„შენობა-ნაგებობების ფასადების ნაწილში წესების გამკაცრება აუცილებელია“

access_time2017-11-09 12:55:57

„ახალი აშენებული შენობა-ნაგებობები მხოლოდ შეღებილი კი არა, მოპირკეთებული უნდა იყოს“, - ამის შესახებ დედაქალაქის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, დეველოპერებმა მასთან საუბარში აღნიშნეს, რომ შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესების გამკაცრება სირთულეს წარმოადგენს, თუმცა კალაძის განცხადებით, გამკაცრება აუცილებელია.


 „შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებში ცვლილებები შედის, გარკვეული მიმართულებით ვამკაცრებთ. თბილისის მცხოვრებლების უსაფრთხოება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ფასადების ნაწილს, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებიც თანხმდებიან და მხარს გვიჭერენ იმაში, რომ ამ მიმართულებით გამკაცრება აუცილებელია. ეს ყველაფერი ადამიანების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულია და ამდენად, ჩვენთვის პრიორიტეტულია. ახალი აშენებული შენობა-ნაგებობები უნდა იყოს მოპირკეთებული და არა მხოლოდ შეღებილი, რაც ამახინჯებს და აზიანებს ქალაქის იერსახეს“, - აღნიშნა კალაძემ.


მისივე თქმით: „ამასთან დაკავშირებით ვიმუშავებთ, გარკვეულ ხედვებს წარმოვადგენთ და ის, რაც დღეს ყველას გვაწუხებს იერსახის ნაწილში, მომდევნო წლებში იქნება შეცვლილი. ქალაქი დაემსგავსება ქალაქს.“


ამასთან, კახა კალაძემ დედაქალაქში არსებული დაუსრულებელი მშენებლობების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სერიოზული პრობლემაა.  


„ რამდენიმე კომპანიაა, ვინც ძირითადად ფლობს ასეთ შენობა-ნაგებობებს, რომლებსაც გარკვეული ფინანსური პრობლემები შეექმნათ. ამის გამო სერიოზული ზიანი მიადგათ იმ ადამიანებს, ვისაც ავანსი ჰქონდა გადახდილი. ჩვენ დავიწყებთ მუშაობას და ჩამოვაყალიბებთ კონკრეტულ ხედვას, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პრობლემა იქნეს მოგვარებული, - განაცხადა კალაძემ.


დედაქალაქის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა.


შეხვედრის მიზანი იყო დამსწრე საზოგადოების ინფორმირება მთავრობის 2006 წლის 28 იანვრის #41 დადგენილებაში ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების უსაფრთხოების წესები“ ცვლილებების შეტანის შესახებ.


ავტორი: თეონა კენჭიაშვილი




„გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან“ - შს მინისტრი ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

person access_time2017-11-23 11:47:50
საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას იმის შესახებ, საქართველოს გარდა, რომელ ქვეყნებში მიმდინარეობს გამოძიება გუშინ გამოვლენილ დანაშაულებრივ ჯგუფთან დაკავშირებით. „იყო ნათქვამი და ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ,- განაცხადა გახარიამ. რაც შეეხება იმას, შეგვიძლია თუ არა...

„ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე შიშის საფუძველი არ არსებობს„

person access_time2017-11-22 20:59:28
ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე შიშის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა რეფერალურ საავადმყოფოში განაცხადა, სადაც დაჭრილი სამართალდამცველები მოინახულა. მან დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა, ასევე მადლობა გადაუხადა სუს-სა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის თანამშროლებს. „როგორც იცით, დასრულდა სპეცოპერაცია. სამწუხაროდ, გვაქვს მსხვერპლი - სპეცრაზმის ერთი თანამშორმელი დაიღუპა....

კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი, ლიკვიდირებულია - 3

person access_time2017-11-22 19:11:07
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი და 3 ლიკვიდირებულია - ამის შესახებ 19 საათზე გამართულ ბრიფინგზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.   მისი ინფორმაციით, სპეცოპერაციისას დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 თანამშრომელი და 2 დაიჭრა. დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელიც....

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში, თბილისის მერია დროებითი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს

person access_time2017-11-22 18:22:13
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობას, სადაც კონტრტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობდა, საჭიროების შემთხვევაში, დედაქალაქის მერია დროებითი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.    როგორც მან აღნიშნა, გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შესახებ განმარტებას შესაბამისი სტრუქტურები გააკეთებენ და საზოგადოებას მომხდარის შესახებ ინფორმაციას...

როგორ გამოიყურება თსუ-ს ახალი სტუდენტური საცხოვრებელი, რომელიც უახლოეს დღეებში მიიღებს ახალგაზრდებს (ფოტო)

person access_time2017-11-23 18:30:25
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 320-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ აშენდა, ჯერ არ გახსნილა. თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, საერთო საცხოვრებელში ინვენტარის შეტანისა და სტუდენტთა რეგისტრაციის პროცესი უკვე დასრულებულია, - ამჟამად მიმდინარეობს სტუდენტთა განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით შერჩევა და მათი შესახლება უახლოეს დღეებში მოხდება, - განმარტავენ თსუ-ში. ახალი სტუდენტური...


მსგავსი სიახლეები