7 ნოემბრის საქმე 10 წლის შემდეგ და პოლიტიკური შეფასებები

access_time2017-11-07 14:57:23

რეზინის ტყვიები, მხუთავი ცრემლმდენი გაზი, რასაც წვიმა კიდევ უფრო ამძაფრებდა, გუგუნი, ხელკეტებისა და ღრიალის ხმა, სასტიკად ნაცემი ადამიანები და მავანთა სიხარულის ყიჟინა, დარბეული ტელევიზია და საგანგებო მდგომარეობით ჩახშული მედია - 10 წელი 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან.

 

„აშკარაა, რომ ბადრი პატარკაციშვილს, რომელიც მაშინ ავანგარდში იყო იმ მოვლენების, ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზებით შეცვლისა და ხელისუფლების დამხობის განზრახვა ჰქონდა. ამ მიზნით გეგმავდა მოსყიდვის გზით შინაგან საქმეთა მინისტრის ნეიტრალიზაციას, დაძინებას, როგორც იგი თავადვე აცხადებდა. ბიძინა ივანიშვილი მაშინ მიხეილ სააკაშვილთან ერთად იმყოფებოდა პატარკაციშვილის წინააღმდეგ. მაშინ ივანიშვილი იყო თავიდან ბოლომდე სააკაშვილის მოკავშირე პატარკაციშვილის გასანეიტრალებლად, პოლიტიკურ ნეიტრალიზაციას ვგულისხმობ. შემდგომ ამას მოყვა არა ერთი, ჩემი აზრით, მცდარი ნაბიჯი, რასაც შემდგომ მოყვა პოლიტიკური პასუხისმგებლობა - მიხეილ სააკაშვილი გადადგა თანამდებობიდან, დაინიშნა ხელახალი არჩევნები. პოლიციელების მხრიდან ხშირ შემთხევაში ჰქონდა ადგილი ძალის გადამეტებას და არაპროპორციულ გამოყენებას, თუმცა ამასთან დაკავშირებით პოლიციელები არ დასჯილან, რადგან ხელისუფლების სამიზნე ყოველთვის იყო პოლიტიკური ოპონენტი და არა ცალკეულ შემთხვევაში სამართალდარღვევის ჩამდენი პირი, - ამბობს დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი და ამჟამად „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე.

 

„ეს არის დღე, რომელიც არის ადამიანის უფლებებისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო. ეს არის დღე, რომელიც არის ნიშანდობლივი, თუ რა შედეგები მოყვება ძალადობას და სისასტიკეს ხელისუფლების მხრიდან საკუთარი მოქალაქეების მიმართ. 7 ნოემბერი დარჩება ისტორიას, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის დღე, - აცხადებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.  

 

ეს ახალი შეფასებებია... გავიხსენოთ რა იყო მაშინ... ფაქტების ქრონოლოგია.

 

ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური ანტისახელისუფლო საპროტესტო აქციების ძირითად მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იყო. სექტემბერში დაწყებული გამოსვლების შემდედ, 7 ნოემბრის გამთენიისას, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ფორმებში გადაცმულმა სამართალდამცავებმა პარლამენტის წინ გაშლილ კარვებში მოშიმშილე პროტესტანტები დაარბიეს.

 

მოგვიანებით რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეთა რიცხვმა იმატა. ხელისუფლებამ ხალხის დასაშლელად მხუთავი ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, როგორც შემდგომ აღინიშნა, ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას. მხუთავი და ცრემლმდენი გაზი რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებშიც გაუშვეს, რის გამოც მომიტინგეების გარდა, ჟურნალისტები და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებნიც მოიწამლნენ.

 

რუსთაველზე დარბეული მომიტინგეების ნაწილმა რიყეზე გადაინაცვლა. ოპოზიციის ლიდერების მოწოდების შედეგად, რიყეზე ათასობით ადამინი გავიდა. სპეცრაზმელებმა და სამხედროებმა ხალხი რიყეზეც დაარბიეს.

 

რიყეზე განვითარებული მოვლენების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან კავშირს ამტკიცებდა. რუსეთის აგენტებად დასახელდნენ ლევან ბერძენიშვილი, შალვა ნათელაშვილი, გოგა ხაინდრავა და კონსტანტინე გამსახურდია.

 

დღის ბოლოს ბადრი პატარკაციშვილის განცხადება გავრცელდა, რომელშიც პატარკაციშვილმა მომხდარი ბოლშევიკური პუტჩს შეადარა. პატარკაციშვილის განცხადება ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხელისუფლების დამხობის პირდაპირ მოწოდებად შეაფასეს.

 

მთელი დღის განმავლობაში, თბილისის ქუჩებში მიმდინარე მოვლენებს ტელეკომპანია „იმედი უწყვეტ რეჟიმში აშუქებდა. საღამოს, დაახლოებით 9 საათზე კი, სპეცდანიშნულების რაზმი ტელეიმედში შეიჭრა, პირდაპირი ეთერი გაითიშა...

 

სპეცრაზმმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი იქაც გამოიყენა. „იმედის შემდეგ მაუწყებლობა შეწყვიტა ტელეკომპანია კავკასიამაც.

 

იმავე საღამოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა...

 

7 ნოემბრის მოვლენების გამოძიება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. 2014 წლის 28 ივლისს, მთავარმა პროკურატურამ 2007 წლის 07 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევის, ტელეკომპანია იმედში შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, შს ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს, ყოფილ გენპროკურორ ზურაბ ადეიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილსა და თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას წარუდგინეს. ამჟამად პატიმრობაში ამ საქმის ფიგურანტი, მხოლოდ, ვანო მერაბიშვილია პატიმრობაში, რომელიც სხვა სისხლის სამართლის საქმეზე იხდის სასჯელს.

 

 

 



მომავალი წლის ფინანსური პრიორიტეტები და მთავარი პროექტები - ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან

person access_time2017-12-17 11:51:15
13 დეკემბერს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. გაირკვა, რომ მომავალ წელს მთავრობა 12...

სივრცის გაფართოება აივნის ხარჯზე - „თანამედროვე არქიტექტურა“ (ფოტო)

person access_time2017-12-17 11:00:32
დიდ მეგაპოლისებში მცხოვრებმა ადამიანებმა იციან, რომ ბინებში ადგილი არასაკმარისია და ყველა საშუალებას იყენებენ სივრცის გაფართოებისთვის. დიდ ქალაქებში კვადრატული მეტრის ღირებულება საკმაოდ ძვირია, ამიტომ ადამიანები ყიდულობენ მცირე ზომის ფართს.  პატარა ბინების მეპატრონეები ყველა ვარიანტს იყენებენ გაფართოებისთვის. ყველაზე პოპულარულია გაფართოება აივნის ხარჯზე. საბოლოო ჯამში, ასეთი „არქიტექტურული შედევრი“ შესაძლოა, ხელს უშლიდეს მეზობლებს და ასევე, ის საფრთხის შემცველი იყოს...

1 ლარად ნაჩუქარი ოფშორი საქართველოში ბიტკოინის მოპოვებისთვის

person access_time2017-12-17 13:00:39
...

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 40 მლნ გამოყო

person access_time2017-12-16 12:49:29
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 660-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის...

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა (ფოტო)

person access_time2017-12-16 09:35:30
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე 15 დეკემბერს თბილისის დროით ზუსტად 20:00 საათზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ...


მსგავსი სიახლეები