჩვენი მიზანია ვაწარმოოთ ინოვაციური და დახვეწილი დიზაინის შემეცნებითი სათამაშოები, ჩვენი სათამაშოები ემსახურება კონკრეტულ მიზნებს, როგორიცაა: უცხო ენის სწავლაში დახმარება, აბსტრაქტული და ლოგიკური უნარების განვითარება. ეს სათამაშოები ასევე გათვლილია დისლექსიის მქონე ბავშვებისთვისაც, ვისაც უჭირს კითხვა და უცხო ენების შესწავლა. სათამაშოები მზადდება ორგანული მასალებისგან.


-ვისთვისაა განკუთვნილი თქვენი პროდუქტი და რაში ეხმარება მათ? როგორია თამაშის პროცესი?


-ჩვენ ვგეგმავთ სათამაშოების სერიის წარმოებას, ხოლო, ამ კონკრეტული პროდუქტით თამაშის პროცესი ხდება კვადრატული ფორმის დაფაზე. სტილიზებული ასოების სწორად ჩასმის შემთხვევაში, დაიწერება სიტყვა და ასევე, მიიღებს იმ ცხოველის ან ნივთის ფორმას, რა სიტყვაც დაწერა. სტილიზებულ ასოებთან ურთიერთობით, ბავშვს უვითარდება ლოგიკური და აბსტრაქტული აზროვნება. ეს ეხმარება მას ახალი სიტყვის სწავლაში და კარგად აღებეჭდება მის გონებაში ამ სიტყვისა და საგნის „ხატება“ (იკონი), რადგან ამ პროცესით კარგად მუშაობს ბავშვის ტვინის ორივე ჰემისფერო. ხოლო, დაფის უკანა მხარეს არის მოცემულ ცხოველზე ან ნივთზე სახალისო ინფორმაცია უცხო ენაზე. ეს სათამაშოები განკუთვნილია საშუალოდ 4-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და ასევე დისლექსიის მქონე ბავშვებისთვის. კონკრეტულად, ეს სათამაშო განკუთვნილია მათთვის ვისაც ახალი დაწყებული აქვს უცხო ენის შესწავლა. შესაძლებელია თამაში როგორც ინდივიდუალურად ასევე სხვა ბავშვებისა და მშობლის ან მასწავლებლის თანხლებით.





-რა გზა განვლო TOYEASY-მ დღევანდელ დღემდე?


-ამ სათამაშოების იდეიდან თითქმის 1 წელი გავიდა. პირველად ეს პროექტი წარვადგინეთ მთაწმინდის ტექნოპარკში TEAMLAB-ზე, მხოლოდ იდეის სახით. სახელიც TOYEASY (თოიზი) მანდ დაგვარქვეს ორგანიზატორებმა, რადგან არ გვქონდა მოფიქრებული. ამ კონკურსში დავიკავეთ მე-3 ადგილი. შემდეგ დავიწყეთ სათამაშოების დიზაინის დახვეწა და პროგრამულად აწყობა პროტოტიპირებისთვის. ამაში კონსულტაციები გაგვიწია ასისტენტ პროფესორმა – ზაქარია გოჩიტაშვილმა. რამდენიმე საცდელი ვარიანტი დავამზადეთ და ვტესტავდით, მეგობრებთან, ბავშვებთან. 2 თვე ხატვის მასწავლებლად ვმუშაობდი, ბავშვებთან გამოცდილების მიღების მიზნით და მანდაც მიმქონდა სათამაშოები დასატესტად. დავიკავეთ მე-2 ადგილი CREATIVE BUSSINESS CUP GEORGIA-ში, რის შედეგადაც, მოტივაციაც მოგვემატა და პროტოტიპირების პროცესიც განვაახლეთ. 2017 წლის სექტემბერში მოვხვდით ფინალისტებში ტაივანის პროდუქტის დიზაინის საერთაშრისო კონკურსზე, კორეელების, ჩინელებისა და იაპონელების გვერდით.



-რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა შემეცნებითი სათამაშოების ბაზარზე?


-დღეს საქართველოში მოიმატა სათამაშოების წარმოებამ, რაც ჩემი აზრით კარგია. ყველას თავისი მინუსი და პლიუსი აქვს. ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ იდეა არსაიდან გვაქვს გადმოღებული, ეს ჩვენი დაპროექტებულია და ბევრად დახვეწილი დიზაინის. ჩვენ არ გვინდა უბრალოდ ხის სათამაშოები, ჩვენ გვინდა სწავლის პროცესი უფრო სახალისო გავხადოთ. სწავლების საუკეთესო საშუალება კი თამაშია. „თამაშით ვსწავლობთ“ – ესაა ჩვენი ეგრეთ წოდებული მანტრა.




-როგორია TOYEASY განვითარების თქვენეული ხედვა და რა სჭირდება იდეას განსახორციელებლად?


-ამჟამად, ვამთავრებთ დასრულებულ, იდეალურთან მიახლოებულ მოდელებს, რათა მოვიპოვოთ დაფინანსება წარმოებისთვის და კიდევ ახალი სათამაშოების პროტოტიპირებისთვის. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენ არ გვინდა უბრალოდ ხის სათამაშოები, ჩვენ გვინდა სწავლის პროცესი უფრო სახალისო გავხადოთ. გვინდა ჩვენი პროდუქტი იყოს დაპროექტებული და დამზადებული საქართველოში.



marketer.ge



აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები